გართობაუცნაური

კურდღელი მთვარეზე

95cd864b70fa

მთვარეს თუ კარგად დააკვირდებით და ცოტაოდენ ფანტაზიას მოიშველიებთ,
შეიძლება,მის ზედაპირზე დაღონებული ადამიანისსახეც ამოიცნოთ, მაგრამ
კითხვაზე, თუ დაგინახავთ ოდესმე მთვარეზე კურდღლის გამოსახულება, დადებითი
პასუხი ნაკლებად მოსალოდნელი იქნება :D აზიელებსა და ახლანდელი მექსიკის
ტერიტორიებზე მობინადრე ინდიელ ტომებს კი მტკიცედ სწამდათ მთვარეზე კურდღლის არსებობის და ამაზე უამრავი სხვადასხვა
ლეგენდა და მითი არსებობს.

სავსე მთვარეზე კურდღლის ამოცნობა აზიელებისთვის არც ისე რთულია. საინტერესოა, როგორ მოხვდა კურდღელი მთვარეზე :D მათი აზრით, როდესაც ბუდა თავისი რეინკარნაციის გზაზე (სულ 550) კურდღლად მოგვევლინა, ხალხი ჯერ კიდევ შესთხოვდა მფარველს მათთვის საკვების მიცემას. ბუდამ კი უპასუხა, კურდღლად ყოფნისას მას მხოლოდ ბალახის მიცემა შეეძლო :D ცოტა ხნის შემდეგ კი უკმაყოფილოდ დარჩენილ ხალხს სთხოვა ცეცხლი დაენთოთ, ის კი შემწვარი კურდღლის ხორცით გაუმასპინძლდებოდა :sackali: ის იყო ბუდა ცეცხლში გადაეშვა, ციდან ღვთის ხელმა შეაჩერა და მთვარეზე გადაიყვანა. :(

f0c2148b3379

ძველ ინდიელთა ტომს – საპოტეკებს კი სწამდათ რომ მზე და მთვარე და-ძმანი იყვნენ. ერთხელ როდესაც ისინი ერთად გაემართნენ სამოგზაუროდ, მთვარემ ბუჩქებში კურდღელს მოჰკრა თვალი. ცხოველი ძმისთვის არ ემეტებოდა და ამიტომ მისთვის არაფერი უთქვამს. ის განგებ ჩამორჩებოდა მზეს, რომელიც სადღაც მიიჩქაროდა, რათა ცხოველი შეუმჩნევლად აეყვანა. ბუჩქთან კურდღელი სწრაფად დამალა კალთაში. ძმა კი დიდხანს არ დალოდებია :papa:  მას შემდეგ მთვარე ეულად დაიარება კურდღელთან ერთად :yes:

PS: პირველი პოსტია :cry:

მსგავსი ამბები

Back to top button