არქივი

გოგონა,რომელიც ჭურჭლი სარეცხი ღრუბლით იკვებება

53080f631d14

21 წლის კერი ტრებილკოკი უჩვეულო ავადმყოფობითაა დაავადებული; მას მადას ისეთი ნივთები აღუძრავს, რომლებიც კვებისთვის არაა განკუთვნილი. გოგონა შიმშილის გრძნობას განიცდის შხაპის მიღების და ჭურჭლის რეცხვის დროს, როდესაც დუშის გელის ან ქიმიური სარეცხი საშუალებების სუნი სცემს.

ჩვეულებრივ საკვებს ინგლისელი ქალისთვის ბედნიერება არ მოაქვს. იგი უპირატესობას ხილის არომატის მქონე სარეცხ და დასაბან საშუალებებს ანიჭებს.

კერი სარეცხ ღრუბელს კეტჩუპს, თაფლს და სხვადასხვა სოუსს უმატებს და სიამოვნებით მიირთმევს. The Sun-ის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა 4000 ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და 100 ცალი საპონი შეჭამა.

06732f65fce1

კერის ავადმყოფობა მაროკოში მოგზაურობის დროს 2008 წელს შეეყარა. მას შემდეგ იგი საკვებ პროდუქტებს პრაქტიკულად აღარ ჭამს. თავდაპირველად გოგონა თავის მიდრეკილებას მალავდა. კუჭნაწლავური პრობლემების დაწყების შემდეგ კი,როცა კუჭის ტკივილი ტანჯავდა, იძულებული გახდა სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა.

უკვე სამი წელია კერი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მედიკოსები იმედისმომცემ პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ. რეგულარული სამედიცინო გამოკვლევების გარდა, გოგონა ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსსაც გადის. სპეციალისტების აზრით, ახალგაზრდა ქალის დაავადების მიზეზი ფსიქოლოგიური გადახრებია.

კერის ავადმყოფობას ანკილოსტომოზი ჰქვია, რომელსაც ადამიანის ნაწლავებში პარაზიტი მრგვალი ჭიაყელების მოხვედრა იწვევს. ანკილოსტომოზით დაავადებული ადამიანები სარეცხი საშაულებების გარდა, მეტალს, ნახშირს,ნათურებს, ქვიშას, ცარცს და ავეჯსაც კი ეტანებიან.
2ac4755b6a1c

ანკილოსტომოზი ცხელ, მაგრამ ძლიერ ტენიან რეგიონებშია გავრცელებული,მისი გამომწვევი ჭიაა, რომელიც მიწაში სახლობს და ჰიგიენის ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდეს. პირველი ნიშანი, რომელიც ინფიცირების შემდეგ იჩენს თავს, ალერგიული გამონაყარია. მალე მას კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც მოჰყვება.

წყარო: news.ge

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Back to top button