არქივი

ფრთხილად fast-Food-ი!!!

82f6e44d544e

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სტატიას თუ რას იწვევს fast-Food-ი, რისთვის არის საზიანო და ა.შ.
გთხოვთ შემოიჭყიტოთ ამ პოსტში :)

ადამიანი არის, ის რასაც ის ჭამს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის არგანიზმი იწამლება 5% ჰაერით, 10% სასმლით და 85% -ით საჭმლით.ამ თემაში ლაპარაკი იქნება ჯანმრთელ საკვებზე, რას მიირთმევს ადამიანი XXI საუკუნეში.

Fast-food -ი სიტყვა- სიტყვით ნიშნავს , საჭმელი რომელიც არის სწრაფად მომზადებული. ძირითადად ეს საჭმელი არის გათვლილი პატარებზე და ისეთ ადამინებზე, რომლებსაც მუდამ ეჩქარებათ. ასევე აღსანიშნავია ის,რომ Fast-food არის 100% საზიანო. ვარგისიანობა არის დამოკიდებული რათქმაუნდა მწარმოებელზე და არ შეიძლება ყველაფრის ერთად მოქცევა.მე ვეცდები ავხსნა რა არის ცუდი და კარგი და ასევე ხალხის მიერ გამოგონილი ჭორი.

ჯამში შეიძლება ითქვას,რომ თუ გინდათ გამოიყურებოდეთ ლამაზად და იყოთ ჯანმრთელი,მაშინ უარი უნდა თქვათ სწრაფ კვებაზე.ამის არგუმენტი იქნება ამერიკელი ნაცია, რომლებიც Fast-food ზე ზიან და ითვლებიან ყველაზე სრულ ნაციად მსოფლიოში. ამერიკის მოსახლეობის 61% იტანჯება სიმსუქნით.

”ნებისმიერი Fast-food-ი არის საშიში ჯანმრთელობისთვის, და საჭიროა ნებისმიერ ფასად აცილება”. ასეთ გამოთქმებს ალბათ მივაკუთნებდი ცრუ განგაშს.რადგან უნდა ვიცოდეთ ,რა ხდება და როგორ ხდება და ამის მერე გავაკეთოთ დასკვნები.
შვედი მეცნიერები კვლევების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კართოფილის ჩიფსები, ჰამბურგერი, შეიცავენ ისეთი რაოდენობით ცხიმებს, რომ მათი ”ფანატები” არიან ონკოლოგიური დაავადებებით შეპყრობილნი ან როგორც მინიმუმ ნერვული სისტემებით დაავავადებულები.

გამოკვლევები ტარდებოდა სტოკგოლმის უნივერსიტეტში (Stockholm University). A კანცეროგენი რომელიც ყალიბდება ჩამოთვლილ საკვებში-აკრილომიდის სახით. ამის მიზეზი მოკლედ, რომ ვთქვათ არის ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვების გაცხელება. ეს მეთოდი ვრცელდება ბრინჯზეც, რომელიც ტრადიციულად ითვლება დიეტურად.

გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთეს შვედმა ბიო-ქიმიკოსებმა, მათ აღმოაჩინეს, რომ კანცეროგენების რაოდენობა ერთ ერთ ჩიფსის ყუთში არის ძალიან დიდი რაოდენობით,დასაშვებ ნორმაზე. (World Health Organization, WHO).სასმელ წყალზე 500 ჯერ მეტი, ხოლო ბურგერში რომელიც იყიდება McDonald’s -ში (ლაპარაკია შვედეთზე) 100 ჯერ აღემატა დასაშვებ ნორმას.

(Leif Busk) შვედეთის ნაციონალური საჭმლის გამოკვლევების დეპარტამენტს (Sweden’s National Food Administration) თავისი დაარსებიდან 30 წლიან პრაქტიკაში ასეთი ფაქტი არ შეხვედრია.

აკრილამიდი-არის მოთეთრო ან გამჭირვალე კრისტალისებური ნივთიერება,რომელიც ადვილად იხსნება წყალში. ცნობილია, რომ ის ანადგურებს ნერვულ სისტემას , ონკოლოგების ცნობითაც ის არის გენეტიკური მუტაციის და სისმსივნის გამომწვევი მიზეზი. ყველა ეს მიღებული შედეგი იყო ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები.

