არქივი

საიდუმლო APPLE-ს შესახებ…

a7bc18cbd9b588cf52dc7e48bbd53ac1

არის ორი ვარიანტი, ეს კომპანია ან უყვართ ან პირიქით სკეპტიკურად არიან მისდამი განწყობილები. თუმცა ნებისმიერმა ტექნიკის მოყვარულმა უნდა აღიაროს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებაში პროექტირებასა და დიზაინში სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა, რომ ეს ყველაფერი ასეთ განვითარების საფეხურზეა მოქცეული.
ისმის კითხვა: და მაინც რა არის ამ კომპანიაში ასეთი განსაკუთრებული, რომ იგი სხვა IT კომპანიებისგან განსხვავებით ცალკე მდგომად ითვლება. რა გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანიას მილიარდიანი ფანატების რიცხვი ჰყავს. რა გააკეთა სტივმა ისეთი, რომ მსოფლიო შეძრა. ვეცდები ამ პოსტში თავი მოვუყარო აზრებს და იდეებს, თუ რატომ გახდა ეს კომპანია ასეთი გამორჩეული.

ფული არ არის მთავარი:

ცნობილი ფაქტია, რომ სტივ ჯობსი არასდროს არ აყენებდა პირველ ადგილზე ფინანსურ მოგებას მის კუთვნილ კომპანიაში. სტივი ყოველთვის ამბობდა, რომ მთავარი მისთვის მომავალი და რევოლუციური პროდუქტების შექმნაა.
კომპანიის მთავარი დიზაინერი ჯონათან აივიც იზიარებდა სტივის ასეთ მიდგომას საქმისადმი. ჩვენ ვქმნით პროდუქტს და სულაც არ ვფიქრობთ პირველ რიგში, რომ ამ ქმნილებით ჩვენ გავმდიდრდებით. კი მართალია შემოსავლები დიდი გვაქვს და არც არასდროს ვუჩიოდით მას, მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ჩვენთვის მთავარია იდეალური პროდუქტის შექმნა, რომელსაც მომხმარებელი შეაფასებს და მოიწონებს. ხოლო მოწონებას მოსდევს შემოსავალი.
კომპანიაში ყველას ანალოგიური აზრი გააჩნია ფულზე. როგორც იცით სტივმა Apple University ჩამოაყალიბა სადაც მომავალ თანამშრომლებსა და მოქმედ თანამშრომლებს apple-ს ცხოვრებას აჩვევენ.
წინააღმდეგობის გაწევა:

Apple ებრძვის PC-ს, იგი ებრძვის Microsoft-ს და სხვა კომპიუტერულ კომპანიებს. იგი მუდმივ ბრძოლაშია და სტივმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა კიდევაც, რომ ეს ომი მისი დაწყებულია და იგი საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მისი კომპანია ყოველთვის პირველ ადგილზე იდგება ტექნოლოგიური წარმოების მხრივ. სამწუხაროდ მას საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა, თუმცა მან საქმის დიდი ნაწილი გააკეთა.
იფიქრე სხვანაირად ანუ კომპანიის სლოგანი Think Different ნათლად გამოხატავს სტივის ცალკე დგომას და განსხვავებულ შეხედულებას ტექნიკაზე. კომპანიის რეკლამებში დიდი კრეატივი და მესიჯები იდო მომავლისთვის. ტყვილად არ იყო შერჩეული რეკლამებისთვის წარსულის სტილი.
უბრალოდ კარგი პროდუქტი:

