კომპანია ეიფლი იტყობინება, რომ iPhone 3GS–ის გაყიდვის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, გაყიდული იყო აპარატის 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. გარდა ამისა, ოპერაციული სისტემა iPhone OS 3.0, რელიზიდან პირველი 5 დღის შემდეგ, განახლება ინტერნეტიდან 6 მილიონმა მომხმარებელმა გადმოიწერა.
– მომხმარებელი აკეთებს არჩევანს და აიფონი ლიდერობს. 50 ათასი პროგრამის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია აიფონისთვის, აიფონი წავიდა წინ, როგორც არასდროს, – განაცხადა სტივ ჯობსმა.
შეგახსენებთ, რომ iPhone 3GS, ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მისი წინამორბედი (როგორც ეიფლის წარმომადგენლები აღნიშნავენ). ასევე გამორჩევა უფრო ხანგრძლივი ავტონომიური მუშაობით და 3 მეგაფიქსელიანი კამერით.
აქვე გეტყვით, რომ ამერიკული კომპანია ColorWare, რომელიც ცნობილი აპარატების ფერადი გარდასახვითაა დაკავებული, ახალ აიფონამდეც მიაღწია.
ზემოთხსენებული კომპანიის მიერ გაფორმებული ტელეფონი საკმაოდ ეფექტური გამოდის, თუმცა საკმაოდ ძვირიცაა – სრული გაფორმება ჯდება 215 დოლარი. ამ ფასში შედის უკანა ხუფის (150 დოლარი), ჩარჩოსი და ღილაკების (20–20 დოლარი), სიმ–ბარათის სლოტის (15 დოლარი) დამუშავება. შემკვეთის სურვილისამებრს, შეიძლება სხვადასხვა დეტალების ცალკეულად დამუშავებაც.