საკითხავისასარგებლო

საწამებელი იარაღები შუასაუკუნეების რუსეთში

ევროპელი ინკვიზიტორების მსგავსად, შუასაუკუნეებში ამ უზარმაზარ სახელმწიფოში, რუსეთშიც იგონებდნენ საწამებელ იარაღებს, რომლებსაც დამნაშავეების დასასჯელად იყენებდნენ. ასე რომ დააჭირეთ გაგრძელებას და ისიამოვნეთ :lol2:


სირცხვილის ნიღაბი – ამ ნიღაბს იმ დამნაშავეებს უკეთებდნენ, ვისთვისაც სახელის გატეხა სურდათ, რათა მთელ ქვეყანას სცოდნოდა, რომ მისი მტარებელი ცოდვილი და უწმინდურია. თავად ნიღაბი ტკივილს არ აყენებდა მის მფლობელს, მხოლოდ გარკვეულ მოძრაობებში ზღუდავდა მას. თუმცა ვისაც მიაჩნია რომ ეს მსუბუქი სასჯელი იყო, შემიძლია დავამშვიდო – გარეუბნებში ასეთი ნიღბის მატარებლებს ადგილობრივი გლეხები იჭერდნენ, ბოძზე აბამდნენ და აწამებდნენ.


მეეზოვის ქალიშვილი – ეს სახელი სავარაუდოდ მიიღო მსგავსი მოწყობილობიდან, რომელიც ლონდონში გამოიყენებოდა – მას მენაგვის ქალიშვილი ერქვა. ამ მოწყობილობით სხეულის შეკუმშვას ახდენდნენ. ზედა მრგვალ ნაწილში თავს უყრიდნენ, შუაში ხელებს, ქვედაში კი ფეხებს. წამების დაწყებისთანავე მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა. ამის შემდეგ იწყებოდა სისხლდენები ცხვირიდან და ყურებიდან. თუკი ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, მიღებული შოკისგან სრული აშლილობა ემართებოდა.


მქაჩველი – სხვებთან შედარებით ეს საშუალება წამების შედარებით მსუბუქ საშუალებად ითვლებოდა. მსხვერპლს ხელებს შეუკრავდნენ ზურგს უკან და თოკს ჯალამბარზე აბამდნენ. ჯალამბარის დატრიალების შემდეგ კი ჰაერში ეკიდებოდნენ და გარკვეული პერიოდი ასე რჩებოდნენ. მოწყობილობა საბოლოოდ იწვევდა ორივე მკლავის ღრძობას და ბუდიდან ამოვარდნას, რასაც ხანგრძლივი ტკივილი მოსდევდა. ზოგჯერ კი მსხვერპლს ფეხებზე ჯაჭვებით სიმძიმეს კიდებდნენ, რაც ტერფების მიდამოში ქსოვილების ახლეჩას და ძლიერ სისხლდენას იწვევდა.


წყლის საწამებელი – მსხვერპლს აკრავდნენ ამ მოწყობილობაზე და ხელ-ფეხს ჯაჭვით უკრავდნენ, თავს კი სპეციალურ ხვრელში აყოფინებდნენ და კეტავდნენ, რომ არ ემოძრავა. ამის შემდეგ მოდიოდა ჯალათი და ასრულებდა თავის საქმეს. ძირითადად დასჯის მეთოდი იყო პირში ხის ძაბრის ჩატენვა და შემდეგ უზომოდ დიდი რაოდენობის წყლის ჩასხმა. მუცელი რომ გაიბერებოდა, მძიმე ჯოხებს ურტყამდნენ გამეტებით. ასევე შეიძლებოდა პირში ჩაეტენათ სპეციალური მილი, რომელიც ყელს გახევდა და გაგუდვას გამოიწვევდა. მოკლედ, ფანტაზიას ფართო გასაქანს აძლევდნენ :(


კუდიანის სკამი – ეშმაკთან კავშირში ეჭვმიტანილს აშიშვლებდნენ და სვამდნენ ამ წვეტიან სკამზე, მაჯებსა და კოჭებზე კი ბორკილებს ადებდნენ. რკინის მსხვილი ნემსები სხეულს ერჭობოდა და სისხლთან ერთად ენერგიის კარგვას იწვევდა, რასაც გულის წასვლა მოყვებოდა ხოლმე. პროცედურა ზოგჯერ 24 საათი გრძელდებოდა და გინდაც “კუდიანს” არ ეღიარებინა თავისი დანაშაული, შედეგი ერთი იყო – ის ეშმაკის მოკავშირედ მიიჩნეოდა და კვდებოდა.