(World Health Organization) მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ,2003 წლამდე აკრილამიდის დონე დაიყვანა 0,1 მდე.
ანალიზმა აჩვენა, რომ აკრილამიდი არის საჭმლის გაცხელების შედეგად მიღებული. მაგალითად, გაცხელებული კარტოფილი შეიცავდა 12-40 ჯერ მეტ კონცენტრატებს,ვიდრე გაცხელებული გამბურგერი. ერთი და იგივე საჭმელს თუ მოვხარშავთ და არა შევწვავთ, არ გავაცხელებთ, კონცენტრატები არ წარმოიქმნება საერთოდ. მიღებული შედეგების შემდეგ, შვედეთის ნაციონალურმა საჭმლის გამოკვლევების დეპარტამენტმა ,განაცხადა,(ჩვენგან გასაკვირად) რომ არაა აუცილებელი ამ პროდუქტების აკრძალვა.

მონაცემი იმაზე ,თუ რითი განსხვავდება კარტოფილი ფრი,მომზადებული სახლის პირობებში ,,საფირმოსგან,,, და ვრცელდება ,,კონცერაგენული მონაცემი,, ჩვეულებრივ შემწვარ კარტოფილში, და ასევე საშიშია თუ არა პურის გამოცხობა- ჯერჯერობით არაა.

“Taco Bell”- საწებელი ,რომელსაც შეუძლია გაწმინდოს მონეტა ბზინვარებამდე.ეს ფაქტია.ეს შედეგია იმის,რომ საწებელში შედის მარილი დიდი რაოდენობით და ძმარი რომლებიც ერთმანეთში ქმნიან ასეთ რეაქციას.თუ ეს ფაქტი გაშინებთ, მაშინ შეეცადეთ და ცოტა ჭამეთ მარილი.

McDonald’s-მაკფლარი არ შეიცავს არანაირ რძეს.ეს ტყუილია. ის შეიცავს რძეს, მაგრამ შეიცავს თუ არა ის რაიმე სასარგებლო თვისეებს, ეს სხვა საქმეა. ის შეიცავს არომატიზატორის სიროფს და რძეს.

ქალი რომელიც იწონის 64 კგ ს,აუცილეელია დღში იაროს 4 საათი რათა დაწვას კალორიები. ”ჰარდერს მონსტერ ფიკბურგერ” (“Hardee’s Monster Thickburger”) ის შეჭმის შემდეგ. ეს ფაქტია. ეს ჰამბურგერი(ერთი) შიცავს 1 420 კალორიას, რომელიც ექვივალენტით უდრის 2 ბიგმაკს და 5 ჩვეულებრივ ჰაუმბურგებს. თუ ამ მართლაც მონსტრს დავუმატებთ კარტოფილ ფრის, მაშინ გამოვა 2 000 კალორია ,რასაც არ ჭამენ ადამინების უმეტესობა. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ: ”გაექეცით ამ მონსტრს როგორც პირდაპირ ასევე გადატანით მნიშვნელობით.”

ძირითადად ისმება კითხვები:

რომელი საჭმელი მიეკუთნება fast-Food-ი ის კატეგორიას?

საშიშ fast-food ზე ლაპარაკისას , გულისხმობენ მაგდონალდის ნაირ დაწესებულებებს.ამ საკვების კატეგორიას მიეკუთნება: შემწვარი ბლინები, შაურმა, ჰოტ-დოგი , სუხარები ,აქვე შეიძლება მოვაქციოთ ჩიფსები,დასალევი და ა.შ.

შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ზოგიერთ fast-food ის დაწესებულებებში აკეთებენ განსაკუთრებულად საშიში ზეთით?

უმეტეს შემთხვევაში, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყო ეს ასეა.საქმე იმაშია, რომ ბევრიი საკვების მომზადებისას, იყენებენ მაგარი სახეობის მარგარინს, ტრანს-იზომერული ცხიმის შემცველობით. ასევე მარგარინს იყენებენ კრემების დამზადების დროს. ასე, რომ აზრი არ აქვს McDonald’s ში მიირთვმევთ რამეს თუ უბრალოდ ნამცხვარს კრემით.

