არქივი

სასარგებლო რჩევები (5 ნაწილი)

90135f692e05
თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ყველგან აგვიანებს, გაითვალისწინეთ, რომ ამით არამარტო საკუთარ თავს არამედ სხვებსაც აკარგვინებთ დროს და წარმოდგენას უკარგავთ მათ თქვენზე. დაგვიანება ნელ-ნელა ჩვევად ყალიბდება, რაც ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს პიროვნებაზე. მოცემულ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, რომლთა დახმარებით შეძლებთ ბოლო მოუღოთ ამ ჩვევას.

 

1. თქვენი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ  დათქმულ დროზე, არამედ ცოტა ადრე მისვლა, ამიტომ ყოველთვის თან იქონიეთ დროის გასაყვანი რაიმე საშუალება: მობილური, წიგნი, გაზეთი.

2. წინა საღამოს გაამზადეთ ყველაფერი შემდეგი დღისათვის, გადაწყვიტეთ რომელ სამოსს ჩაიცვამთ, რას შეჭამთ წასვლის წინ – შეეცადეთ ყველა დეტალი განსაზღვროთ.

3. სახლიდან გასვლის წინ ნუ გააკეთებთ „ერთი წუთის საქმეს“. დარწმუნებული ვარ ხშირად მოგსვლიათ აზრად – მოდი ერთი წუთით შევამოწმებ საფოსტო ყუთს, შევიხედები Facebook-ზე და ასე შემდეგ, როგორც ყველამ ვიცით ასეთი რაღაცეები ერთ წუთში არ მთავრდება. ერთ წუთში ვერაფერ ფასეულს ვერ გააკეთებთ, ამიტომ ასეთ აზრებს უარი უთხარით.

4. გამოყავით დამატებითი დრო ყველა მოქმედებისათვის, მაგალითისათვის თუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩასაცმელად გჭირდებათ 20 წუთი, გამოყავით ამ საქმისათვის 30 წუთი.

5. იცხოვრეთ 10 წუთით წინ. გადასწიეთ თქვენი საათი და მაღვიძარა 10 წუთით წინ, ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტური რჩევაა. არ გამოტოვოთ ეს მოქმედება.
631f7442b5ae

ბევრჯერ გექნებოდათ შემთხვევა, როდესაც კეტების შეძენის შემდეგ, აღნიშნული კეტის ჩაცმა ორ კვირაში მისი მდგომარეობის გამო შეუძლებელი გამხდარა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიო მასშტაბით ათასობით სხვადასხვა ქარხანაა, რომელიც უშვებს, როგორც ორიგინალ, ასევე არაორიგინალ (გაყალბებულ) პროდუქციას.

ამ პოსტში შევეცდები პატარა მინიშნებები და რჩევები მოგცეთ, რომელიც გამოგადგებათ როგორც კეტების ადგილზე, ისე გამოწერით შეძენის შემთხვევაში.

პირველ რიგში მინდა გირჩიოთ, რომ არასდროს არ ენდოთ შტრიხებს, რომელიც განთავსებულია ამ ტიპის ფეხსაცმელზე, რადგან თავისუფლად შეუძლიათ გამყალბებელთა ჯგუფებს ამ შტრიხების შეძენა და დაკერება თავიანთ უხარისხო პროდუქციაზე (ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება კეტს ეწეროს კონვერსი და დამზადებულია ამერიკაში, მაგრამ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამებოდეს).

ჩამოვთვლი რამდენიმე ნიშანს, რომლითაც შეგეძლებათ ორიგინალი კეტების არაორიგინალისაგან განსხვავება, ესენია:

  • ფასი;
  • მატერია;
  • რეზინა;
  • თასმები;
  • ძირი;
  • სუპინატორი;
  • ფერები;

ფასი – ფასის მიხედვით კეტების ხარისხის დადგენა ყველაზე მარტივი მეთოდია. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც მაღაზიაში უდევთ არაორიგინალი ფეხსაცმელები. თუმცა ამ მხრივ საქართველოში ვითარება ნელ-ნელა წესრიგდება და (იმედი გვაქვს) ამას სულ მალე ბოლო მოეღება (და მაღაზიებიც ისწავლიან ადეკვატური ფასების დადგენას). ორიგინალი კეტის საშუალო ფასი სტატისტიკის მიხედვით იწყება 30 დოლარიდან და ადის 800 დოლარამდე. პირველ რიგში, სანამ კეტს შეიძენთ, აუცილებლად გადახედეთ მის ფასს (სხვადასხვა სანდო ონლაინ მაღაზიათა ვებ–გვერდებზე), რადგან თუ ფეხსაცმელს აწერია 25 ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სავარაუდოდ გამყალბებელთა ჯგუფის (ან გამყალბებლის) მიერ არის წარმოებული.

