უცნაური

ჩემოდანს ქურდი ვერ მოიპარავს

Image Hosted by ImageShack.us

 

 

სლოვაკეთში სულ მალე დაიწყება ჩემოდნის წარმოება, რომლის მოპარვასაც ყველაზე გამოცდილი ქურდიც კი ვერ მოახერხებს. გარეგნულად ის სხვა ჩემოდნებისაგან არაფრით განსხვავდება. აი, შიგნით კიმასში ჩამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა წვრილი მავთულით არის სახელურთან მიერთებული. როგორც კი ჩემოდანს ვინმე ხელს მოჰკიდებს, ელექტრომოწყობილობა მუშაობას იწყებს და თანდათან საშიშ იარაღად იქცევა _ მას, ვინც ჩემოდნის დადგმის წინ ელექტრომოწყობილობას არ გამოთიშავს, დიდი უსიამოვნება ელის. საკმარისია ქურდმა ჩემოდნის სახელურს ხელი გაუშვას, რომ მაშინვე ჩაირთვება სირენა, ხუთი წამის შემდეგ კი აფეთქების ხმა გაისმება.

რა თქმა უნდა ჩემოდანში ბომბი არ დევს, სამაგიეროდ დევს ქიმიური ნაერთი. აფეთქების შედეგად, სწორედ ამ მტვრისებურ ქიმიურ ნაერთში აღმოჩნდება ქურდი ამოგანგლული და რადგანაც მისი ჩამორეცხვა შეუძლებელია (საღებავი წყალში არ იხსნება), ქურდს დამალვა უძნელდება და მას წესრიგის დამცველნი იოლად იჭერენ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button