კომპანიის პროდუქტების მთავარი პრინციპი არის უბრალოება. ანუ რას გულისხმობს ამ შემთხვევაში სიტყვა უბრალოება, თქვენ ყიდულობთ ხსნით ყუთს და რთავთ. არ არის საჭირო დამატებითი მოდერნიზაციები ან რაიმე დამატებითი პროგრამების ჩაწერა სისტემამ რომ გამართულად იმუშაოს. ერთი შეხედვით ზარმაცი კაცის პროდუქტია, რადგან ანდროიდი ასეთ შემთხვევაში არ არის ზარმაცი ადამიანისთვის, რადგან იგი IOS-თან შედარებით უფრო დახვეწილი და მეტი შესაძლებლობების მქონე ოპერაციული სისტემაა. თუმცა ამ უბრალოებით APPLE მაინც ინარჩუნებს მის ორიგინალურობას.
თავდაპირველად სტივი სულ არ უყურებდა კომპიუტერის დიზაინს, რადგან მომხმარებელი არ იყო ბევრი და ალტერნატივაც არ არსებობდა, მისი კომპიუტერი უნდა შეეძინა ტექნიკის მსურველს, თუმცა გავიდა რამოდენიმე წელი და ეს სიტუაცია შეიცვალა, გამოჩნდა კონკურენტები და სტივი მიხვდა, რომ მხოლოდ პლატებით და სქემებით კონკურენტს ვერ დაამარცხებდა. საჭირო იყო დიზაინი.
ტექნიკა და ემოციები:

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ტექნიკის შექმნისას კომპანია 50% ემოციურ მომენტს იყენებს. მოკბეჩილი ვაშლი უყვართ და არ უყვართ. რატომ? ეს ყველაფერი ემოციური ამბავია ზოგი შეეგუა მას, ხოლო ზოგმა სხვა არჩია. ფასების პოლიტიკა ავიღოთ. მერე რა რომ MAC თავის კლასში ყველაზე ძვირადღირებულ კომპიუტერად ითვლება, მას მაინც ყავს მომხმარებელი და რა თქმა უნდა მყიდველიც. მოკბეჩილი ვაშლის მოყვარულებს ურჩევნიათ მეტი გადაიხადონ და ჰქონდეთ რაღაც მათთვის გამორჩეული, ვიდრე ნაკლები და არაგამორჩეული.
ეშმაკი დეტალებში:

სტივს ყოველთვის ყავდა მტრები, რომლებიც თვლიდნენ რომ მას არაფერი განსაკუთრებული არ მოუფგონია. დიზაინზეც ბევრი კრიტიკა წამოსულა. თუმცა მას აივი ყავდა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიზაინერი, რომელთანაც იგი კვირებს ატარებდა იმაზე მსჯელობაში, თუ როგორი დიზაინი, როგორი ელემენტები და როგორი დეტალები უნდა ჰქონოდა მის ახალ ქმნილებას. სტივს პატარ პატარა დეტალებში ძალიან ბევრი რამ ჰქონდა ჩადებული. დეტალებში, რომლებსაც მომხმარებელი ყურადღებას არ აქცევდა.
აი მაგალითად იცოდით თუ არა რომ TextEdit-ში დაწერილი ტექსტი არის apple-ს რეკლამის სრული ტექსტი.
ხოლო My Files იკონკაზე განთავსებულია ტექსტი, რომელიც საბოლოო ვარიანტში ამოჭრილია რეკლამიდან.
Music Player-ში დახატული კაცის იკონკა U2-ს სოლისტის საკუთრებაა, რომელიც სტივის ახლო მეგობარი იყო.
MAC OS-ს აქვს იკონკა, რომელიც არის კომპიუტერის გამოსახულებით, ამ კომპიუტერზე ლურჯი ფონია. მიხვდით?
თავდაცვის ინსტინქტები:

როგორც იცით კომპანია APPLE-სა და SAMSUNG-ს შორის დიდი ომია გაჩაღებული, სადაც სამსუნგმა მილიარდი ოლარი წააგო ვაშლთან და ხუთ ცენტიანებით გადაიხადა ეს ჯარიმა. ეს ინფორმაცია ინტერნეტს მალევე მოედო. სტივს სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ჰქონდა სასამართლო პროცესი, სადაც მან განაცხადა, რომ იგი გაანადგურებს ANDROID-ს რადგან ეს უკანასკნელი არის მოპარული პროდუქტი. ტიმ კუკის განცხადებით ხალხმა უნდა ისწავლოს რაღაც ახლის და საკუთარის შექმნა და არა სხვისი იდეების მოპარვა.

 

წყარო : http://notepad.ge

მსგავსი ამბები

Back to top button