საკითხავისასარგებლო

პანტომიმა

ada6f438c96a

პანტომიმა

პანტომიმა – (ბერძნულად – pantomimos.) მსახიობი, რომელიც მხოლოდ სხეულის მოძრაობით თამაშობს, სიტყვა-სიტყვით მიბაძვით ყველაფრის წარმომსახველი. სცენური ხელოვნების სახეობა, რომელიც გულისხმობს მხატვრული სახის შექმნას უსიტყვოდ ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით.

პანტომიმიკა – ადამიანის სხეულის გამომსახველობითი მოძრაობა მიმიკასთან, ჟესტთან. სიტყვის ინტონაციასთან ერთად პანტომიმიკა გამოხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის გრძნობებს.

მიმი (ბერძნულად – mimos) – მიმბაძველი. (მიბაძვა)1. ანტიკური ხალხური წარმოდგენები განსაკუთრებული სახეობა კომედიური ჟანრის ყოფითი და სატირული მოკლე იმპროვიზაციული სცენები.

მიმიკა (ბერძნულად – mimikos) – სახის კუნთების მეტყველი მოძრაობა, რითაც გადმოიცემა ადამიანის გრძნობები და გუნება-განწყობილება. მიმიკა მსახიობის ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი დახმარებით სცენური სახე უფრო სრულყოფილი ხდება. მიმიკა პანტომიმის ხელოვნების საფუძველია.

21f3ba69f3d8

პანტომიმის ისტორია
პანტომიმა ხელოვნების ისეთი სახეობაა, სადაც სიტყვა გამორიცხულია და მსახიობი ადამიანთა ცხოვრებაზე მხოლოდ მოძრაობის საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის განვითარებაში. ცნობილია, რომ პირველყოფილმა ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და ძირითადად მოძრაობით უხდებოდათ ერთმანეთთან საუბარი: ნადირობიდან დაბრუნებულები დოლის და საყვირის თანხლებით გაითამაშებდნენ ვეფხვთან შებრძოლების სურათებს, ირმის სიკვდილის სცენას…პანტომიმა უძველესი, ანტიკური ხანის ხელოვნებაა, მაგრამ თავისებური ფორმით ყოველთვის თანადროული. ისმის კითხვა: რაში მდგომარეობს პანტომიმის თანადროულობა? პანტომიმა დამყარებულია არა ლამაზ, წინასწარ დადგენილ მოძრაობაზე, არამედ დაფუძნებულია აზრის გამოსახვაზე, ადამიანების სურვილებსა და მისწრაფებაზე. ნაწარმოებში მოცემული შინაარსის დახმარებით პანტომიმის მსახიობი სცილდება მოძრაობის შტამპს და მოქმედებით წარმოსახავს სცენურ გარემოს. ამ დროს სიჩუმის ხელოვნება “გვესაუბრება” საკაცობრიო იდეებზე; ისეთ იდეებზე, რომელსაც გვკარნახობს თანამედროვე ცხოვრება. მიზნის მისაღწევად პანტომიმის მსახიობი მიჰყვება ავტორის მიერ მოცემულ იდეას და დაუსწრებლად ეძებს ამ იდეის გამომსახველ ახალ-ახალ მოძრაობას.

უძველეს საბერძნეთსა და რომში პანტომიმა მიჩნეული იყო ისეთ ხელოვნებად, რომლის საშუალებით ადამიანები ერთმანეთს დასცინოდნენ. დღესდღეობით ეს მოთხოვნები აღარ აკმაყოფილებს პანტომიმას, ის გასცდა ბულვარულ სცენებს და სამუდამოდ დამკვიდრდა პროფესიულ სცენაზე. მოძრაობის ხელოვნებამ მაყურებლამდე უსიტყვოდ მიიტანა ადამიანის წუხილი, განცდა, მხიარულება, ბედნიერება თუ უბედურება. მან არა მარტო პლასტიკურად გაწვრთნა მსახიობის სხეული, არამედ მოძრაობის ხელოვნებამ პლასტიკის სიკეთე მსახიობის საკუთრებად აქცია. დუმილი ადამიანის სულიერ სამყაროს სიმდიდრეა – ხშირ შემთხვევაში სიტყვაზე ძლიერი, რომელიც ემყარება ადამიანის შინაგან ემოციებს და რა გულდასაწყვეტია, როცა მსახიობები დაუმსახურებლად გაურბიან პლასტიკის ამ შესანიშნავ ხელოვნებას.
პანტომიმის ჟანრები მრავალფეროვანია: იგი კომედიიდან გადაიზარდა ტრაგედიაში, ტრაგედიიდან _ ბუფონადაში. ასეთი სირთულე მსახიობისგან მოითხოვს იმპროვიზაციის უნარს. იმპროვიზაცია წლების განმავლობში უნდა გამომუშავდეს და იმდენად ორგანული უნდა გახდეს მსახიობისთვის, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ორ წუთში მაყურებლის თანდასწრებით (შესაძლებელია მაყურებლის შეკვეთით) მოიფიქროს ნოველა, ეტიუდი ან ცალკეული სცენა და იგივე გაითამაშოს. იმპროვიზაცია უდიდეს როლს თამაშობს პანტომიმის ხელოვნებაში.

1670b69846de

f527e52b9395

837885c437c6

2dd1f3d4c530

2478965771d6

Back to top button