გართობა

VS Motor – პროექტები.

def8baffd75e

მოგესალმებით. დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ ვერ ვიცლი ხოლმე. დღეს კი დრო გამოვნახე და მინდა კიდევ ერთი საინტერესო თემა შმოგთავაზოთ. ეს თემა განსაკუთრებით გაუხარდებათ ,,დრაგ” მოყვარულებს. ყველას აქვს მგონი ნანახი ამ ფირმის ავტომობილის ვიდეოები, ნანახი თუმცა მე მოვიპოვე მცირედი მაგრამ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია და მინდა გაგაცნოთ. VS Motor გახლავთ ტუნინგ ატელიე რომელიც ორიენტირებულია დრაგ ავტომობილებზე ანუ ჩვენ ენაზე დრაგსტერებზე აქედან გამომდინარე მგონი საინტერესო იქნება გავიგოთ ამ ატელიეს შესახებ უფრო მეტი. მართალია ინფორმაცია მწირეა მაგრამ თუ შევზლებ და სხვა ინფორმაციასაც მოოვიპოვებ აუცილებლათ გაგაცნობთ. თემაშI იქნება საუბარი კოლოსალურ ცხენის ძალებზე და უდიდეს სიმძლავრეზე ასე რომ მარაზმი პოსტებისგან თავი შეიკავეთ. ეხლა კი გადავიდეთ თემაზე.

2d989393f16c

ამ თემაში მოთავსდება ამ ტუნინგ ატელიეს სურათები, ინფორმაცია, ვიდეოები და ასე შემდეგ… ეს კომპანია შეიქმნა და არსებობს ნორვეგიაში მისი ყველაზე ცნობილი ავტომობილი გახლავთ Bmw E34 M5. თუმცა VS Motor სის ნამუშევრები მხოლოდ ამ მანქანით არ შემოიფარგლება და ყავს კიდევ სხვა მანქანებიც რომლებიც მსგავსად M5 ისა საკმაოდ დამაჯერებლად გმაოიყურებიან და მსოფლიო ასპარეზზეც საკმაოდ კარგათ გამოდიან. პირველ რიგში მის ყველაზე ცნობილ პროექტს კერძოდ კი M5 ს შევეხოთ და ცოტა ვისაუბროთ ამ ავტომობილზე. მისი შესაძლებლობები საკმაოდ დიდია და საკმაოდ სწრაფი დრაგსტერია. მისი სტანდარტული მოდიფიკაცია გახლავთ 1129 ცხენის ძალა // 11130 NM -833ft.lbs torque, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია ამასთან გავითვალისწინოთ ისიც რომ მისი ტურბინა 1.8 Bar შემოიფარგლება რაც არ არის მისი საბოლო შედეგი და ბევრად მეტის რესურსი გააჩნია თუმცა ამ ეტაპზე დამეთანხმებით ესეც საკმარისია. მისი ძრავი კი გახლავთ 4.8. ამ M5 ის ვიდეოებზე დიდი გამოხმაურება იყო და არის კიდევაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხმა ნახა და ესე ვთქვათ ამ ატელიეს სავიზიტო ბარათიც გახდა. მის ვიდეოებს ცოტა ქვემოთ გაეცნობით. ეხლა კი მოდით სხვა პროექტებსაც შევეხოთ. M5 ის მაქსიმალური მაჩვენებელი დღეს დღეობით გახლავთ 1851bhp/1817Nm.

09c9d74cfb97

მათი შემდეგი პროექტი გახლავთ Bmw E36 M3 რომელიც ფანტასტიკური მონაცემებით გამოირჩევა. ცხენის ძალა 1422, /// 1610Nm – 1186ft.lbs torque. რაც ალბათ დამეთანხმებით რომ შესანიშნავი შედეგია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მისი ძრავის მოცულობა 3.9 გახლავთ რომელიც არც მეტი არც ნაკლები გატურბირებულია და სწორედ ამიტომ იძლევა მსგავს შედეგს. 289 კილომეტრ საათს ანვითარებს 7,83 წამში. რაც ყველაზე კარგი და დასაფასებელია ამ ატელიეში ის არის რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფირმას არ ატუნინგებს და მუშაობს სხვა ფირმებზეც მაგალითად აქტიურად მუშაობს Audi თან და ასევე ასე თუ ისე შეხება აქვს ამერიკულ ავტო ინდსუტრიასთანაც. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს ატელიე ნორვეგიულია უნდა ვაღიაროთ რომ უდაოდ პატივსაცემი ხალხია რადგანაც ყველაფერს რასაც აკეთებენ თითოეულ პროექტს აქცენტი კეთდება ხარისხზე, სისწრაფეზე და უსაფრთხოებაზე. მათი არცერთი პილოტი არ დაღუპულა და არ დაშავებულა სერიოზულად ამხელა სიმძლავრის და მიუხედავათ. რა საკვირველია მათი ავტომობილები ქალაქში სასეირნოდ არ გამოგადგებათ მაგრამ ნებისმიერ ავტო შეკრებაზე, ნებისმიერ დრაგ შეჯიბრზე თქვენი შეუცვლელი მეგობარი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის რომ თუ თქვენ შეიძენთ, შუეკვეთავთ მათ ავტომობილს თქვენ მიიღებთ აბსოლიტურად ყველანაირ ინსტრუქციას მიიღებთ სპეციალურ კომპიუტერს რომლის საშვალებითაც თქვენ თვითონვე სახლში გაუკეთებთ მოდიფიცირებას. თქვენ განსაზღვრავთ რამდენზე დააყენებთ ბარ როგორ დაბუსტავთ და ასე შემდეგ. ასევე მოყვება სპეციალური დისკიც რომელიც აღჭურვილია შესაბამისი პროგრამით რაც გაგიადვილებთ მოდიფიკაცის გაკეთებას.

