„La Leopolda“ – მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვილა
ვილა „La Leopolda“ ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კერძო სახლად. (ნახეთ ვიდეო:)
ბრიტანეთის გაზეთი „Daily Express“ იტყობინება, რომ ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, რომან აბრამოვიჩი (Roman Abramovich) ყიდულობდა ვილას „Villa La Leopolda“ საფრანგეთის რივიერაზე $500 მილიონ ამერიკულ დოლარად. მოგვიანებით, კიდევ ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა „The Independent“-მა მოძია ინფორმაცია ვილის გაყიდვაზე და ადრე მოძიებული ინფორნამაცია დააყენა ეჭვქვეშ, ბრიტანელმა ჟურნალისტმა გამოიყენა ოლიგარქ აბრამოვიჩის წარმომადგენელის წყარო მოსკოვში. მანამდე ვილა ეკუთვნოდა ბილ გეითს, რომელმაც შეიძინა £ 250,000,000 ევროდ.
ვილა „La Leopolda“ მდებარეობს საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქ ვილფრანშ-სიურ-მერის ტერიტორიაზე, ნიცასა და მონტე-კარლოს (Monte Carlo ) შორის . ვილა ცნობილია ულამაზესი ხედებით ზღვაზე და უზარმაზარი ბაღით, რომელიც განთავსებულია 10 აკრზე, ანუ 4 ჰექტარზე ( 1 აკრი=0,4 ჰექტარი) და რომელსაც 50 მებაღე უვლის. ვილაში განთავსებულია 15 საძინებელი ოთახი და 14 სააბაზანო, საცურაო აუზი, ავტოფარეხები, გოლფის სათამაშო მოედანი, ბაღები, ასევე სახლის შემადგენლობაში შედის იქვე მყოფი სანაპიროს ნაწილიც…
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ვილას სახელი ბელგიის მეფის, ლეოპოლდ II საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი სულ რაღაც ერთ ფრანკად შეიძინა და აქ ვილა 1902 წელს ააშენა თავისი საყვარელი ადამიანისათვის. ერთ დროს ამ ვილაში “ფიატის” იმპერიის დამაარსებელი, ჯოვანი ანიელი (Gianni Anielli) ცხოვრობდა. მამულის მფლობელი თავის დროზე იყო ბილ გეითსიც, ხოლო ამჟამად აქ მისი მფლობელი ლილი საფრა, ლიბანური წარმოშობის შვეიცარიელი ბანკირის ედმონ საფრას ქვრივი ცხოვრობს.
ასევე ცნობილ და ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენსაც – მიხეილ პროხოროვსაც დიდი სურვილი ქონდა შეეძინა ვილა „La Leopolda“ , მაგრამ მილიარდერი ოლიგარქი მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აშკარად დააშინა, რაც ბოლო ხანებში „The Times“-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამაც დაადასტურა: “ბიზნესმენმა გადაიფიქრა ფრანგულ რივიერაზე Villa Leopolda-ს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლის შეძენა, რომელიც € 500 მილიონ ევროდ არის შეფასებული”. უძრავ ქონებაზე ფასმა ბოლო დროს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დაიკლო, ამიტომ ამ სახლში ფულის დაბანდება მან არახელსაყრელად მიიჩნია. პრესით ისიც კი გაცხადდა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენი შევაჭრებასაც შეეცადა. მას სურდა ამ სახლში € 200 მილიონი ევროთი ნაკლები გადაეხადა, რაც არ გამოუვიდა. ამჟამად, ოლიგარქის ადვოკატები ცდილობენ უკან დაიბრუნონ ამ სახლში წინასწარ გადახდილი € 39 მილიონი ევრო, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ფრანგული კანონების მიხედვით საქმიანი გარიგების ხელმოწერის შემდეგ იგივე გარიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი ფული გადამხდელს უკან არ უბრუნდება. ნიცაში ამ თემაზე ხუმრობენ კიდეც: “სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, რუსი ბიზნესმენი მზად იყო ამ სახლის შესაძენად ნახევარი მილიარდი დოლარი გადაეხადა, ამჟამად კი მას ძალიან უჭირს “სულ რაღაც” რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დათმობა!”
ვილა „La Leopolda“ – ხედი კოსმოსიდან (Google Earth)
ნახეთ ვიდეო: