არქივი

სახალისო გამოცანები

6c1126101b41

1. რას შეუძლია გააცოცხლოს მკვდრები, აატიროს ადამიანები, ან გაამხიარულოს ისინი?

2. ერთ ქალაქში ასეთი სასამართლოა. დამნაშავემ ყუთიდან უნდა ამოიღოს ორი ქაღალდიდან ერთი. ერთზე წერია უდანაშაულოა, მეორეზე დამნაშავეა. რომელსაც ამოიღებს იმ განაჩენს გამოუტანენ. ერთი კაცი დაიჭირეს და ასამართლებენ. მაგრამ მისმა მტრებმა ყუთში ფურცლები ჩაუგდეს, რომლებზეც ორივეზე დამნაშავეა წერია. ამ კაცმა ეს გაიგო და ისეთი ხერხი იხმარა, რომ ის უდანაშაულოდ გამოაცხადეს. რა ხერხი იხმარა მან?

3. დაასახელეთ კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა ყოველთვის შეუძლებელი იქნება.

4. შედიხართ ოთახში რომელშიც ორი კაცია. ერთი მათგანი სულ იტყუება, მეორე კი სიმართლეს ამბობს. შენთვის უცნობია რომელია მართალი და რომელია მატყუარა. ამ ოთახს ორი კარი აქვს. ერთში თუ გახვალ დაიღუპები, მეორეში თუ გახვალ გადარჩები. იმისათვის რომ გაარკვიო რომელი კარი გადაგარჩენს შეგიძლია მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა ნებისმიერს ამ ორი ადამიანიდან. რა კითხვა უნდ დასვა?

4. ამერიკის 22-ე და 24-ე პრეზიდენტებს ჰყავდათ ერთიდაიგივე მშობლები, მაგრამ ისინი ძმები არ ყოფილან. რატომ მოხდა ასე?

5. ოთახში არის სამი ნათურა. ხოლო ოთახის გარეთ კი სამი ჩამრთველია. უნდა გავარკვიოთ რომელი ჩამრთველი რომელ ნათურას ანთებს. თუ ცნობილია რომ შემდეგ წესებს უნდა დავემორჩილოთ: ოთახის გარეთ შეგვიძლია რამდენი ჩამრთველიც გვინდა იმდენი ჩავრთოთ, ოთახში შეუხედავად რათქმაუნდა. ხოლო როდესაც ოთახში შევალთ შეგვიძლია მხოლოდ ერთი ჩამრთველი ჩავრთოთ. ამასთან ოთახში მხოლოდ ერთხელ უნდა შევიდეთ.

6. გამოთვალეთ:
1=5
2=345
3=74376
4=45678
5=?

7. ერთ სამეფოში მეფეს ჰყავდა მცველი. ერთხელ მეფე საზღვაო მოგზაურობაში წასვლას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მცველი მოვიდა და მეფეს მოახსენა რომ სიზმრად ესიზმრა რომ ზღვაში მისი გემი ჩაიძირებოდა, ამიტომ არ უნდა წასულიყო. მეფემ მართლაც გააგზავნა გემი და სიზმარი შეამოწმებინა. გემი ჩაიძირა. მეფემ მცველი ჯერ დააწინაურა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. რატომ?

8. ჯონის დედას ჰყავს ოთხი შვილი: ანჯელინა, გაბრიელი, ჯეკი და… დაასახელეთ მეოთხე შვილის სახელი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button