მექანიკური დამუშავების კვალი ჭურჭელზე
დასაწყისისთვის მკითხველს მინდა შევახსენო, რომ თანამედროვე ეგვიპტოლოგია ამტკიცებს, ძველი პირამიდების მშენებლებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ბორბალისა და რკინის არსებობის შესახებ. ეს პერიოდი ითვლება “ბრინჯაოს საუკუნედ” და ამ ცივილიზაციის ტექნიკური მიღწევები აიხსნება უბრალოდ უამრავი რაოდენობის ცოცხალი მუშა ძალის გამოყენებით. მაგრამ თუ ესეთი მიდგომა ნაწილობრივ მაინც ესადაგება მეგალითური ნაგებობების მშენებლობას, მაშინ ეს თეორია სრულიად მიუღებელია და ვერ ხსნის ძველი ეგვიპტელების მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნის მაღალ დონეს, ასევე არქიტექტურისა და ხელოვნების უმაღლეს ნიმუშებს.
კაიროს მუზეუმში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ მუზეუმში, ინახება ქვისგან გაკეთებული ნიმუშები, რომლებიც ნაპოვნია საკარაში არსებული ცნობილი საფეხუროვანი პირამიდაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს პირამიდა ასევე ცნობილია როგორც ფარაონთა III დინასტიის ჯოსერის პირამიდად (2667-2648 ჩვ. წ.აღ.). მსგავსი ნაკეთობები გიზის პლატოზეც აღმოაჩინა ეგვიპტური სიძველეების მკვლევარმა უ. პეტრიმ.
ამ ქვის ნივთების გარშემო ისმევა მთელი რიგი გადაუჭრელი კითხვებისა. საქმე იმაშია, რომ მათ აშკარად ეტყობათ მექანიკური დამუშავების კვალი-წრიული რკალები, რომელსაც ტოვებს საჭრეთელი ღერძული ბრუნვის დროს მაშინ, თუ ნივთი დამაგრებულია რაიმე მექანიზმზე, როგორიცაა სახარატო დაზგა. მექანიკური კვალი, მაღლითა მარცხენა სურათზე ყველაზე კარგად ჩანს ცენტრთან ახლოს, სადაც საჭრეთელი დამამთავრებელ ეტაპზე ინტენსიურად მუშაობდა, ასევე ჩანს კვალი, რომელიც მეტყველებს საჭრელი ინსტრუმენტის კუთხის მკვეთრ ცვლილებაზე. ასეთივე დამუშავების კვალი ეტყობა ბაზალტის ფიალას მარჯვენა მხარეს. (ძველი სამეფო. ინახება პეტრის მუზეუმში)
ეს ქვის სფეროები, ფიალები და ლარნაკები ეგვიპტელების არამარტო საყოფაცხოვრებო ნივთებია, არამედ არქეოლოგთა მიერ ოდესმე აღმოჩენილ ნივთთა შორის ხელოვნების უმაღლესი ნიმუშებია. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატები მიეკუთვნება ძველი ეგვიპტის ყველაზე ადრეულ ხანას. ისინი დამზადებულია ნაირფეროვანი ნივთიერებებისაგან-რბილი, როგორც ალებასტრი, ისე ყველაზე დიდი სიმყარის ნივთიერებისაგან როგორიცაა გრანიტი. გრანიტთან შედარებით რბილ ქვასთან მუშაობა , როგორიცაა ალებასტრი, ძალიან ადვილია. ალებასტრის დამუშავება შესაძლებელია პრიმიტიული იარაღების საშუალებით. გრანიტზე ვირტუოზულად შესრულებული სამუშაოები იწვევს უამრავ კითხვას და მეტყველებს არა მარტო მაღალგანვითარებულ ხელოვნებაზე და მრეწველობაზე, არამედ ძველი ეგვიპტის მოწინავე ტექნოლოგიაზე.
პეტრი წერდა “სახარატო დაზგა მეოთხე დინასტიის დროს ისეთივე ჩვეულებრივი ხელსაწყო იყო, როგორც დღევანდელ ქარხნებში.”
