სწრაფი კვების ყველაზე პოპულარული ობიექტი საქართველოში – მაკდონალდსი (McDonald’s), რომელიც საქართველოს ქალაქ ბათუმში აიგო, სულაც არ გავს ამ ფირმის სხვა დაწესებულებებს მსოფლიოში. მისი ორიგინალური და ფუტურისტული დიზაინი შექმნა არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ. შენობის კომპლექტში შედის ბენზინგასამართი სადგური, ბაღი და შუშით შემოფარგლული არე. შენობა გარშემო წყლითაა შემოფარგლული, ხოლო შუშები მთელს შენობას ბუნებრივ ელფერს მატებს და შიგნიდან მზის სინათლით ავსებს.
1. ბათუმში არც თუ ისე დიდი ხნის წინა გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც იქცა ნამდვილ შედევრად საზოგადო სარესტორნო არქიტექტურის ისტორიაში და არაერთი ქვეყნის აღიარებით.
2. გარდა სწრაფი კვების უზრუნველყოფისა, მაკდონალდსში არის ბენზინ გასამართი სადგური, რაც უზრუნველყოფს კლიენტებს, როგორც ვიზუალურად ისე ფიზიკურად.
3. ეს მონოლითური, სამსართულიანი კონსტრუქცია, შუშისა და რკინისაგან, აიგო შიდა ბაღითა და გარშემო შემორტყმული რეზერვუარით.
4. შიდა ეზო შემოსაზღვრულია ყველა მხრიდან, რათა კლიენტები არ შეწუხდნენ და დაცულები იყვნენ ზედმეტი ხმაურისაგან გარედან.
5. ამ შემოქმედების ავტორი გახლავთ ქართველი არქიტექტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურს დამთავრებული დიზაინის განხრით გიორგი ხმალაძე.