იტალიურმა კომპანიამ “QC Termemilano“ გადაწყვიტა გაექარწყებინათ საზოგადოების შეხედულება იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას მოაქვს სტრესი
მათი მიზანი იყო, რომ შეექმმნათ მსოფლიოში პირველი ტრამვაი-საუნა, რაც წარმატებული აღმოჩნდა რიგი მოსახლეობისათვის; აქ არის ყველა ტიპიური ატრიბუტები დამახასიათებელი და ნიშანდობლივი საუნასათვის-ცხელი ნახშირები, ხის მოგრძო სკამები, და გარდა ამისა- მშვენიერი ხედი.
საუნა აბანოს ტიპის მცირე ოთახი ან სახლია განკუთვნილი მშრალი ან ორთქლიანი სიცხის პროცედურების მისაღებად. წარმოშობით ფინეთიდანაა, სკანდინავიის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. იტალიურმა კომპანიამაც “QC Termemilano“ გადაწყვიტა, სხვა ყვეყნების მსგავსად , მოეწყო ტრამვაი -საუნა ორთქლიანი პროცედურების მისაღებად.
საუნის მიღება სოციალური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეები შიშვლდებიან და ამ შემთხვევაში 45 °C-მდე ტემპერატურის ტრამვაიში სხედან. ეს პროცესი ანუ საუნა ორთქლის ხელს უწყობს კანის ფორების გახსნას, რის შედეგადაც აღინიშნება ოფლდენა, გამოიდევნება ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები.
ასევე ორთქლის საუნა ხელს უწყობს რელაქსაციას და იწვევს ოფლდენას. პოპულარული რწმენით ძლიერი ოფლდენა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის საშუალებას იძლევა. ამავე რწმენით სიცხე ასევე ასტიმულირებს სისხლის თეთრი მოლეკულების პროდუქციას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
დროის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. სასურველი შედეგის მისაღწევად პროცედურის ხანგრძლივობაა 5–25 წუთი. რომელიც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. ტემპერატურა სასურველია იყოს 45-50 გრადუსი.