მართალია,რომ ამერიკელების სისმუქნე არის დაკავშირებული მათ საყვერელ საკვებზე fast-food ზე?

სიმართლე რომელია…. და არა მარტო ამერიკელები ამ ”მოდის” მიმდევრები გახდნენ ფრანგები, იგლისელები და რაც არ უნდა იყოს გასაკვირი იაპონელები.ამის მიზეზი არის 2. პირველ რიგში: McDonald’s-ში მიღებული საკვები რამდენჯერმე აჭარბებს დღის დასაშვებ კალორიას(მოზრდილი ადამანისთვს არის 1500 – 2 000 მდე).მეორეც: ესეთი ჭამის რეჟიმი არღვევს ჰორმონების რაოდენობას. რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის დაპურებას. მაგალითად , დიდი ჰამბურგერი,კართოფილის
პორცია,რძის კოქტეილი, ნამცხვარი,კოკა-კოლა და ა.შ , როცა მივირთმევთ თავი მშიერი გვგონია.

მართალია თუ არა ის, რომ ჰამბურგერი და კოკა-კოლა ერთად უფრო ცუდია ვიდრე ორივე ცალცალკე?

საქმე იმაშია,რომ ცივ კოკა-კოლას ჰამბურგერთან,ჰოტ-დოგთან
, კართოფილ ფრისთან ერთად როცა მივირთმევთ,ჩვენ ვუშვებთ დიდ შეცდომას.
კუჭის წვენი, არეული ცივ კოკა-კოლასთან კარგავს თავის ქმედით უნარიანობას, ამ დროს ჰამბურგერის ცხიმები ცივდება და წვება როგორც მკვდარი ტვირთი.ამიტომ უკეთსია ყველაფერი ცალ-ცალკე.

მართალია რომ fast-food-ი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის?

დიახ.ეს სიმართლეა!!! განსაკუთრებით პატარები არიან ძირითადი მომხმარებლები >>ჰოტ-დოგ+კოკა-კოლა<<;. ექიმები დარწმუნებულები არინ იმაში, რომ ასეთი საკვები სასიკვდილოა პატარებისთვის, როდესაც ორგანიზმი ყალიბდება. არადაბალანსირებული fast-food -ის მენიუს მოსდევს რათქმაუნდა სიმსუქნე. ეს აისახება, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ ჯანმრთლობაზე.

538113c865e4

შეიძლება მოვკდეთ fast-food -ით ?

თუ საუბარია გაფუჭებულ საჭმელზე, მაშინ შეიძლება ყველა საჭმლისგან. ლაპარაკი თუ არის ნორმალურ fast-food-ზე ეს ფაქტი ნაკლებ სავარაოდოა, მაგრამ ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიადგება.მაგალითისთვის მოვიყვანოთ 33 წლის ამერიკელი მორგან სპარლოკი. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, ექსპერიმენტის წინ მან გაიარა სამედიცინო შემოწმება,რომელმაც დაამტკიცა მისი სრული ჯანმრთელობა.შემდეგ იგი ერთი თვის განმავლობაში დღეში სამჯერ მიირთმევდა fast-food -ს ნაწარმს. ექსპერიმენტის შედეგი იყო გამაოგნებელი. მან :მოიმატა 12 კგ, მოიმატა ქოლესტერინის რაოდენობამ რამოდენიმეჯერ, ორჯერ მეტი იყო ინფაქტის რისკი, დიდი დაზიანება მიიღო ღვიძლმა,რომელიც გავდა მსმელის და მწეველის ღვიძლს.

რამდენჯერ შეიძლება კვირაში(ან თვეში) fast- food- ით კვება,რომ ზემოთ მოყვანილი გახდეს რეალობა?

დიეტოლოგების თანახმად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად , კლასიკურ fast-food-ს ადამიანმა უნდა მიაკითხოს თვეში ერთხელ.

ამიტომ სჯობს დავფიქრდეთ, ვიდრე რამეს შევჭამთ, ეს XXI საუკუნეა….

c38f75e3936d

b5bf0473b51d

ესეც რამდენიმე ვიდეოკლიპი

აბა თავად აირჩიეთ ჯანმრთელობა თუ გამოძღომა და ავადმყოფობა?
მაგრამ ამ ნაგავით ვინმე ძღება?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button