არქივი

,,ჰიუნდაის” სარბოლო მოდელი – i20 WRC

7d0fb458a1c8

ჯერ ხარისხი, მერე რაოდენობა – ასეთი პრინციპით მუშაობს კორეული კომპანია Hyundai, რომელიც წლიდან წლამდე, საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო იმყარებს პოზიციებს.

მაგრამ ჯერჯერობით არსებობს სფერო, რომელშიც ის ჯერჯერობით კონკურენტებს ჩამორჩება. ესაა მისი პრაქტიკულად ნულოვანი სპორტული აქტივობა და სერიული მოდელების ტემპერამენტიანი ვერსიების არქონა, როგორებითაც საფუძვლიანად ამაყობენ სხვა კომპანიები.
1df8cfc147a0

თუმცა, მალე „ამ ნაკლსაც გამოასწორებს. ჯერ ერთი, ახალი სეზონიდან რალის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება, რისთვისაც ერთი წელია, ემზადბა. მეორეც, ჩამოაყალიბა ახალი ქვე-ბრენდი N, რომელიც კორეული კომპანიის სპორტულ ვერსიებს შეიმუშავებს. გუნდის და ქვე-ბრენდის შტაბ-ბინა გერმანიის ქალაქ ალცენაუში განლაგდა.
4ea58cf35772

რალის Hyundai Motorsport GmbH-ს შეფმა მიშელ ნანდანმა განაცხადა, რომ სარბოლო i20 WRC წელიწადზე ნაკლებში მომზადდა და ტესტების სრული პროგრამა უკვე დაასრულა. მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პირველი სეზონი ერთგვარი სწავლის და გამოცდილების მიღების სეზონი იქნება, რის შემდეგაც გუნდი რეალურ მიზნებს დაისახავს.

გუნდს პილოტებად Hyundai-მ გამოცდილი პილოტები – ესპანელი დანი სორდო, ავსტრალიელი კრის ეტკინსონი, ფინელი იუჰო ჰანინენი და ბელგიელი ტიერი ნოივილი აიყვანა. სხვათა შორის, ნოივილმა გასულ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. გუნდის გენერალური სპონსორი და ტექნიკური პარტნიორია ნავთობკომპანია Shell.
e4ce146288dd
სხვათა შორის, სარბოლი i20 WRC-ის კაპოტზე ახალი ქვე-ბრენდის ლოგო – სტილიზებული N-ია გამოსახული, რომელიც სიმბოლურად კორეის ქალაქ ნამიანს აღნიშნავს. ამ ქალაქში Hyundai-ს კვლევისა და განვითარების გლობალური ცენტრი მდებარეობს. WRC გუნდს და ქვე-ბრენდ N-ის ერთად განლაგება იმითაცაა საყურადღებო, რომ რალიზე მოპოვებულ გამოცდლებას კორეული კომპანია სწორედ თავის ტემპერამენტიან ავტომობილებზე გამოიყენებს და რიგ პროექტებზე, მისი ეს ორივე შტო ერთობლივად იმუშავებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button