ავტო ინდუსტრიას თუ გადავავლებთ თვალს , შეიძლება ბევრი „ბინძური ჭორი“ ვიპოვოთ ამა თუ იმ ავტო მწარმობელზე. მაგრამ მათი უმეტესობა სიცრუეა , ზოგი კი ოდნავადაც არ ჰგავს რეალობას. მაგრამ ახლა მინდა მოგითხროთ ყველაზე ცხელ , დაუჯერებელ და რაც მთავარია „ნამდვილ“ ჭორებზე. რათქმაუნდა მცნება ; ნამდვილი ჭორი არ არსებობს , მაგრამ ახლა მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ მსოფლიო მაშტაბის „დეტალების ქურდებს“.
დავიწყოთ VW ით . VW ვოლცვაგენი ჩვენში ფოლცვაგენი , ფლობს უმეტესობას , უმსხვილესი ავტო მწარმოებლებისა. VW ფლობს ისეთ ფირმებს როგორებიცაა ; Audi, Bentley, Seat, Skoda, Bugatti და კიდევს სხვა მრავალი. ამიტომ არ არის გასაკვირი ვიპოვოთ ძალიან დიდი მსგავსება ამ ბრენდების მოდელების შორის. მაგალითად რაც არ უნდა გასაკვირი იყოს Bentley Continental GT ის (პირველი თაობის) და Volkswagen Phaeton ის ელექტროობა იდენტურია. ეს არაფერი … ახლა მინდა გაჩვენოთ სამი სხვადასხვა მოდელის კონდინციონერის პანელი , რომლებიც თითქმის (თუ არ ჩავთვლით განათების ფერს) იდენტურია. ეს მოდელებია ; ახალი Golf, Skoda Octavia და Seat Leon.
ეს არ ეხება მხოლოდ ვოლცვაგენს ყველა ის ავტომწარმოებელი რომელიც ფლობს სხვა ბრენდებს ან ბრენდი რომელიც ეკუთვნის სხვა ბრენდს, ყოველთვის გვანან ერთმანეთს , მაგალითად „როლს როის“ აწყობილია „ბეემვეს მე7ე სერიის“ ბაზაზე. ხოლო „ასტონ მარტინი“ კი იყენებს ფორდის სიჩქარეთა გადამრთველებს (კაროპკას).
McLaren F1
როდესაც ვსაობრობთ McLaren F1 ზე წარმოვიდგენთ ოცნებას , ფუფუნებას და იმდენ ფულს რამდენიც მის საყიდლად გვჭირდება სულ რაღაც £1m (მილიონი ფუნტი სტერლინგი). მაგრამ მილიონ ფუნტს ჩვენ არ ვიხდით არა მდიდრულ და უიშვიათეს დეტალებში , არამედ ისეთ დეტალებში რომლებსაც მილიონერი არც იკადრებდა მეტიც , შეურაწყიფად მიიღებდა. მაგალითად მაკლარენის უკანა ფარები , მოპარულია… რაც არ უნდა სასალიცო იყოს ავტობუსისგან : Bova Futura რომელიც 80ან წლებში გამოდიოდა. აი ფოტც
და ეს ყველაფერი არ არის , სარკეებიც ასევე მოპარულია VW Corrado სგან. შემოგთავაზებთ ფოტოს.
Jaguar XJ220
იაგუეარი ასევე ერთ ერთი „ქურდი“. აქ სარკეები მოპარულია Citroën CXისგან , მაგრამ „ჯაგი“ ერთადერთი არ არის ვინც მას მოპარა სარკეები , იგივე სარკე გვხვდება, 2„ლოტუსზე“ რამოდენიმე „ასტონზე“ და „ტივიარებზე“.
V6 ძრავი მან რალის ჩემპიონი Metro 6R4 სგან მიიღო.
ხოლო უკანა ფარებს კი Rover 400 ს დაესესხა.
Lamborghini Diablo
როდესაც Audiმ შეიძინა Lamborghini 1998 წელს. მათ მაშინვე განაახლეს ძველი ავადმყოფი „Diablo“ და შექმნეს ახალი უფრო სპორტული და უფრო ჯამრთელი დიაბლო. ერთ ერთი ყველაზე შესამჩნევი ცვლილება იყო წინა შუქ-ფარები. რომლებიც AUDI-მ , Lamborghini-ს სახელით მოიპარა ნისანისგან (300 SX)
ტექსტისა და სიახლის ავტორი : გიორგი პაპელიშვილი