უილ სმითის სახლი – ოთხ ბორბალზე, რომელმაც უარი განაცხადა სასტუმროზე
ალბათ თქვენ არ იცოდით, მაგრამ შარშან , ნიუ იორკში ასე ვთქვათ, „სრული სვლით“ მიმდინარეობდა ლეგენდარული ფანტასტიკური ფილმის „ადამიანები შავებში“ (Men in Black) მესამე ნაწილის გადაღება. მთავარ როლებში იყვნენ, საზოგადოების ფართო მასებისათვის საყვარელი მსახიობები – უილ სმიტი (Will Smith) და ტომი ლი ჯონსი (Tommy Lee Jones). (ბოლო ფოტოზე ნახავთ თვით უილ სმიტს, რომელიც გადადის გზაზე )
ასე რომ, როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამინის მსგავსად, რომ სასტუმროში გაჩერებულიყო , ნაცვლად ამისა, უილ სმიტი გადავიდა ტრაილერში- უზარმაზარი სახლით ოთხ ბორბალზე.
მსახიობი ცხოვრობს ტრაილერში გადაღებებს შორის შესვენებებზე. ფაქტობრივად, მისი გაგება შეიძლება, რადგან ორსართულიან ლუქსის ტრაილერში არის ყველაფერი, რაც საჭიროა ცხოვრებისათვის და დასვენებისათვის: 2,5 მეტრიანი HD პანელი, დასვენების ოთახი, დიდი საძინებელი, მინი სპორტული დარბაზი, სააბაზანო და ოთახი ტრენაჟორებისათვის…
მართალია, მდიდრული სახლების მაცხოვრებლები არ არიან კმაყოფილნი ხმაურით, რომელსაც გამოსცემს ტრაილერი და აგრეთვე, გარკვეული სივრცის დაკავებით, რომელიც ტრაილერს სჭირდება და სხვ…
ოჰ, კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, ცნობილ მსახიობს , ჰიპ ჰოპ-ის შემსრულებელს და ტრაილერის მფლობელს უილ სმითს, ეს მდიდრული სახლი ოთხ ბორბალზე დაუჯდა, სულ რაღაც $ 1, 8 მილიონი ამერიკული დოლარი.
ტრაოლერის მესაკუთრე – უილარდ სმითი არის პენსივლვანიის შტატის, ქალაქ ვინიფილდის მაცხოვრებელი , რომელიც ოქროს გლობუსზე და ორჯერ კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული იყო. გარდა ამისა, უილი არის მრავალი გრემის ჯილდოს მფლობელი და ჰიპ ჰოპ შემსრულებელიც. ის ისეთი ადამიანების ვიწრო წრეს მიეკუთვნება, რომლებმაც ამერიკის სამ უდიდეს მედიაში შესძლეს წარმატების მიღწევა: მუსიკალურ ინდუსტრიაში, სრულმეტრაჟიან კინოში და ტელევიზიაში , ხოლო ჟურნალ “News week”- მა წარმატებული უილარდ სმითი პლანეტაზე ყველაზე ძლიერ მსახიობად დაასახელა.