მაღლა სურათებზე: გრანიტის სფერო (საკარა, III დინასატია, კაიროს მუზეუმი), კალციდის ფიალა (III დინასტია) და კალციდის ლარნაკი (III დინასტია, ბრიტანეთის მუზეუმი)
მარცხენა მხარეს მდებარე ლარნაკი, რომელიც დამზადებულია ქვისაგან, აკეთებდნენ ეგვიპტის ისტორიის უაღრესად გვიანდელ ეპოქაში, ხოლო ადრეულ პერიოდში მსგავსი ნაკეთობები უკვე აღარ გვხვდება. მიზეზი აშკარაა, ძველი უნარჩვევეპი და ტექნოლოგია უკვე დაკარგულია. ზოგიერთი ლარნაკი დამზადებულია ძალიან მსხვრევადი schist ტიპის ქვისგან (სილიკონთან ახლოს მდებარე) და რაც ყველაზე ამოუცნობია-დამთავრებულია, დამუშავებული და გაპრიალებულია ისეთ დონეზე, რომ ლარნაკის კედლების სისქე ქაღალდის ფურცლის სისქეც არაა. დრევანდელი საზომით ეს ხელოსნის დიდი გმირობაა. სხვა ნაკეთობები, რომლებიც დამზადებულია გრანიტის, პორფირის, ან ბაზალტის მასალისაგან, სრულიად ღრუსხეულიანია და თანაც ამასთანვე მათი ყელი ვიწრო და ზოგჯერ გრძელიცაა, რაც გაუგებარს ხდის მათ შიდა დამუშავების ტექნოლოგიას, თანაც ხელით.(სურათი ზედა მარჯვენა)
ამ გრანიტის ლარნაკის ქვედა მხარე ისეთი სიზუსტითაა დამუშავებული, რომ შუშაზე დადგმული მთლიანი ლარნაკი (დაახლოებით 23 სმ დიამეტრის, შიგნიდან ღრუ ვიწრო ყელით) გაქანავების შემდეგ იღებს აბსოლუტურად ვერტიკალურ მდგომარეობას ღერძულა ხაზთან მიმართებაში. ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ შუშასთან შეხების ფართობი აქვს არა უმეტესი ვიდრე ქათმის კვერცხს. აუცილებელი პირობაა ასეთი ზუსტი ბალანსირებისათვის, რომ ღრუიან ქვის სფეროს უნდა ჰქონდეს იდეალურად სწორი ერთნაირი სისქის კედლები. (ესეთი პატარა ფართობის მქონე საფუძველის-3,8 მმ2-ნებისმიერი ასიმეტრია ისეთ მყარ ნივთიერებაში როგორიც გრანიტია, გამოიწვევდა გადახრას ვერტიკალური ღერძიდან)
ასეთი ტექნიკური სიზუსტე და იუვილერის ხელოვნება ნებისმიერი მწარმოებლის განცვიფრებას იწვევს. დღევანდელ დღეს ასეთი ნაკეთობის დამზადება კერამიკისგანაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, გრანიტისგან კი თითქმის შეუძლებელს.
კაიროს მუზეუმში გამოფენილია საკმაოდ მსხვილი (60სმ დიამეტრის ან მეტის) ორიგინალური ნაკეთობა. ის მოგვაგონებს დიდ ლარნაკს ცილინდრული ცენტრით 5-7 სმ დიამეტრით, გარე თხელი კანტით და სამი თხელი ფირფიტით, რომლებიც თანაბრადაა განლაგებული მთელ პერიმეტრზე და ჩაღუნულია “ლარნაკის” ცენტრისკენ. ეს ძველი ხელოვნების გასაოცარი ნიმუშია (ბოდიშით მასალის დასახელება ვერ ვთარგმნე, რუსულად კი ასე ჟღერს изделие из аспидного сланца )
ამ სურათებზე ნაჩვენებია ათასობით ნივთიდან ოთხი, რომლებიც აღმოჩენილია საკარაში არსებულ საფეხუროვან (ე.წ. ჯოსერის ) პირამიდაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ითვლება ეგვიპტის ყველაზე უძველეს ქვის პირამიდად. ის ერთერთი პირველია იმ ნაგებობებს შორის, რომელსაც ანალოგი არ აქვს და არც ყავს წინამორბედი. პირამიდა დამისი მიმდებარე ტერიტორია უნიკალური ადგილია ქვის ხელოვნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პოვნის რაოდენობით, მაგრამ მსგავსინაკეთობის ფრაგმენტები ეგვიპტის მკვლევარმა უილიამ პეტრიმ აღმოაჩინა გიზის პლატოს მიდამოებში.
საკარაში ნაპოვნ ბევრ ნივთების ზედაპირზე ამოკაწრულია სიმბოლოები ეგვიპტის ყველაზე ადრეული მმართველთა სახელებით-დინასტიამდელი მეფეებიდან პირველ ფარაონამდე. პრიმიტიული წარწერით თუ ვიმსჯელებთ ძნელია დავიჯეროთ, რომ ეს წარწერები გაკეთებულია იმ ვირტუოზი ხელოსნის მიერ, რომელმაც შექმნა ეს ბრწყინვალე ნამუშევრები. ეფრო სავარაუდოა,რომ ეს ნაკაწრები დამატებულია იმ ფლობელების მიერ ვის ხელშიც მოგვიანებით მოხვდა ეს ნივთები.
მაშ ასე ვინ დაამზადა და როგორ? სად და როდის? რა მოვლენები განვითარდა იმ ხალხის თავზე ვისი საყოფაცხოვრებო ნივთებიც დამარხული იქნა ეგვიპტის უძველეს პირამიდაში?
