არქივი

ვაჟა-ფშაველა ქალთა შესახებ

0927c10cccf0
1914 წელი. ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი საინტერესი ჩანაწერი ოჯახში ქალის მნიშვნელობაზე…

დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ისტორიაში, ცხოვრებაში. კაცობრიობა შესდგება სხვა და სხვა ერებისაგან, ერები ცალკე ოჯახებისაგან, ხოლო საძირკველი პირველისა, მეორისა და მესამისა არის პიროვნება ცალი ადამიანი, რამდენადაც მათი შემადგენელი ადამიანები არიან სრულნი, ამაღლებულნი, განვითარებულნი და ბედნიერნნი, იმდენადვე ამაღლებულია ოჯახი, ოჯახის გარეშე-ერი, ერის გარეშე-კაცობრიობა. თავი და თავი, მაშასადამე, ოჯახის გონივრულად მოწყობა უნდა ვაღიაროთ, ხოლო ოჯახში უფლობს დედაკაცი.

დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში როგორც დიდზე, ასევე პატარაზე. შვილების პირველი დაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დედის ხელთაა. დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღბეჭდილი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს სიკეთისა, დიაღ, ესმოდესს დედაკაცსს შვილი როგორ აღზარდოს შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში. რა აზრები გაავრცელოს და რას ემსახუროს ვინაიდან მას შეუძლია დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.

როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს დიდს ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს.

პ.ს: სამწუხაროა,რომ ამჟამად ასე ადრე თხოვდებიან გოგოები…:)

მსგავსი ამბები

Back to top button