არყის ხის წვენის შეგროვება ბელორუსიაში
ამ პოსტში წარმოგიდგენთ, თუ როგორ აგროვებენ არყის ხის წვენს ბელორუსიაში. ჯანმრთელობისათვის არყის ხის წვენი ძალიან სასარგებლოა;
დადგენილია მეცნიერების მიერ, რომ არყის ხის კვირტები, ყვავილები, ფოთლები, ქერქი და წვენი ანთებსაწინააღმდეგო და საუკეთესო ვიტამინური საშუალებაა. (ნახეთ ვიდეო:)
არყის ხის ბუნებრივი წვენი შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას… მისი წწვენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადების, პოდაგრის, ართრიტისა და შეშუპების დროს, როგორც მსუბუქი შარდმდენი.
თერაპიაში არყის კვირტებს მიიჩნევენ ერთ-ერთ საუკეთესო ანთებსაწინააღმდეგო საშუალებად, მათ აქვთ ნაღველმდენი და შარდმდენი ეფექტი.
ასევე, არყის ხის ქერქში ბევრი ბეტულინია – ეს არის ფისოვანი ნივთიერება, რომელიც იცავს ღვიძლს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ანთებას, აქვეითებს სისხლში ლიპიდების დონეს, სპობს ორგანიზმის დაბერების ხელისშემწყობ რადიკალებს. ქერქი საუკეთესო ანტისეპტიკია, კურნავს იარებს, აქრობს ჩირქგროვას., ხოლო მისი ნახარში აჩერებს სისხლდენას და ხველებას.
მაგრამ საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, რომ არყის ხის თერაპია არარეკომენდებულია კოლიტის, ქრონიკული დიზენტერიის, თირკმლების დაავადებისას და რასაკვირველია – ორსულობის დროს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხალხში არყის ფოთლებს იყენებენ აბაზანებისათვის რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს, თმის ზრდის დასაჩქარებლად ფოთლების ნახარშით იბანენ თავს…
ასევე, ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ წვენს, არ უჩივიან მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს.
ასე რომ, მიირთვით არყის ხის წვენი თქვენი ჯანმრთელობისათვის…
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეო: