არქივი

ნისანის ახალი ZEOD RC სპეციალურად ,,ლე მანის” რბოლისათვის

2bac48db2329

,,ლე მანის”  გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე (WEC) უკვე ძალიან ძლიერმა საქარხნო გუნდებმა მოიყარეს თავი – Audi-ს და Toyota-ს უკვე Porsche დაემატა. პროტოტიპების კლასში სხვა ავტომწარმოებლებიც აპირებენ ჩართვას, მათ შორის Nissan-იც, რომელმაც თავისი კვლევისა და განვითარების  ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიმართა ლე მანის პროგრამაზე.

მაგრამ  ამ პროგრამას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია განხორციელება, თუ რეგლამენტი „რადიკალურად განსაკუთრებულის“ გაკეთების უფლებას მისცემს. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ამაზე ჯერ ლაპარაკი არაა, რადგან Nissan-ი ამ თემაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ლე მანის რბოლის ორგანიზატორ ACO-სთან (Automobile Club de l’Ouest, ანუ დასავლეთის საავტომობილო კლუბი). მოლაპარაკების თემა, რეგლამენტში სპეციალური გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობაა.
4f99bad81c89

უნდა ითქვას, რომ ACO საკმაოდ მოქნილ პოლიტიკას ატარებს, რაც გამძლეობაზე რბოლებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებას იძლევა. სწორედ ამის წყალობით, ლე მანით და მისი სერიით ბევრი კომპანია დაინტერესდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც რეგლამენტში შევიდა, იმ ენერგიის შეზღუდვაა, რაც ერთი წრის გასავლელად შეიძლება ეკიპაჟმა გამოიყენოს. ამან სარბოლ ტექნიკაში უკვე არნახული მრავალფეროვნება მოიტანა. კერძოდ, თუ Porsche ძირითად აგრეგატად ოთხცილინდრიან ძრავს იყენებს, Toyota-მ ისევ V8 აგრეგატი ამჯობინა, Audi კი ექვსცილინდრიანი დიზელის ერთგული რჩება.

a7269911fd65

რეგლამენტის გამო, Nissan-ი ვერ შეძლებს ძირითად პელოტონში თავის რევოლუციურ სარბოლ ელექტრომობილ ZEOD RC-ს (ფოტოზე) გამოყვანას. ეს ავტომობილი 56-ე ბოქსის ბინადარი იქნება, სადაც ბოლო რბოლებში, ეკოლოგიური ავტომობილების ადგილია და მათი დაშვება, მიზნად მხოლოდ „მწვანე ტექნოლოგიების“ პროპაგანდას ისახავს. რეგლამენტი ჯერჯერობით კრძალავს სუფთა ელექტრომობილით ლე მანზე ასპარეზობას.
6a4e62262d30

Nissan-ს კი სურს, რომ 24-საათიან რბოლაში სრულიად განსხვავებული ტექნიკით გამოვიდეს. და თუ ACO დათმობაზე არ წავა, მაშინ იაპონური კომპანია სხვა მსგავს რბოლასთან, ან სერიასთან ეცდება საერთო ინტერესის გამონახვას.
9360b2fd6d03
3dcab5e235f8

მსგავსი ამბები

Back to top button