შეშლილი,შეშლილი,შეშლილი მსოფლიო (ნაწილი 6)
ამ ნაწილში წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ ნივთებს რომლებსაც ვერასდროს გამოიყენებთ ..
————————————————————————————————————————–
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მობილური ($ 1.3 მილიონი)
დიზაინი ეკუთვნის პიტერ ალისონს . მობილური დამზადებულია პლატინითა და ვარდისფერი ოქროთი . დატანებული აქვს დაახლოებით 80 ბრილიანტი . 0.5 კარატიან ბრილიანტ სანავიგაციო ღილაკს აქვს 28 ბრილიანტი გარშემო .
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Hello Kitty ($ 163 000)
ვის არ უყვარს Hello Kitty ? ეს ნივთი 2006 წელს გამოვიდა გაყიდვაში . მინიატურას გააჩნია ძვირფასი ქვები , მათ შორის ბრილიანტები , ლალი , ვარდისფერი საფირონი , ცისფერი ტროპაზი და იწონის 590 გრამს . გამოშვებულია მხოლოდ ერთი კომპლექტი .
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პიცა ($ 1000)
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პიცა გააკეთა Nino’s Belissima Pizza (მდებარეობს ნიუ იორკში) . პიცა გაკეთებულია 8 სახის სხვადასხვა ხიზილალით და 4 უნცია დაჭრილი ლობსტერის კუდით .პიცა დაჭრილია 8 ნაჭრად .
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხელჩანთა ($ 1.63 მილიონი)
2007 წლის 14 ივნისს , გიანზა ტანაკამ გამოიტანა თავისი ნამუშევრების მოდების ჩვენებაზე ტოკიოში . ხელჩათნა გამოჭრილია პლატინისაგან და დატანებული აქვს 2182 ბრილიანტი (სულ 208 კარატი) . ჩანთას აქვს ბრილიანტის იარლიყი .
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიკეტის ბურთი ($ 68000)
ბრილიანტებით შემკული ეს ბურთი წარმოდგენილი იქნა 2007 წლის კრიკეტის მსოფლიოს თასის დროს .
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაის ტომარა ($ 14000)
PG Tips არის ბრიტანული ჩაის კომპანია . Boodles jewelers დაამზადა ეს ჩაის ტომარა PG Tips-ის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად . ტომარა გაწყობილია 280 ბრილიანტით .
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო ($ 41000)
იაპონიის Ginza Tanaka Jewelers და Toymaker Bandai კომპანიამ გამოაქვეყნა მინიატურული ვერსია იაპონიის ცნობილი ანიმაციური რობოტისა – “Gundam”. Gundam არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ანიმაცია . სათამაშო იწონის 1400 გრამს . იგი დამზადებულია სუფთა პლატინისგან .
ასევე იხილეთ
ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3
ნაწილი 4
ნაწილი 5
იმედია მოგეწონათ :) :) :) გაგრძელება იქნება …