მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სატვირთო მანქანაა Shockwave-ი.
Shockwave-ი შექმნეს კენ შოკლიმ და მამამისმა, მათ სატვირთო მანქანას დაუყენეს 3 Pratt & Whitney J34-48 ტიპის რეაქტიული ძრავები, რომლებიც საერთო ჯამში 36 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.
სრული დატვირთვით Shockwave-ის ძრავები 4-ჯერ უფრო მეტ ძალას გამოიმუშავებს ვიდრე F14 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი და 300-ჯერ უფრო მძლავრია ვიდრე ჩვეულებრივი საოჯახო მანქანა.
Shockwave-ის საწვავად გამოიყენება დიზელი და სატვირთო 1 კილომეტრზე დაახლოებით 1ტონამდე დიზელს მოიხმარს.
1992 წელს Shockwave-მა განავითარა 605 კმ საათში, რითაც მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე სწრაფი სატვირთო მანქანა.