თავის მსრესავი – ნიკაპი მაგიდას ეყრდნობოდა, თავის ქალა კი გუმბათოვან სახურავში თავსდებოდა. ჯალათი ხრახნის ტრიალს იწყებდა, რაც სახურავს სწევდა ქვემოთ. ჯერ კბილები იმსხვრეოდა და ღრძილები სკდებოდა, შემდეგ ყბა ნაქუცდებოდა, ბოლოს თვალები ვარდებოდა ბუდიდან, რასაც ტვინის ყურებიდან გადმოჟონვა აგვირგვინებდა :thanks: გაგიკვირდებათ და დასჯის ეს მეთოდი ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც გამოიყენება :yes:


საკიდი – იდეალური საწამებელი იარაღი, რომელიც დამნაშავეს აუტანელ ტკივილს აგრძნობინებდა. მოწყობილობის ძირითადი ნაწილი იყო მართკუთხედის ფორმის ჩარჩო, რომელზეც მსხვერპლს აკრავდნენ. გორგოლაჭები, სახელური და ჭრიალები გამოიყენებოდა ხელ-ფეხის დასაჭიმად, რაც იწვევდა კიდურების ნელ-ნელა ღრძობას, შემდეგ კი შეერთების ადგილიდან ამოვარდნას და ბოლოს ტანიდან მოგლეჯას , რასაც საშინელი ხმა მოყვებოდა (ხმა მოგლეჯის, თორემ იმათ ალბათ ყვირილის თავიც აღარ ექნებოდათ :( ). ზოგიერთ საკიდს ასევე ჰქონდა კბილანები, რომლებიც ზურგში ესობოდა მსხვერპლს და წამებას უფრო აუტანელს ხდიდა.


მეგზური აკვანი – ზოგჯერ “იუდას აკვანს” ან “იუდას სკამს” ეძახდნენ. ბრალდებულს აშიშვლებდნენ და პირამიდის ფორმის მოწყობილობაზე ზემოდან სვამდნენ, საჯდომით წვეტზე. არის ვარაუდი, რომ ზოგჯერ ამ დროს ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ, რაც სხეულის ქვემოთ მოქაჩვას იწვევდა, წვეტი კი ღრმად შედიოდა ტანში და თანდათან შუაზე ყოფდა სხეულს. თუმცა ამის გარეშეც საკმაოდ ზიანდებოდა კანი, კუნთები, კიდურები და ძვლები, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო და ამ შემთხვევაშიც ფსიქიური აშლილობა გარდაუვალი იყო.



ხერხი – მსხვერპლს თავდაყირა კიდებდნენ და რამდენიმე წუთი აჩერებდნენ, რათა ტვინს ჟანგბადი საკმარისად მიწოდებოდა და სისხლის მოძრაობა შენელებულიყო. ამის შემდეგ იწყებდნენ მის შუაზე გახერხვას. მსხვერპლი გახერხვის წინა პროცედურის გამო სისხლს ნელ-ნელა კარგავდა და სანამ ბოლომდე გახერხავდნენ, გონზე რჩებოდა, ამიტომ დასჯის ეს ხერხი არაადამიანურ ტკივილებს იწვევდა. ევროპაში ეს პროცედურა ელოდათ მეუღლის მოღალატეებსა და ღვთისმგმობელებს, რუსეთში კი სატანისგან და ავი სულებისგან დაორსულებულ კუდიანებს. :armjera:


წამების სკამი – ის აღჭურვილი იყო უთვალავი კბილანით , რომელიც მასზე მჯდომს შეესობოდა ზურგში, მკლავებში, ფეხებში, ტერფებში, ფაქტიურად ყველგან რითიც სავარძელს შეეხებოდა. მაჯები შეკრული ჰქონდათ, რათა არ ემოძრავათ. კბილანები ნელ-ნელა ჭრიდნენ სხეულს და აზიანებდნენ სასიცოცხლო ორგანოებს, ქმნიდნენ ღრმა ჭრილობებს, საიდანაც სისხლი ნელა მოდიოდა და ბრალდებულების ტანჯვა-წამება ზოგჯერ 1 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა. რამდენიმე ქალაქში ამ მოწყობილობას მე-19 საუკუნემდე იყენებდნენ.

ამ მოწყობილობების უმეტესობა ინახება სანკტ-პეტერბურგში, კუნსტკამერის მუზეუმში , რომელზეც ამ პოსტში გესაუბრეთ. )))

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close