მატერია – მატერიის ხარისხის შემოწმებაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ამისთვის თქვენ კეტი ხელში უნდა აიღოთ და ხელი გაუსვათ ნაჭერს. იმ შემთხვევაში თუ იგი უხეშია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ცუდად არის დამუშავებული ქიმიურად, ასევე კარგი და ცუდი მატერიის ერთმანეთისაგან გარჩევა შეუიარაღებელი მაგრამ დაკვირვებული თვალითაც არის შესაძლებელი.

რეზინა – რეზინის ხარისხის შემოწმებაც ანალოგიურად ხელის გასმით შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ ხელის გადასმით თქვენ უხეში რეზინი იგრძენით და ამასთანავე იგი ხორკლიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არაა დამუშავებული სპეციალურ დაზგაზე და შესაბამისად ივარაუდება, რომ იგი უვარგისია (ასევე დააკვირდით რეზინა იყოს ერთიანი და არ ჰქონდეს ე.წ შეერთების ადგილი კეტის ირგვლივ).

თასმები – რაც შეეხება თასმებს, აქ საქმე რთულად გვაქვს. გაგიჩნდებათ კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს თასმების ხარისხს ? თუმცა, საქმე იმაშია, რომ ცუდი ხარისხის თასმა მალევე იხევა და ეს დისკომფორტს უქმნის ფეხსაცმლის მომხმარებელს. დააკვირდით, რომ იგი დამზადებული იყოს ბამბისგან. ნაირფერი თასმის შემთხვევაში ხელის მრავალჯერადი გადასმით შეამოწმეთ, არის თუ არა იგი შეღებილი შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

ძირი – ძირის ხარისხის შემოწმება ძალიან მარტივია: მას არ უნდა ჰქონდეს გამონაზარდი რეზინები. მისი სიმტკიცის შემოწმება კეტის გადაღუნვით შეიძლება. გადაღუნეთ კეტი 180 გრადუსით და დაახლოებით 5 წამი გააჩერეთ ასე. ხელის გაშვების შემდეგ თუ კეტს პირვანდელი სახე დაუბრუნდა (და არ დარჩა ნახევრად მოღუნულ მდგომარეობაში), ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ხარისხიანია.

სუპინატორი – სუპინატორის (იგივე ჩასაფენის) ხარისხი წესით და რიგით პირველი უნდა შემოწმდეს. საქმე იმაშია, რომ ძირითადად უხარისხო კეტებს საერთოთ არ გააჩნიათ იგი. თუმცა, არის ისეთი უხარისხო კეტებიც, რომლებსაც იგი გააჩნია. მაგრამ რეალურად ეს არის არა სუპინატორი, არამედ დაპრესილი კარდონი. ასეთმა ფეხსაცმელმა შეიძლება ფეხების ტკივილი გამოიწვიოს. აიღეთ კეტი ხელში და ცერა თითის მრავალჯერადი დაჭერით შეამოწმეთ მისი სირბილე. თუ იგი რბილია, ესეიგი მასში ნამდვილი სუპინატორი დევს. ასევე მნიშვნელოვანია კეტის ის ნაწილიც რაზეც სუპინატორია განთავსებული, თუ სუპინატორი არ არის დაწებებული მაშინ ამოიღეთ ის და ისე დააკვირდით კეტს, სუპინატორის გარეშეც კეტი უნდა იყოს სუფთად შესრულებული.

