საკითხავისასარგებლოსაქართველო

დროშები

Image Hosted by ImageShack.us

საქართველოს ძველი დროშა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა)

მისი შექმნისას გამოიყენეს სხვადასხვა დროს საქართველოში არსებული ჰერალდიკური ფერები: შავი (ბაგრატიონთა საგვარეულო), თეთრი (სახელმწიფო) და შვინდისფერი (ამირსპასალარის). ამრიგად, დროშაც ამთლიანებდა ქვეყნის ისტორიას…

ოღონდ, მას ერთი თვისებაც გააჩნია: საქართველოს სამფეროვანი დროშა ერთგვარი დრამატიზმის მატარებელია და ამ თვალსაზრისით სრულიად მიესადაგება იმ მძიმე ხვედრს, რაც ჩვენს სახელმწიფოს არგუნა ბედმა XX საუკუნეში ეს დაღვრილი სისხლი და ჭირ-ვარამი რომელიც საქართველომ თავისი წმინდა ქვეყნის დაცვისთვის გადაიტანა გამოისახება შესაბამისად წითელ და შავ ფერებში. ასე რომ შავი თეთრი და წითელი ეს ის ფერებია რომელნიც სიმბოლურად გამოსახავენ ქართველი ერის ისტორიულ ყოფას. ჰო კიდევ ის რომ ძველ ქართულ მითოლოგიაში სამყარო ამ სამ ფერებში იყო წარმოდგენილი ზესკნელი-თეთრი, შუასკნელი-წითელი და ქვესკნელი შავი. ანუ ქართველის ცნობიერება ამ სამ ფერში შლიდა და წარმოიდგენდა სამყაროს აქედანვე ჩანს თუ რა საკრალური და ღრმა დატვირთვის მნიშვნელობის მატარებელია ეს ფერები ქართველთათვის ოდითგანვე.

 

 

ევრო კავშირის დროშა

Image Hosted by ImageShack.us

 

ევროპის კავშირის დროშა წარმოადგენს ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობას. ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არა აქვს გაერთიანების წევრთა რიცხვთან. წრიულად განლაგებული ვარსკვლავები სრულყოფილებას და სისრულეს აღნიშნავს, ხოლო რიცხვი 12 ტრადიციულია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისათვის, კერძოდ:        

12 – ზოდიაქოს ნიშანი;
12 – დღის საათი;
12 – წლის თვე;
12 – აპოსტოლი;
12 – ოლიმპიური ღმერთი;
12 – რომაული სამართლის ტაბელები (ნაწილები)

დროშა შექმნა ევროპის საბჭომ 1955 წლის 8 დეკემბერს ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე. ევროპის საბჭოს თავიდან სურდა, რომ დროშა გამოყენებული ყოფილიყო ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის, ამიტომ ევროკავშირის წინამორბედმა, ევროპის თანამეგობრობამ, დაამტკიცა იგი 1986 წლის 26 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროკავშირის დროშად.

ვალუტის კურსების ცხრილებში ეს დროშა ევროს გრაფიკულ სიმბოლოდაც გამოიყენება

გერმანიის დროშა

Image Hosted by ImageShack.us

ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს. ზოგი მას ნაპოლეონის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს. დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველად დროშები ასეთი ფერთა გამით შავი-წითელი-ოქროსფერი 1832 წელს აფრიალდა როგორც სიმბოლო მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისწრაფებისა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი. სამფეროვანი დროშის ამ ფერებს XIX საუკუნეში რევოლუციონერები ტანისამოსზე ატარებდნენ. 
გერმანიის დროშის ფერებად შავი-წითელი-ოქროსფერი 1949წ. 23 მაისს კონსტიტუციით დაამტკიცეს, მათი განლაგების პროპორციები კი ოდნავ მოგვიანებით 1950წ 7 ივნისს განისაზღვრა. თუმცა ეს სამფეროვანი დროშა ცალკეულ გერმანულ მიწაზე მანამდეც გამოიყენებოდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1949წ 7 სექტემბერს გამოცხადდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 
სახელმწიფო დროშად.

მსგავსი ამბები

Back to top button