7 ფაქტი კოსმოსში ცხოვრების შესახებ (სავარაუდოდ არ გეცოდინებათ)
1. კოსმოსში 16 გარიჟრაჟია
კოსმოსში, უფრო სწორად კი დედამიწის ორბიტაზე მზე 16 ჯერ, ამოდის და შესაბამისად ჩადის. ეს მოვლენა ფაქტიურად შეუძებელს ხდის ასტრონავტებისთვის ძილს, ვინაიდან უხეშად ირღვევა დღის და ღამის ციკლი. ვინაიდან ასტრონავტების ფიზიკურ მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მისიის კონტროლის პუნქტები, რომლებიც განთავსებულია დედამიწაზე უსახავენ ასტრონავტებს 24 საათიან გრაფიკს. საქმე ის არის, რომ ასტრონავტების დღის წესრიგი თითქმის იგივეა, როგორიც ჩვენი, მიუხედავად იმისა, რომ მათთან 16 ჯერ თენდება 24 საათის განმავლობაში.
2. თქვენ აუცილებლად გაიზრდებით სიმაღლეში
მსუბუქი გრავიტაციის გამო, თქვენ აუცილებლად გაიზრდებით სიმაღლეშიმ ნუ დაახლოვებით 5 დან 8 სანტიმეტრამდე. თუმცა ამან არ გაგახაროთ, რადგან სპეციალური ვარჯიშებისა და მომზადების გარეშე, ეს ზრდა ასევე აუცილებლად გამოიწვევს ზურგის ტკივილსა და ნერვულ მოშლილობას.
3. შეწყვეტთ ხვრინვას
საინტერესოა, რომ გრავიტაცია ყოველგვარ მოვლენაზე ახდენს გავლენას. მე პირადად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ეს ამოვიკითხე, რომ თურმე, ის ასტრონავტები, რომლებიც ხვრინავდნენ დედამიწაზე კოსმოსში, უბრალოდ ფშვინვით შემოიფარგლნენ.
4. მარილის და პილპილის მისაღებად მათი წყალში გახსნა მოგიწევთ
საქმე ის არის, რომ ეს ორი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი, რომელიც ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს, (ნუ პილპილი ისე რა) რა თქმა უნდა საჭმელზე მამაპაპური მოყრის შემთხვევაში ჰაერში გაიფანტება, ამიტომ მათი სითხის სახით მიღება მოგიწევთ, რაც ჩემი აზრით არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს.
5. კოსმოსში გატარებული ყვლაზე დიდი დრო 438 დღე
ეს რეკორდი რუს ასტრონავტს ეკუთვნის. რუსმა ასტრონავტმა ვალერი პოლიაკოვმა კოსმოსში შატლ “მირ”-ზე 438 დღე გაატარა, ეს დაახლოვებით 14 თვეა.
6. კოსმოსში მხოლოდ 3 ადამიანია დაღუპული
2004 წლამდე კოსმოსში 439 ადამიანია გაფრენილი, ამ რაოდენობიდან, მხოლოდ 11 ადამიანი დაიღუპა გაფრენების ტესტირების დროს განცდილი კატასტროფებისას. 18 დაიღუპა უშუალოდ გაფრენების დროს მომხდარი კატასტროფებისას. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომლის მიხედვითაც კოსმოსში არა სამი არამედ 14 ადამიანი დაითუპა. საქმე ის არის, რომ 1971 წელს 11 დამიანი დაიღუპა კოსმოსში, თუმცა ვინაიდან ა.შ.შ კოსმოსს 50 კილომეტრის მაღლა სივრცეს უწოდებს, ხოლო FAI 100 კილომეტრზე მაღლა, ამერიკელები თვლიან, რომ კოსმოსში 14 ადამიანი დაიღუპა ხოლო FIA თვლის, რომ კოსმოსში მხოლოდ 3 რუსი ასტრონავტი გიორგი ბადროვსკი, ვიკტორ პაცაიევი და ვლადისლავ ვოლკოვი დაიღუპნენ.
7. აბსულუტურად ყველა ასტრონავტი განიცდის კოსმოსის დაავადებას.
გრავიტაციამ აქაც გადამწყვეტი, როლი ითამაშა. მეც და ალბათ ბევრ თქვენგანსაც ეგონა, რომ ასტრონავტები, იმიტომ იყვნენ ასტრონავტები, რომ მათ კოსმოსში, ბპდიშით გამოთქმაზე და გული არ არეოდათ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით გრავიტაციამ აჯობა ხალხს და ასტრონავტებს, კოსმოსში გაფრენისას პირველივე საათებში ეწყებათ. დისორიენტაცია, ვერ გრძნობენ ხელებს და ფეხებს, ხშირად გონიათ, რომ თავდაყირა არიან დაკიდებულნი და რა თქმა უნდა ყველაფერი ბოლოს ღებინებით მთავრდება, რა თქმა უნდა ეს პრობლემა რამდენიმე დღეში გვარდება, როცა ასტრონავტები ადაფტირდებიან.