არქივი

რა არის კარმა?!

e91f71496dbe

დღეს, როდესაც ასე ძალიან გააქტიურდა მეტაფიზიკური და ეზოთერული ინტერესი და ადამიანები სხვადასხვა საშუალებებით იკმაყოფილებენ ამ ინტერესს. თუმცა არც თუ ხშირად არის ხოლმე ამა თუ იმ ეზოთერული ტერმინის განმარტება გაკეთებული და ადამიანები ხშირად იბნევიან და სწორი წარმოდგენები არ ექმნებათ ამა თუ საკითხზე.
ეზოთერიზმში ერთ-ერთი ასეთი ფართო მნიშვნელობის სიტყვაა კარმა. დღეს შევეცდებით მეტ-ნაკლებად გავარკვიოთ, რა არის კარმა. რას უკავშირდება ის და რა სიკეთე ან პრობლემები მოაქვს ადამიანისთვის.
კარმა სანსკრიტზე ნიშნავს “მოქმედებას”, “საქმეს”, სხვა ვერსიით “მიზეზ-შედეგობრიობას”. ეს ცნება ფართოდ გამოიყენება როგორც აღმოსავლურ რელიგიებში (ბუდიზმი, ჯანაიზმი, ბრაჰმანიზმი, სიქჰიზმი, დაოზმი და ა. შ.), ასევე გნოსტიციზმში და ეზოთერიზმში.
რა თქმა კარმის “სუფთა” და ერთადერთი განმარტება არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ერთმანეთის მსგავსია. კარმის ასპექტები სხვადასხვაა, თუმცა ის რამოდენიმე ძირეულ პრინციპს ეყრდობა. მისი ერთ-ერთი ძირეული კანონი შემდეგში მდგომარეობს – ადამიანი საკუთარ დანაშაულზე პასუხს აგებს – სულ ერთია ეს აზრობრივად არის ჩადენილი, ემოციურად ფიზიკურად. ეს რა თქმა უნდა ადამიანში მორალის ამაღლებას და “სინდისის კარნახის” გაძლიერებას უწყობს ხელს.
სხვათა შორის კარმა რამდენადმე უკავშირდება რეინკარნაციის სისტემასაც. ეს უკანასკნელი კი ფართოდ იყო და არის გავრცელებული ანტიკურ საბერძნეთში, ძველ რომში, გალებში, ძველ გერმანულ ტომებში (კიმბრები, ტევტონები და ა. შ.), ამერიკელ ინდიელებში, აზიის თითქმის ყველა რელიგიაში, გნოსტიციზმში, პითაგარას მოძღვრებაში, იოგაში, ეზოთერიზმის ყველა მიმართულებაში.
კარმას ასევე ჰყოფენ რამდენიმე მიმართულებად:
• “პირადი კარმა”, რომელიც სულის რეინკარნაციის შემდეგ ყალიბდება. ეს კარმა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე მოქმედებს
• “ოჯახური კარმა”, რომელიც გენეტიკურია და იგი შთამომავლებით გადაეცემა (მასში შედის გვაროვნული ცოდვები, გვაროვნული წყევლა და ა. შ.). ეს კარმა ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად მოქმედებს (თუმცა შესაძლოა, ოჯახის ზოგიერთმა წევრმა მას თავი აარიდოს სწორედ “პირადი კარმის” დადებითი ასპექტებით).
• “ჯგუფური კარმა”. ამ დროს ხიფათი და შესაძლოა, სასიკვდილო ხიფათიც “შემთხვევით” ერთად მყოფ ადამიანებს ემართებათ (მაგალითად, თვითმფრინავის აფეთქება და ა.შ. აქვე უნდა ითქვას, მეტაფიზიკაში შემთხვევითობა გამორიცხულია და ეს ადამიანები სწორედ იმიტომ მოხვდნენ ერთად და რომ მათი სიცოცხლის დასასრული ერთნარი ყოფილიყო. ხოლო ვისაც, მსგავსი კარმა არ აქვს, ის ზემოთ ხსენებულ თვითმფრინავზე ან ბილეთს დააბრუნებს ან საერთოდ გადარჩება).

წყარო: www.zodiaqo.blogspot.com

Back to top button