1990 წლების ბოლოს Saint-Jean-de-Boissier-ის კომუნაში (ნანტი, საფრანგეთი) დაიწყო პატარა შუასაუკუნეების ბეთლემის ეკლესიის აღდგენა-რესტავრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი გვენოლე კონგარი (Gvenole Congar) და მოქანდაკე ჟან-ლუი ბოასტელი (Jean-Louis Boastel). (ნახეთ ვიდეო:)
XV საუკუნის ეკლესიის ფასადი აუცილებელი იყო მოერთოთ 28 გორგულიით პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მსგავსად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნოტრ-დამი (Notre Dame ). გორგულიები, ცნობილია როგორც მონსტრები, რომლებითაც გაფორმებულია შუა საუკუნეების ეკლესიები. გორგულიები სიმბოლურად გამოხატავენ დემონების სამყაროს ძალებს და დრაკონებით დასახლებულ მიწისქვეშეთს. საქვეყნოდ ცნობილია, რომ პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
ბეთლემის ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციის დროს, შეიძლება ითქვას, რომ მხატვრებმა თავი გაართვეს თავიანთ ამოცანას – ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ გორგულიების ნაცვლად, ეკლესიაზე გამოჩნდა გრემლინები: გიზმო (gizmo), უცხო (Alien), რობოტი გრენდაიზერი (robot Grendayzer) და სხვ. გრემლინი კი მითოლოგიური პატარა, არსებაა რომლის სიმაღლეც იშვიათად აჭარბებს 50 სანტიმეტრს. ბალნით დაფარული ფეხები საშუალებას აძლევთ მათ გადაადგილდნენ აბსოლიტურად უხმაუროდ. ამავდროულად გაოცებას იწვევს გრემლინების გადაადგილების სიჩქარე. “გრემლინის ფექტის” მკვლევარების მონაცემებზე დაყრდნობით მათი სიჩქარე 1.5 მ/წმ-ს აღწევს. ეს გარემოება ადამიანს ხშირ შემთხვევაში აფიქრებინებს რომ ის ან მოჩვენებაა, ან რაიმე სხვა ასტრალური ქმნილება. მათი გადაადგილების სიჩქარის და მალვის უნარის გამო მათ ორმაგად უჩინარებად თვლიან.
რესტავრატორებმა მოახერხეს, რომ გადაექციათ უღიმღამო , მქრქალი ეკლესია ნამდვილ ეკლესიად და შეუბღალავად, შეუცდომლად დაეცვათ ყველა ქრისტიანული ტრადიციები.
ნახეთ ვიდეო: ეკლესიის ფასადი გორგულიებით