არქივი

სენეტი

025d37b718d8
სენეტი არის, რაც აღმოჩენილა ყველაზე ძველი სადაფო თამაში. ის არის ძველ ეგვიპტური თამაში და ნაპოვნია, როგორც წინარედინასტიურ, ასევე პირველი დინასტიური ხანის სამარხებში, შებამამისად მისი შექმნის თარიღი დაახლოებით 3500-დან 3100 წლამდე უნდა იყოს მოქცეული ძველი წელთაღრიცხვით. ის იყო ყველაზე პოპულარული თამაში ძველ ეგვიპტეში. თამაში რამდენჯერმე არის ასახული მარკნერას სასაფლაოზე (ძვ. წ. 3300-2700 წლები). ასევე ის ასახულია მესამე დინასტიის დროინდელ ჰესის სასაფლაოზე (2686-2613 წლები) და რეშაპეს სასაფლაოზე (2500 წელი).

ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდში ის გახდა ერთგვარი თილისმა იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოგზაურობის დროს. წარმატების ელემენტების და ეგვიპტელების დეტერმინისტური რწმენის გამო, მათ სჯეროდათ, რომ თამაშში გამარჯვებულ მხარეს მფარველობდა და იცავდა მთავარი ღმერთები: რა, თოტი და ზოგჯერ ოსირისიც. შესაბამისად, სენეტის დაფებს დებდნენ საფლავის გასწვრივ აკლდამაში, როგორც სასარგებლო ნივთს იმქვეყნიურ მოგზაურობაში, ამიტომ მის შესახებ წერია “მიცვალებულთა წიგნის” მე-17 თავში.

 

c45cd5bff5c6

 

სენეტის ნამდვილი წესები ჩვენთვის ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა კედლებზე აკლდამების კედლებზე გამოსახული მისი ილუსტრაციებით და მისი აღმოჩენის შემდეგ ნელნელა დაახლოებით აღადგინეს მისი თამაშის წესები.
თამაში ითამაშება მართკუთხედის ფორმის დაფაზე, რომელიც შეიცავს 3 რიგს და თითი რიგში არის 10 უჯრა, რომელსაც სახლები ეწოდებოდა. დაფა შეიძლება ყოფილიყო გლუვ ზედაპირზე დამაგრებული პატარა ბადე ან ოსტატურად ხის ან სხვა მასალებით დამზადებული ყუთი.

 

50c3e9a959b5

 

თამაშის დასაწყისში ორივე მოთამაშის 7-7 ანუ ერთად 14 პაიკი განლაგდება პირველ 14 სახლზე ანუ უჯრაზე. ყველა პაიკს ერთნაირი ფორმა ჰქონდა, მაგრამ განსხვავებული ფერები ჰქონდათ, მოთამაშის შესაბამისად (ყველაზე ხშირად პაიკებს თეთრი (სპილოსძვლისფერი) და წითელი შეფრილობა ჰქონდათ). პაიკები საგულდაგულოდ და ოსტატურად დამზადებულ ფიგურებს წარმოადგენდნენ.

 

a041e16d1a59

 

დამწყები უჯრა იყო მე-15 სახლი. უძველეს თამაშში ეს კუჯრა ეკუთვნოდა “ანხს”- სიცოცხლის სიმბოლოს. პაიკები მოძრაობენ 4 პატარა ჯოხის ან ერთი ან ორი კამათლის გაგორების მიხედვით. როცა ჯოხებს იყენებდნენ შეგეძლო მოგეპოვებინა 1-5-მდე ქულა. 1 ქულას მოიპოვებდი იმ შემთხვევაში, თუ ოთხივე ჯოხის დაუნიშნავი მხარე განლაგდებოდა ერთი მიმართულებით, ხოლო 5 ქულას მოიპოვებდი იმ შემთხვევაცაში, თუ ჯოხების ოთხივე დანიშნული მხარე ერთი მიმართულებით მოხვდებოდა. დღევანდელ პირობებში ჩვენ შეგვიძლია გავაგოროთ 5 ნებისმიერი მონეტა და რამდენი ბორჯღალიც აღმოჩნდება ზევიდან იმდენი ქულა გვექნება. ეგვიპტელებსაც შეეძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ იქ რატომღაც სასტიკად აკრძალული იყო მონეტის გამოყენება და ალბათ გეცოდინებათ, რომ ძველ ეგვიპტეში ფული არასდროს არ მოჭრილა. ყოველთვის ნატურით ვაჭრობდნენ.
რამდენი ქულაც აიღე იმდენი სვლის უფლება გაქ და შეგიძლია შენი, რომელიმე პაიკი გადაადგილო. პაიკები მოძრაობენ “S” ასოს ფორმისებურად. როცა შენი პაიკი მიაღწევს თავის უჯრას, თუ იქ დახვდა მოწინააღმდეგის პაიკი მოკლავს მას და თვითონ დაიკავებს იმ ადგილს.
სენეტის დაფა დანომრილია და ზოგიერთი უჯრა ანუ “სახლი” ახდენს გარკვეულ ეფექტს მოთამაშეზე, თუ იქ მოუწია დადგომა შენს რომელიმე პაიკს:

მე-15 უჯრა: ახლიდან დაბადების “სახლი”. როგორც ავღნიშნე ეს უჯრა არის თამაშის დამწყები უჯრა და შეუძლია შენი, რომელიმე მკვდარი პაიკის გაცოცხლება

26-ე უჯრა: ბედნიერების “სახლი”. ამ უჯრის საშუალებით შეგიძლია ნებისმირი პაიკს (იქნება შენი თუ მოწინააღმდეგის) შეუცვალო ადგილი, როგორც გინდა ისე.

27-ე უჯრა: წყლის “სახლი”. თუ ამ უჯრაზე მოხვდა შენი, რომელიმე პაიკი ის უკან მე-15 უჯრაზე დაბრუნდება (მე-15 უჯრა პაიკის გამაცოცხლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ ხდება)

28-ე უჯრა: სამი სიმართლის “სახლი”. თუ სამი გააგორე და ამ უჯრაზე დასვი შენი პაიკი, მაშინ ის პირდაპირ დატოვებს თამაშს.

29-ე უჯრა: რას თვალის “სახლი”. თუ ორი გააგორე და ამ უჯრაზე დასვი შენი პაიკი, მაშინ ის პირდაპირ დატოვებს თამაშს.

 

6fff940010e8
ამ სურათზე კარგად შეამჩნევთ განსაკუთრებული “სახლის” ყველა სიმბოლოს

 

მოგებულია ის მოთამაშე, ვინც პირველი გაიყვანს თავის ყველა პაიკს სათამაშო დაფიდან.

ნახეთ ვიდეო:

 

P.S. მემგონი საკმაოდ საინტერესო თამაშია. თქვენი მოსაზრებები კომენტარებში…

Back to top button