არქივი

კოსმოსური კვლევების მიღწევები და მარსის დაპყრობა (ნაწ.2)

193dd4ec4010

წინა პოსტი ბევრს მოეწონა, გადავწყვიტე დამედო მეორე ნაწილი კოსმოსურ თარიღებზე, და კიდევ შესასრულებელ მისიებზე…

1961 წელი. ადამიანი, იური გაგარინი, პირველი გაფრინდა კოსმოსში.

1962 წელი. ჯონ გლენი, პირველი ამერიკელია, რომელმაც დედამიწას შემოუარა.

1963 წელი. ვალენტინა ვლადიმერის ასული ტერეშკოვა, პირველი ქალი იყო ვინც კოსმოსში გაფრინდა.

1965 წელი. საბჭოთა კოსმონავტი ალექსი ლეონოვი ასრულებს პირველ “გასეირნებას კოსმოსში”.

1969 წელი. ივლისში, აპოლონ 11-მა პირველად გადასვა ადამიანი მთვარეზე.
abbe8c8f1e4f

1971 წელი. საბჭოთა მეცნიერებმა გაუშვეს პირველი წარმატებული კოსმოსური სადგური “სალუტ 1”
6d2cd52a1871
სურათზეა “სალუტ 1”

1972 წელი. აპოლონის ბოლო მისია მთვარეზე. არც ერთი ადამიანი აღარ სწვევია მთვარეს.
5eabcbcad0ea
სურათზეა აპოლონ 11 და ასტრონავტი

1981 წელი. პირველი კოსმოსური “შატლის” გაშვება, აშშ, კოლუმბია.

1983 წელი. სალი კრისტინ რაიდი პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალი

1986 წელი. სსრკ-მ გაუშვა თავისი ერთი კოსმოსური სადგური “მირ”-ი; საჰაერო-კოსმოსური აპარატი “ჩელენჯერი” აფეთქდა და ყველა ასტრონავტი დაიღუპა.

1988 წელი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ “ISS”-ზე რეკონსტრუქცია იწყება.
f3ff679c9326
სურათზეა “ISS” 2006 წელს.

2001 წელი. მოძველებული კოსმოსური სადგური “მირ”-ი დედამიწაზე ჩამოვარდა

2003 წელი. ამერიკელებმა დაკარგეს კიდევ ერთი საჰაერო-კოსმოსური ხომალდი “კოლუმბია”, რის შემდეგაც საჰაერო-კოსმოსური აპარატების გაშვება 4 წლით შეჩერდა.

2004 წელი. ჩინელებმა პირველი ტაიკონავტი გაგზავნეს კოსმოსში.

2008 წელი. მთვარის შემსწავლელი უპილოტო ორბიტული რაკეტის გაშვება.

2010 წელი. შატლის სერიის საჰაერო-კოსმოსური აპარატის ბოლო გაფრენა.

სავარაუდო თარიღები

2014 წელი. კოსმოსური ხომალდ “ორიონის” პირველი გაფრენა.

2020 წელი. “ორიონისა” და ასტრონავტების პირველი გაფრენა მთვარეზე.

2030 წელი. ატრონავტების პირველი გადასხმა მარსზე.

070a2803ed6c
თვითმავალი ორიონი
NASA გეგმავს 2020 წლისთვის ადამიანის დაბრუნებას მთვარეზე, ამიტომ NASA აგებს “ორიონის”, ახალ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ექვს ასტრონავტს მიიყვანს ISS-მდე, ოთხს კი მთვარეზე დასვავს. მთვარეზე ბაზის ასაგებად საუკეთესო ადგილია მისი ერთ-ერთი პოლუსი, სადაც მზის სინათლე დროის უმეტეს ნაწილში ხელმისაწვდომია ელექტრობის მისაღებად. შესაძლოა აქ წყალიც არსებობდეს ყინულის სახით, რომელსაც ასტრონავტები სასმელი წყლის მისაღებად მოიპოვებენ. ამის შემდეგ NASA-ს შეეძლება ადამიანების გაშვება უფრო შორს, მაგალითად მარსზე.

მარსის დაპყრობა
2030 წელს ნასა გეგმავს ადამიანის გაშვებას მარსზე. მარსის სიშორის გამო ასტრონავტებს კოსმოსში მრავალი თვის გატარება მოუწევთ. მათ წყალი და ჟანგბადი მარსის გრუნტიდან უნდო მოიპოვონ.

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო
baff304acef2

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button