კულტურა

4D Cinema

f09aa8933874

კინორევოლუციას ვეღარაფერი აფერხებს. სამხრეთ კორეაში ჯეიმს კამერონის “ავატარს” 4D-კინოთეატრებში აჩვენებენ. ოთხგანზომილებიანი კინოთეატრი 3D-ფილმს 30-ზე მეტ ფიზიკურ ეფექტს ამატებს, მოძრავი სავარძლების, აფეთქების სურნელის, წყლის შხეფების, ლაჟვარდოვანი სხივებისა და ქარის ჩათვლით. «4D-ფორმატში “ავატარის” მომზადება გასულ ზაფხულს დავიწყეთ», – ყვება ტომ ო, კორეაში “მეოცე საუკუნე ფოქსის” დირექტორი. ბილეთები ასეთ ფილმზე ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სამგანზომილებიანი ფილმზე. თუმცა კინოთეატრში ყოველთვის ანშლაგია. 4D-კინო კორეაში უკვე 2009 წელს გამოუშვეს. მულტიპლექსების წამყვანმა კორეულმა ქსელმა (CJ-CGV) პირველად 88-ადგილიანი დარბაზი გახსნა. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი ასეთი დარბაზის გახსნა იგეგმება.

წყარო: bude.ge

Back to top button