მართალია, თავიდან არ უნდოდა იაპონურ კომპანია სონის, მაგრამ მაინც მოუწია ბრენდ PlayStation–ის სონი ერიქსონთან გაყოფა. ცოტა ხნის წინ გამომზეურებული ტელეფონის – Sony Ericsson Aino–ს საშუალებით, ფუნქცია Remote Play–თ, მომხმარებელს შეეძლება მართოს ფლეისთეიშენ 3–ზე ჩაწერილი კონტენტი. თავიდან, რემოუთ ფლეი შეიქმნა PSP–ისთვის.
კომპანია სონი ერიქსონმა აღნიშნა, რომ Media Home, Remote Play და PlayStation 3 – წარმატების გასაღებია, რომლებიც აფართოებენ კომპანიის მოწყობილობების შესაძლებლობას.
Sony Ericsson Aino–ს კომპლექტში მოყვება ტელეფონის კრედლი (დასადგამი), ყურსასმენები და 8 გიგაბაიტი მოცულობის მეხსიერების ბარათი. აი, ტელეფონის მოკლე ტექნიკური მონაცემებიც:
სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900, WCDMA/HSDPA 850/1900/2100 MHZ.
დისფლეი: 3 დუიმიანი, სენსორული, 240–432 გაფართოებით.
კამერა: 8.1 მეგაფიქსელი, განათება, თაჩ–ფოკუსი, სახის ამოცნობა, ღიმილის დაჭერა.
მეხსიერება: შიდა მეხსიერება 55 მეგაბაიტი (8 გბ. მოცულობის მეხსიერების ბარათი კომპლექტში).
მონაცემთა გადაცემა: A-GPS, Wi-Fi, Bluetooth 2.0 (A2DP).
მუშაობის ხანგრძლივობა: ლოდინის რეჟიმში 380 საათი, საუბრის რეჟიმში 13 საათი.
გაბარიტები: 104–50–15,5 მმ.
წონა: 134 გრამი.