კაიროს სიძველეთა მუზეუმის ექსპონატთა ნაწილი
და ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა საკარაში
მყარი ქვის გახერხვისა და ბურღის კვალი
სურათზე გამოსახულია გიზის დიდი პირამიდის აღმოსავლეთ ხედი. კვადრატში მოცემულია ბაზალტის მოედნის ნაწილი, სადაც აშკარად ჩანს სახერხი ინსტრუმენტის კვალი.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გახერხვის კვალი ბაზალტზე ჩანს აშკარად და არის პარალერული. ამ ნამუშევრის ხარისხი მიუთითებს იმას, რომ ნახერხი ადგილი გაკეთებულია იდეალურად მყარი დანის პირით. დაუჯერებელია, მაგრამ ეტყობა ძველ ეგვიპტეში ბაზალტის გახერხვა ადვილ საქმეს წარმოადგენდა, იმიტომ რომ ძველმა ხელოსნებმა ადვილად მისცეს თავს ნება გაეკეთებინათ ზედმეტი საცდელი ჭრილები კლდეზე, რაც ხელით გახერხვის შემთხვევაში დროისა და ძალის ზედმეტი ფლანგვა იქნებოდა. ასეთი საცდელი ჭრილები ერთადერთი არაა, რამოდენიმე მსგავსი ნაკვალევი, რომელიც გაკეთებულია მყარი და ადვილად მჭრელი ინსტრუმენტით, შეიძლება იპოვოთ 10 მეტრის რადიუსში ამ ადგილიდან. ჰორიზონტარულ ჭრილებთან ერთად პარალერულად ვერტიკალურებიცაა. (იხილეთ ქვემოთ)
ამ ადგილთან ახლოს ჩვენ შეგვიძლიათ ვნახოთ ქვაზე გავლებული განახერხები (იხ. ზემოთ). ხშირ შემთხვევაში ეტყობა, რომ ეს განახერხები არის სუფთა, გლუვი, თანმიმდევრულად პარალერულები, თვით ხერხის ქვასთან შეხების დასაწყისთანაც კი, რაც შეუძლებელია ხელით გახერხვის შემთხვევაში, როგორიცაა ბაზალტის ქანი.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი-ბურღის გამოყენების ტექნოლოგია ძველ ეგვიპტეში. სხვადასხვა ნაკეთობებში გაკეთებული არხების დიამეტრი მერყეობს 0,63 სმ-დან 45 სმ-მდე დიამეტრში. გრანიტში გაკეთებული ყველაზე პატარა ნახვრეტი 5 სანტიმეტრს შეადგენს დიამეტრში.
სურათზე ნაჩვენები გრანიტის ნაკეთობა, რომელიც გაბურღულია მილაკური ბურღით, 1996 წელს წარმოდგენილი იყო კაიროს მუზეუმის გამოფენაზე ყოველგვარი კომენტარებისა და ახსნაგანმარტების გარეშე. სურათზე კარგად ჩანს ნაკეთობის ღია ადგილზე წრიული, სპირალური ნაკვალევი, რომლებიც ერთმანეთის სრული იდენტურია.
მოკლედ თუ კარგად დავაკვირდებით ძველი ეგვიპტის არტეფაქტებს ნათელი ხდება, რომ ქვაში გაბურღვა, თვით ყველაზე მაგარ ქანებშიც კი, ძველი ეგვიპტელებისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ქვემოთა სურათზე თქვენ ხედავთ არხებს, რომლებიც სავარაუდოთ მილაკური ბურღით არის გაკეთებული.
სფინქსის ველთან მდებარე ტაძარში არსებული გრანიტის კარებების თაღებზე კარგად ჩანს მილაკური ბურღით გაკეთებული არხები. მარჯვნივ, გეგმაზე არსებული ლურჯი წრეები გვიჩვენებს ტაძარში არსებულ არხებს. ეტყობა ტაძრის მშენებლობისას არხები გამოიყენებოდა კარების საკიდებად.
ქვემოთ მოცემულ სურათებზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უფრო შთამბეჭდავი რამ-არხი 18 სმ. დიამეტრის, რომელიც ამოჭრილია გრანიტში მილაკური ბურღის საშუალებით. გაოცებას იწვევს მჭრელი ინსტრუმენტის სისქე. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო სპილენძი-არსებული სისქის მქონე მილაკური ბურღი და სავარაუდო ძალა, რომელიც მოდის მუშა ნაწიბურზე, გვაფიქრებინებს, რომ ეს უნდა ყოფილიყო არნახული სიმტკიცის შენადნობი. (სურათზე ნაჩვენებია ერთერთი არხი, რომელიც გაიხსნა გრანიტის ბლოკის გასკდომის დროს კარნაკში)
თეორიულად ალბათ ძველი ეგვიპტელებისათვის არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს მსგავსი ნახვრეტების გაკეთება თუ ისინი ამას მოინდომებდნენ, მაგრამ მსგავსი რამის გაკეთება გრანიტში დიდ სირთულეს წარმოადგენს. მილაკური ბურღვა საკმაოდ სპეციალიზირებული სფეროა და აუცილებლობის არ ქონის გამო არ განვითარდებოდა. ეს ნახვრეტები ნათლად გვიჩვენებს ძველი ეგვიპტელების მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებას.
ეს კი დოკუმენტური ფილმი სდაც განხილულია ძველი ეგვიპტელების ტექნოლოგიის საოცრებები