ფერი – როგორც ვიცით კეტები ათასნაირი ფერის არსებობს. ასეთ შემთხვევაში ფერების გაყალბება ძალიან მარტივია. მისი ამოცნობა კი უფრო მარტივი. ჩემი რჩევა იქნება კეტების ყიდვისას თან იქონიოთ თეთრი ფერის ნაჭერი (ან ერთჯერადი ხელსახოცი). აიღეთ კეტი ხელში და მის შეღებილ ადგილს რამოდენიმეჯერ გადაუსვით ნაჭერი. იმ შემთხვევაში თუ იგი ცუდი ხარისხის საღებავითაა შეღებილი, მაშინ თეთრ ნაჭერზე (ან ხელსახოცზე) დარჩება საღებავის კვალი. ასევე არის შემთხვევები, როდესაც კეტის მოღუნვის დროს მატერია ტყდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ გამოყენებულია უხარისხო საღებავი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხსაცმლის დამატებით აღწერაში ეწეროს ზომა, როგორი კატეგორიის ადამიანისთვის არის გათვალისწინებული, ზრდასრულისათვის თუ მოზარდისათვის. ასევე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ მითითებული იყოს სქესი. ქალის და კაცის ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს.
1924c975b165
სტატისტიკა გვამცნობს რომ მთელ მსოფლიოში შოკოლადი ძალიან ბევრს უყვარს. მათ შორის მამაკაცების 25%-ს, ქალების 40%-ს და ბავშვების 35%-ს.
შოკოლადი წვადი ნივთიერებებისგან შედგება. ის შეიძლება “ავანთოთ”, უფრო მეტიც – სითბო, რომელიც ერთი ფილა შოკოლადის წვისას გამოიყოფა, საკმარისია ერთკვერცხიანი ერბოკვერცხის შესაწვავად.
რა ნივთიერებებს შეიცავს შოკოლადი?

კარგი ხარისხის შოკოლადი აუცილებლად შეიცავს ძირითად ნივთიერებებს: კაკაოს ცხიმს, კაკაოს ფხვნილს და შაქარს. სანამ შოკოლადს დააგემოვნებდეთ დაათვალიერეთ მისი ეტიკეტი. რა ნივთიერებებს შეიცავს იგი? არის მასში არომატიზატორები ან სხვა დანამატები?

შეიცავს შოკოლადი ძირითად ნივთიერებებს იმ რაოდენობით, რაც ეტიკეტზეა მითითებული?

ეს შეიძლება გავარკვიოთ ცდით. ხომ ვიცით, რომ ზოგიერთი ნივთიერება იხსნება წყალში, ზოგიერთი კი არა. შოკოლადის შემადგენელი ნივთიერებებიდან შაქარი წყალში გაიხსნება, კაკაოს ცხიმი კი – აცეტონში.

 

 

პროდუქტთა უმეტესობას გააჩნია ფიქსირებული წონა, რომელიც არის ქვემოთ მოცემული, გაეცანით და თქვენთვის საჭირო პროდუქტების წონა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამა თუ იმ კერძის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.

1 სუფრის კოვზი წყალი – 18 გრამი.

ხორბლის ფქვილი – 30 გრამი.

წიწიბურას ბურღული – 25 გრამი.

კარტოფილის ფქვილი – 30 გრამი.

შაქარი – 25 გრამი.

კაკაო – 25 გრამი.

ლიმონის მჟავა – 25 გრამი.

რძე – 18 გრამი.

რძის ფხვნილი – 20 გრამი.

შესქელებული რძე – 30 გრამი.

გამდნარი კარაქი – 17 გრამი

გამდნარი მარგანინი – 15 გრამი.

ნაღები – 14 გრამი.

არაჟანი – 25 გრამი.

ძმარი – 30 გრამი.

სოდა – 28 გრამი.

მარილი – 30 გრამი.

ბრინჯი – 30 გრამი.

ლიქიორი – 20 გრამი.

მურაბა – 50 გრამი.

მარწყვი – 25 გრამი.

ყავა დაფქვილი – 20 გრამი.

დარიჩინი დაფქვილი – 20 გრამი.

ჟელატინი ფხვნილი – 15 გრამი.

 

1 ჩაის ჭიქა წყალი – 250 გრამი.

ხორბლის ფქვილი – 160 გრამი.

სიმინდის ფქვილი – 160 გრამი.

კარტოფილის ფქვილი – 180 გრამი.

შაქარი – 230 გრამი.

შაქრის ფხვნილი – 180 გრამი.

რძე – 255 გრამი.

რძის ფხვნილი – 120 გრამი.

გამდნარი კარაქაი – 240 გრამი.

ნაღები – 250 გრამი.

ბრინჯი – 240 გრამი.

თხილი (გული) – 1470 გრამი.

ნუში (გული) – 160 გრამი.

ჟოლო – 140 გრამი.

მარწყვი – 150 გრამი.

ჩამიჩი – 190 გრამი.

მურაბა – 330 გრამი.

მიწის თხილი – 175 გრამი.

წიწიბურას ბურღული – 210 გრამი.

გამდნარი მარგანინი – 230 გრამი.

 

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button