სამხედროები, რომლებმაც თავიანთი შვილები პირველად ნახეს.
არცისე წყნარად დაიწყო 21-ე საუკუნე. ერთი ქვეყნის მოსახლეობა აჯანყებებს აწყობს, სხვები – შიმშილობენ. ზოგიერთმა ახალ საუკუნეს საერთოდ ომში შეხვდა და სანამ ხალხი ცდილობს ერთმანეთს გაუსწორდეს თავისივე ქვეყნის შიგნით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ომი არის ომი და მისი მსხვერპლი ნამდვილია. განადგურებული სახლები, ახალი კუბოები სასაფლაოებზე, დაობლებული ბავშვები. რათქმაუნდა, მე ამ ერთი პოსტით სიტუაციას ვერ გამოვასწორებ, მაგრამ თუკი ფოტოები დაგაფიქრებთ, ეს უკვე კარგია.
საუბარი მიდის ფოტოებზე, რომლებიც ილუსტრირებენ სამხედროების შეხვედრას თავიანთ შვილებთან პირველად. ფოტოებზე გამოსახული ყველა გმირი თავის შვილს შეხვდა პირველად და ეს ალბათ ყოველი მამაკაცის ბედნიერი წამია ცხოვრებაში.
მაგრამ არიან ბავშვებიც, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთი მამების ნახვა და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც ვერ გამოისყიდი ვერანაირი ომით და მისი შედეგებით – ვერც ამაყად მფრინავი დროშით და ვერც ომის დასრულების ქაღალდებით. თუ გამარჯვების მიღმა არის ადამიანის სისხლი და ბავშვის ცრემლები, მაშინ ამ გამარჯვების ფასი გროშიც არ არის. ამ ფაქტს ყველაზე კარგად ადასტურებს რგოლი სახელად “ერთი წამი გოგონას ცხოვრებიდან” რომელიც მე ასევე განვათავსე უცნაურ ბლოგზე. ამ მცირე სურათში ნაჩვენებია თუ როგორ გადაიქცევა ერთი მხიარული და სიცოცხლით სავსე გოგონა უბედურ დაობლებულ გოგონათ და რის გამო? ომის გამო, რომელმაც მას ყველა და ყველაფერი წაართვა.