ლოსანჟელესის ავტო გამოფენაზე კომპანია Mercedes-Benz-მა წარმოადგინა ახალი კონცეპტუალური G კლასი, რომელიც 2025 წლის თემასთანაა დაკავშირებული. კომპანიის აზრით სწორედ ასეთი შეიძლება გახდეს მათი Gelandewagen იმ პერიოდში. სწორედ 2025 წელს კომპანია ამ სერიის 60 წლის თავს აღნიშნავს.
Mercedes Ener-G-Force შტუდგარტისა და კალიფორნიის დიზაინერების ერთობლივი ნამუშევარია. როგორც წინა ვერსიაში აქაც იკვეთება მანქანის აგრესიული შესახედაობა და თავდაჯერებულობა. ერთი შეხედვით ეგრევე მიხვდებით, რომ ამ მანქანას არსად გავლა არ გაუჭირდება. სხვა თუ არაფერი მას 20 დიუმიანი დისკები და ულტრა პროტექტორები გააჩნია გამავლობის გასაუმჯობესებლად.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არის მომავლის მანქანა, შესაბამისად მომავალში ჰაერის დაბინძურება მინიმალური უნდა იყოს. ამ მანქანას გააჩნია ელექტრო ძრავი, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მთავარი ინჟინერის განცხადებით 2025 წლისათვის ძრავი იმ დონეზე დამუშავდება, რომ მიუხედავად მანქანის დიდი მასისა, იგი ერთ სრულ დატენვაზე 500 კილომეტრს გაივლის.
რა იქნება მისი ღირებულება არავინ იცის თუმცა ცალკეული დეტალებით რომ ვიმსჯელოთ, აი მაგალითად 360 გრადუსიანი ხედვის სისტემა, რომელიც მძღოლს უკუნეთ სიბნელეშიც კი გზაზე ყოველ კენჭს დაანახებს, ძალიან ძვირი ღირს. ექსპერტების აზრით მანქანის ბაზარზე გამოჩენის შემთხვევაში მისი ფასი მინიმუმ ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
წყარო : http://notepad.ge