Coca-Cola-ს ბოთლის ახალი დიზაინი.
კოკა კოლას ხელმძღვანელობა სულ ცდილობდა უფრო და უფრო გასაოცარი და კრეატიული იდეები გამოეყენებინა რეკლამებში ბრენდის პოპულარიზაციისითვის, თუმცა ეს კოკა-კოლას რამდენად ჭირდება, ძნელი სათქმელია. დიზაინერებთან დიდი ხნის მუშაობის შემდეგ მათ დაამზადეს ახალი ბოთლი კოკა-კოლასთვის(რაღაცნაირად მომავლის კოსმიურ ხომალდს მოგაგონებთ).
ახალი დიზაინი შექმნა ახალგაზრდა ნიჭიერმა დიზაინერმა Jerome Olivet-მა, რომელმაც თავის ნაშრომს “მისტიური” უწოდა. ახალ დიზაინში არაა დაკარგული კოკა-კოლასათვის მახასიათებელი ორფეროვნება.
ახალ ბოთლში ვერაფერს ვერ ნახავთ რევოლუციურს, ვერც გაუმჯობესებულ კოკა კოლას მიირთმევთ მისი დახმარებით, ეს არის უბრალო მცდელობა დიზაინერისა რაიმე ახალი შესთავაზოს საზოგადოებას.