მსოფლიოში ყველაზე საშიში კუნძულები
ესეიგი, ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე საშიშ კუნძულებს. დაინტერესებული ხალხი სრულიადში…
ბრაზილიის მახლობლად მდებარე ეგზოტიკური კუნძული ტურისტების საყვარელი ადგილი იყო, მაგრამ ბოლოს იქ გველები მომრავლდნენ, რის გამოც მას გველების კუნძული შეარქვეს. 1 კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 5 შხამიანი გველი ბინადრობს. რეპტილიებიდან ყველაზე საშიში Golden Lancehead-ია (სახელი ვერ ვთარგმნე) რომლის შხამიც მომენტალურ სიკვდილს იწვევს.
Golden Lancehead, ყველაზე საშიში გველი.
კუნძული როველია ვენეციის ლაგუნაში მდებარეობს. რომის იმპერიის დროს, შავი ჭირით დაავადებულ ადამიანებს ამ კუნძულზე ასახლებდნენ. შუა საუკუნეებში შავი ჭირით გარდაცვლილი და დაავადებული ადამიანები ამ კუნძულზე მოჰყავდათ და საერთო ორმოებში წვავდნენ. მეცნიერების აზრით, როველიაზე 160 ათასი ადამიანი დაიღუპა. დღეს კუნძულზე არავინ ცხოვრობს.
ბირმის მახლობლად მდებარე რამპის კუნძული მალარიის გადამტანი მწერებით, შხამიანი ბუზებითა და მორიელებითაა ცნობილი. 1945 წელს, კუნძულზე შემზარავი ფაქტი მოხდა: ათასობით იაპონელი სამხედრო ნიანგებმა შეჭამეს.
აი, ეს არის შხამიანი ბუზი. არც ისე საშიშად გამოიყურება.
იზუ იაპონიის მახლობლად მდებარე კუნძულთა ჯგუფია. ვულკანური აქტივობის გამო, კუნძულზე ჰაერი გოგირდითაა მოწამლული. ადგილობრივი მოსახლეობიდან თითქმის ყველა გაიხიზნა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა, რომლებიც დღემდე “პროწივოგაზებს” ატარებენ. მეცნიერები მათზე დაკვირვებებს ახდენენ, რისთვისაც კუნძულის მკვიდრებს მცირე გასამრჯელოსაც უხდიან.
მრავალი წლის მანძილზე ოკეანეში ჩაყრილი ნაგავი წყლის დინებას მიჰქონდა და ერთ ადგილას აგროვებდა. ეს ნაგვის გროვა წყნარ ოკეანეში მდებარეობს. იგი კუნძულად გადაიქცა და ზომით ტეხასის შტატს უტოლდება :wtf:
აი ისიც.
ჩამოთვლილი კუნძულებს შორის ყველაზე საშიში ფიჯის კუნძულია, რომელიც კანიბალიზმით, ადამიანების წამებითა და ჩვილების მკვლელობებითაა ცნობილი. მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში კუნძულს ერთერთი მისიონერი ეწვია. მან კანიბალებს შორის დიდხანს ვერ გაძლო, მიზეზს მისი დღიურის ჩანაწერებიდან ვიგებთ: “1839 წლის 31 ოქტომბერია. 20 მკვდარი ადამიანის – კაცის, ქალის და ბავშვის სხეული უნდა მოამზადონ და შეჭამონ”. კანიბალიზმის გარდა მისიონერმა ჩვილთა მსხვერპლშეწირვებიც აღწერა.
თუ ბოლომდე წაიკითხეთ, დიდი მადლობა. :thanks:
იმედია მოგეწონათ.