კულტურაუცნაური

მიმდინარეობს ფილმის გადაღება

34b62c69d287

მიმდიარეობს ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებები.

უკვე 1 თვეა მიმდინარეობს საცდელი კინოპროექტის პროდაქშენი.
რეჟისორმა გოგა ოსეფაშვილმა მოირგო ასევე სცენარისტის და ოპერატორის როლი და ხანგრძლივი პრე-პროდაქშენის შემდეგ დაიწყო ფილმზე მუშაობა. სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გამოირჩევა ასევე ის ფაქტიც რომ მომუშავე მთლიანი ჯგუფი ახალგაზრდა 14-18 წლის კინემატოგრაფებითაა დაკომპლექტებული.
ფილმში ყველათვის კარგად ცნობილი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც თავიანთი კორექტივებით მომუშავე ჯგუფს ეხმარებიან და პროექტს საერთო სახეს აძლევენ.
სცენარს საკმაოდ კრეატიული და მისტიური დატვირთვა აქვს, რაც რეჟისურაშიც და კადრებშიც ბანალნსდება და ზოგადად იქმნება პროდუქტი რომელიც დღესდღეისობით ძალიან იშვიათია.
დეტექტივი, რომლის როლსაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ასრულებს, ფარდას ხდის იმ მთავარ მისტიკას, რაც დიდი იდუმალებითაა მოცული.
დაიკარგა პატარა გოგონა სახელად ტასო, რომლის საქმესაც დეტექტივი იძიებს. როდესაც გადაწყვეტს რომ გოგონას სახლში მასალები მოიპოვოს, იქ ტასოს დედა ხვდება იმ მტკიცებულებით რომ გოგონა არსად დაკარგულა და ის მათ სახლშია როგორც უწინ. დეტექტივი არარეალურ სამყაროში ჰყოფს თავს და ცდილობს რეალობისკენ გზის გაკვლევას, მაგრამ ამაოდ. რამოდენიმე დღეში ტასოს დედას მეორე დეტექტივი ეწვევა კარს, რომელიც წინა დეტექტივის გაუჩინარებას იძიებს.
რა საიდუმლოებას აქვს ადგილი და რა დაუჯერებელი სიმართლე აშკარავდება ფილმის დასასრულს, ამ ყველაფერს 2013 წლის იანვარში იხილავს მაყურებელი.

624e197c0a02

317e2f9d3215

907494b039ad

170e41172a3a

53a98cbaf1fe

94e498e4cd1a

8e4a2d7a21ec

85244d23d97d

4119857e53ba

07fe14b7c4fd

8f480f154d2d

 

წყარო : http://missperfectlove.wordpress.com

osepashvili

director
Back to top button