უცნაური

შემოქმედების ბირთვი

 
Image Hosted by ImageShack.us

მზე, ნახატის ცენტრალური ფიგურა უანგაროდ უგზავნის თავის სხივებს და სითბოს კაცობრიობას… ხოლო სამყარო, თავისი ძლიერი ხელებით, სათუთად იხუტებს მას.
სურათის ზედა პლანზე, ცენტრში გამოსახულია მზე – დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი წყარო, რომლის სხივებში ხორციელდება უმთავრესი მოვლენა დედამიწაზე – შემოქმედება – სიცოცხლის ჩასახვა, რაც არის დასაბამი კაცობრიობის ისტორიისა. ეს ნაჩვენებია კაცობრიობის ერთერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, უდიდესი რეფორმატორისა და ფილოსოფოსის, უბადლო ლიდერისა და ახალი რელიგიის მამამთავრის – მოსეს მაგალითზე. სურათის ცენტრში მოთავსებულია ბავშვის ჩანასახი საშოში, რომლის გვერდებზე ზემოთა მხრიდან დახატულია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხოლო მის ქვემოთ პატარა მოსე, რომელიც ნილოსის ტალღებზე, კალათაში წევს …და ზეციდან ჩამოდის წვეთები, როგორც მადლი და ეფინება მოსეს.
ასე, ამ გზით მოვიდა დედამიწაზე თითოეული ადამიანი.
“მოსე” ( შემოქმედების ბირთვი )

მსგავსი ამბები

Back to top button