18bef9ae44f1

რა საკვირველია მათი მომსახურება საკმაოდ ძვირია და საკმაოდ დიდ თანხებთანა დაკავშირებული თუმცა თუ ფული გაქვთ შეუძლებელი არაფერია. დღეს დღეობით კი მსოფიო იცნობს მათ ყველაზე ცნობილ რამოდენიმე პროექტს ზემოთ აღნიშნული ორი პროექტის ამთ ყავთ კიდევ 3 აუდი. Audi S2: Bhp 803bhp, Audi S2: Bhp 580bhp, Audi S2: Bhp 630bhp. სამწუხაროდ არ გამაჩნია დეტალური ტექნიკური დახასიათება და არც ბევრი ვიცი მათ შესახებ მაგრამ იმედია მალე გავიგებ და თქვენც გაგაცნობთ. მათი ყველაზე საინტერესო პროექტი კი შემთვის რა საკვირველია Chevrolet Camaro რომელიც ვერსად ვერ ვნახე ვერსად ვერ ვიპოვე. ვერც სურათი ვერც ვიდეო და საერთოდ ვერაფერი მხოლოდ ვიცი რომ: Chevrolet Camaro 402m – 8,90sec / 253km/h. ეს შედეგი აქვს. ამერიკული მუსკალო ავტომობილი რომელიც ძალიან მიყვარს და მსურს ვიხილო. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სანამ ავტომობილი სპეციალურ ტრეკზე გამოვა გადის რიგ შემოწმებებს როგორიცა, საბურავების შემოწმება, ძრავის შემოწმება, ძარის შემოწმება, ავტომობილის სტენდზე შემოწმება მუშა მდგომარეობაში, ასევე მოწმდება მისი პროგრამული უზრუნველყოფა, მისი ელექტრობა, და რაც მთავარია დეტალურად მოწმდება მისი სამუხრუჭე სისტემა თითოეული რბოლის წინ იშლება და თავიდან იწყობა რათა არ იყოს რაიმე დეფექტი რამაც შეიძლება გმაოიწვიოს სავალალო შედეგები.

9f419f99c873

ნორვეგიაში უკვე ამ ატელიემ მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა მოიგო ყველანაირი დრაგი და უკვე ევრო ასპარეზზეც გამოდის რამდენად შედეგიანად სამწუხაროდ არ ვიცი. მაგრამ არის ერთი რამ რაც არ მომწონს, პირადად ჩემი სუბიექტური აზრით ბევრად უკეთესი იქნებოდა თუ დაიწყებდნენ ტრეკ ავტომობილების გამოშვებასაც რადგანაც ესეც საკმაოდ დიდ წარმატებას მოუტანდა ამ ატელიეს და საკმაოდ ბევრი თაყვანის მცემელიც ეყოლებოდა. მათივე განცხადებით მათი მომავალი გეგმა გააკეთონ სპეციალურად დრიფტისთვის შექმნილი ავტომობილი რომელიც მიიღებს მონაწილეობას ფორმულა დრიფტში და იბრძოლებს საჩემპიონო ტიტულისთვის, თუმცა ეს ჯერ ჯერობით მხოლოდ იდეაშია და ერთად ვადევნოთ თვალ ყური თუ როგორ განვითარდება მოვლენები. და ბოლოს მისი შექმნილი E36 M3 გახლავთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი M3 ი. ეხლა კი გადავიდეთ ვიდეოებზე.

55f434c2a1c7

e62afa7db924

მსგავსი ამბები

Back to top button