გართობაუცნაური

ათი ყველაზე ძვირფასი სათამაშო მსოფლიოში

image

წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ძვირფას სათამაშოს, რომელთაც შეუძლია გააოცონ არამარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები და პროფესიონალი კოლექციონერებიც კი.

10.ფაიფურის თოჯინა, შეფასებული 163 000-ად დოლარად.

XX საუკუნის დასაწყისში ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად მეთოჯინედ ითვლებოდა ანდრეს მარკე. 1915 წელს პარიზში ჩატარდა მისი თოჯინების გამოფენა, რომელმაც აღტაცება გამოიწვია მთელ ევროპაში. კოლექცია შედგებოდა ასი თოჯინისაგან, მათგან ჩვენ დრომდე მხოლოდ ათმა მოაღწია. აქედან ყველაზე ძვირად ითვლება ფაიფურის თოჯინა, რომელიც გაიყიდა Theriault’s-ის აუქციონზე 263 000-ად დოლარად.

image

9.სათამაშო ჯარისკაცი-200 000დოლარი.

1960 წელს კომპანიამ Hasbro-მ გამოუშვა სათამაშო ჯარისკაცები, რომლებსაც შეძლოთ კიდურების მოძრაობა და ამავდროულად საოცრად რეალისტურად გამოიყურებოდნენ. მათ “ჯარისკაცი ჯო”ეწოდათ და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბიჭუნებს შორის. ეს სათამაშო ბევრი კომიქსის და მულტფილმის გმირი გახდა.

image

8.სათამაშო ხომალდი-210 000 დოლარი.

გერმანულმა სათამაშოების ფირმამ Märklin 1905 წელს შექმნა ხომალდი «H.M.S. Terrible». ის წარმოადგენს ორთქლის საბრძოლო ხომალდის ზუსტ ასლს, რომელიც შედიოდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო სამეფო ფლოტის შემადგენლობაში და გამოყენებული იყო ბურებთან ომის დროს.

image

7.სათამაშო მანქანა-240 000 დოლარი.

2008 წელს ბრენდმა Hot Wheels-მა, რათა აღენიშნა არსებობის ორმოცწლიანი იუბილე, გამოუშვა უნიკალური ავტომობილი, მორთული ძვირფასი თვლებით. 2700 თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი ბრილიანტით იყო მორთული მანქანის კორპუსი, რომელიც თეთრი ოქროსგან იყო გაკეთებული. თუმცა ეს მანქანა იმდენად პატარა იყო, რომ ბავშვის ხელისგულზე მოთავსდებოდა.

image

6.სათამაშო მატარებელი-500 000 დოლარი.

როდესაც აუქციონ Christie’s-ის ექსპერტების ხელში მოხვდა 1906 წელს ფირმა Märklin- ის მიერ გამოშვებული ეს მატარებელი, მათ გაიფიქრეს, რომ ეს ნივთი განკუთვნილია არა სათამაშოდ, არამედ მაღაზიის ვიტრინის დასამშვენებლად და მყიდველების მოსაზიდად.ორქლმავლის სახურავზე 10 წლის ბავშვი თავისუფლად მოთავსდებოდა, ხოლო მთლიანად შემადგენლობის სიგრძე 3, 5 მეტრს აღწევდა. მატარებლის ფასმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.

image

5. თოჯინა “ბარბი”.

2010 წელს წარმოდგენილი იქნა ამ თოჯინების კოლექცია სერიიდან “პატარა შავი კაბა”.მისი ვარსკვლავი გახდა ბარბი ექსკლუზიური ბრილიანტის ყელსაბამით.აუქციონზე გაყიდული თოჯინით შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

image

4.თოჯინის სახლი-500 000 დოლარი.

სათამაშოებს შორის რომ არისტოკრატები ყოფილიყვნენ, ნამდვილად მოეწონებოდათ ეს სახლი, უფრო სწორად 3 მეტრი სიმაღლის ზღაპრული სასახლე. მის შექმნაში მონაწილებობდა 70-მდე ოსტატი-მხატვრები, იუველირები, ხეზე კვეთის ოსტატები. რამოდენიმე დეტალი თავად უოლტ დისნეის მიერაა შესრულებული.

image

3.ოქროს ცხენი-საქანელა-1 280 000 დოლარი.

იაპონიის პრინცის აკისინოს შვილის დაბადება ქვეყანაში ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცა. მომხიბვლელი ბიჭუნა მთელი იაპონიისათვის საყვარელი ბავშვი გახდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა რომ აღენიშნა, საიუველირო სახლის Ginza Tanaka-ის ოსტატებმა შექმნეს საქანელა-ცხენი, რომლის გაკეთებაზეც 30 კგ ოქრო დაიხარჯა. თუმცა სათამაშო არცთუისე მოხერხებული აღმოჩნდა:მის გადაადგილებაზე პატარა პრინცს უფროსების დახმარება სჭირდებოდა, რადგან საკმაოდ მძიმე იყო. საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენლები საჩუქარს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან:ისინი შვილებს პატარაობიდანვე თავმდაბლობასა და ფუფუნების გარეშე, მოკრძალებულ ცხოვრებას აჩვევენ.

image

2.დათუნია Teddy ლუის ვიტონისაგან-2 100 000 დოლარი.

2000 წელს გერმანულმა კომპანიამ Steiff გამოუშვა Bear Teddy, როემლსაც ბრენდის Louis Vuitton-ის ტანსაცმელი ეცვა.ელეგანტურ პალტოში გამოწყობილი დათვი წარმოდგენილი იქნა აუქციონზე და ის კორეელმა ბიზნესმენმა შეიძინა.

image

1.მექანიკური თოჯინა-6 250 000 დოლარი.

შვეიცარელ ოსტატს კრისტიან ბაის 15 000 საათი დასჭირდა, რომ აეწყო მექანიკური თოჯინა 2340 დეტალისაგან. აბრეშუმის ტანსაცმელში ჩაცმულ ბიჭუნას შეუძლია ფლეიტაზე დაკვრა, რის ხმაზეც ბიჭის ხელსა და მხარზე მჯდომი ჩიტები იწყებენ მოძრაობასა და სიმღერას. თოჯინასაც შესაფერისი სახელი დაარქვეს: “ჩიტების მჭერავი”. თოჯინას სიმაღლე 120 სანტიმეტრია, ხოლო წონა-55 კგ. თოჯინას მომართვა შესაძლებელია ტანსაცმელში დამალული გასაღების საშუალებით.

imageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button