არქივი

საინტერესო ფაქტები

07b42369b358

1 . მარიხუანას სიხარულის მცენარეს ეძახიან .
2. რუსეთში დაახლოებით 6 მილიონი ნარკომანია .
3. XV საუკუნეში კასტილიას პედრო სასტიკი მართავდა .
4. ორმოცი ერთფუნტიანი მონეტებიდან ერთი ყალბია .
5. სიმღერა “გელინოს ” ავტორი ბაიარ შაჰინი გვარად გუნდარიძე გახლავთ .
6. სტომატოლოგები ბეჰემოთის ეშვებისგან ხელოვნურ კბილებს ამზადებდნენ .
7. თანამედროვე სუპერლაინები თავიანთი გაბარიტების გამო პანამის არხით ვერ სარგებლობენ .
8. არითმეტიკული თვალსაზრისით 37037 საინტერესო ციფრია .გაამრავლეთ იგი ერთიდან ცხრის ჩათვლით ნებისმიერ რიცხვზე და მიღებული რიცხვი სამზე გადაამრავლეთ . ( შედეგები კომენტარებში დაწერეთ ) :))
10. ფეხბურთელებს აქვთ გამონათქვამი : ” საგაზაფხულო ფეხბურთი ” . იგულისხმება სეზონის დასაწყისი , როცა დიდია ენერგია და სურვილი თამაშისა , მაგრამ ზამთრის შემდეგ ოსტატობის ძველი ხარიხსი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი .
11. მოშინაურებული ენოტის სახლში ყოლა ნამდვილი თავის ტკივილია . ეს ცხოველი იპარავს ყველაფერს , რაც კი ხელში მოხვდება , ძვრება უჯრებში , აღებს მაცივარს , აქოთებს კარადას . გადამღები ჯგუფი რეპორტაჟს აკეთებდა ოჯახში , სადაც ეს ცხოველი ჰყავდათ . ენოტმა საქმიანად მოუჩხრიკა სტუმრებს ყველა ჯიბე , ყველა ჩანთა და როცა ვერაფერი აღმოაჩინა უკმაყოფილო ბუზღუნით გაშორდა ოპერატორებს . :lol2: :kiss:
12. მექსიკელი მილიონერები უბრალო, სერიულ ავტომობილებს უკეთებენ ჯავშანს , რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ . ისეთ ქალაქებში კი, როგორიც დუბაია , ნავთობის მაგნატები დაჯავშნული ” მერსედესებით ან “რეინჯროვერებით ” ამჯობინებენ გადაადგილებას , რადგან აქ ძვირფასი და გამორჩეული ავტომობილის გამო ადამიანი ავტომატურად არ იქცევა არაკეთილისმსურველთა სამიზნედ , რაც მექსიკაში ჩვეულებრივი ამბავია .

წყარო : ჟურნალი გზა

მსგავსი ამბები

Back to top button