გართობაკულტურა

„Gumball რალი“ – 3000 ლონდონში, 2014

20db8f6833a3
Gumball Rally 3000 -ის მონაწილეებმა სტარტი აიღეს (როგორც ყოველთვის, გამონაკლისის გარდა) ლონდონის ცენტრალურ რაიონში- კოვენტ გარდენი , Covent Garden.
ეს რაიონი- კოვენტ გარდენი მოიცავს ქალაქ უესტმინსტერის აღმოსავლეთ ნაწილსა და ქემდენის საგრაფოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს. რაიონი ძირითადად გასართობი და სავაჭრო დაწესებულებებითაა მოფენილი. აქვეა სამეფო ოპერის თეატრი, რომელსაც კოლოქვიალურად “კოვენტ გარდენსაც” უწოდებენ.
გუმბალ რალში მონაწილეობას იღებენ კლასიკური, მაღალი დონის სუპერქარები, რომლებმაც უნდა გაიარონ მანძილი- ლონდონიდან სტამბულამდე. მათ ეს მანძილი- 3 000 მილი (5000 კმ) უნდა დაფარონ 1 კვირის განმავობაში. მონაწილეებმა უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური $ 40873 ამერიკული დოლარი, ან £ 2500 ფუნტი-სტერლინგი, ან € 28812 ევრო, რომ დაუშვან რალში მონაწილეობისათვის.

aca9fe6db8e3
დაახლოებით 100 ავტომობილი გაემგზავრება ლონდონიდან, გაივლის 10 ქვეყანას, მათ შორისაა სუპერქარები, ეკო-ავტომობილები; დაგეგმილი მარშრუტის ფარგლებში, რალის ნაწილს შეადგენს უფასო მუსიკალური კონცერტები და VIP საღამოები.
არსებობს უამრავი ტიპის რბოლა-შეჯიბრი მსოფლიოში, მაგრამ ეს რალის ტიპი რომელსაც „Gumball 3000 „ ჰქვია არის ყოველწლიური 3,000 მილი (4,800 კმ) დისტანციის საერთაშორისო რალი; 1999 წელს მაქსიმილიონ კეპერის (Maximillion Cooper) მიერ დაარსებულმა ამ ტიპის რბოლამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, მასში 120 ძალიან ძვირადღირებული, სპორტული, მდიდრული და ექსკლუზიური ავტომობილი ღებულობს მონაწილეობას. ავტომობილთა შორის უცნაური ავტომობილებიც გვხვდება ხოლმე, მაგალითად: დიდ საბურავებიანი პიკაპები, პატრულის ავტომობილი და სხვ. (ნახეთ ვიდეო:)
8901f9598fc1
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Gumball 3000-ს რალი ეწოდება, თუმცა ნამდვილი რალისგან ის ძალიან განსხვავდება, მით უმეტეს რომ პირველობისთვის არანაირი პრიზი არ არსებობს. გუმბალი (Gumball) უბრალოდ ერთად თავმოყრილი ასობით უამრავი მაგარი ავტომობილის მოგზაურობაა, ეს კი ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის საოცნებო და ძალიან სასიამოვნო მომენტია…
თავდაპირველად, 1999 წელს გამართული რალის მარშრუტმა სტარტი, როგორც წესი ლონდონში აიღო. 120-მა ავტომობილმა მაქსიმალურ წერტილს, იტალიის ქალაქ Rimini-ს მიაღწია და ფინიშამდე, (უკან ლონდონამდე) ევროპის უამრავი ქალაქი გამოიარა. ამ რბოლის გამარჯვებული გახდა 1963 წელს გამოშვებული Jaguar E-Type. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეობას ცნობილი სახეებიც იღებდნენ. თარჯიმანი Justin Etzin-ი და მსახიობი Alexandra Aitken-ი, რომელთაც Gumball Rally-ზე მონაწილე ავტომობილებს შორის, ყველაზე ორიგინალური ავტომობილისთვის ტიტულიც გადასცეს.
4bcbf5b84d6e
2000 წელს გამართულმა რალიმ სტარტი ინგლისში, ისევ და ისევ ლონდონში აიღო და ევროპის გავლით ესპანეთში ჩავიდნენ. ამ რალში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას იღებდა რალის ავტორი მაქსიმილიონ კეპერი (Maximillion Cooper) ძალიან ცნობილი Bentley Arnage 1WO-თი. ხოლო 2001 წელს ცატარებული რალის გამარჯვებული Mercedes Brabus SV12 გახდა…
2011 წელს კი, Gumball 3000-ს ის სტარტი ნიუ იორკში აიღო და New York-ის, Toronto-ს, Indianapolis-ის, Kansas City-ს, New Mexico-ს, Las Vegas-ის გავლის შემდეგ , ლოს ანჯელესს მიაღწია.
36d79b07fa88
ნახეთ რალი: Gumball Rally 3000, 2014 წელი, ლონდონი:

48214aab90c2
8ee09e8bc926
4df9d16c1ac9
3208ab432b3d
f2b7e6a0e259
fc78f0985ef6
aec3d03f301a
2c2be313f247
83c840b4be9d
eb2407c87d9b
0c40ca8e2f5a
4889376f24a3
d97ddc2676e2
6c628a53d40b
3817c2b61b26
f2ed72f57cb0
552583e3b08c
6ec48e2de618
b39bdfd50452
4487664c6484
ec0376d32671
acd92f6df25b
981b5e04db1d
7ed8c3d1cce1
5356d63570c3
d98a1d91fafe
ნახეთ ვიდეო: რალის მონაწილეები შევიდნენ ედინბურგში — შოტლანდიის დედაქალაქში

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button