მოდების ჩვენება – Victoria’s Secret გადადის ლონდონში
ცნობილი მოდების ჩვენება „Victoria’s Secret „, რომელიც ყოველი წლის ბოლოს აწყობს გრანდიოზულ ფეშენ-შოუს ნიუ იორკში გადავიდა ევროპაში. ასე რომ, შოუ-ჩვენება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და მოთხოვნადი „ანგელოზების“ მოდა , რომელიც გაიმართება 2014 წლის 2 დეკემბერს, ჩატარდება ლონდონში. როგორი იქნება შოუ „მოდის სამყაროში“ , ჩვენ ვნახავთ ზამთარში, ახლა კი გთავაზობთ გავიხსენოთ ყველაზე ნათელი და თვალსაჩინო მომენტები:
წელს ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, კარლი კლოსი, ანა ვიალიცინა, ანია რუბიკი, მირანდა კერი, დაუტცენ კრეზი, შანელ იმანი, ბრეხატი პრინსლუ (Behati Prinsloo), ლილი ოლდრიჯი (Lily Aldridge), ერინ ჰიტერტონი (Erin Hiterton), კარლი კლოსი (Karlie Kloss) და სხვები.
მოდელებმა წარმოადგინეს Swarovski-ის კრისტალებით გაფორმებული მდიდრული კოსტუმები და შესანიშნავი განწყობა შექმნეს.
2013 წლის 13 ნოემბერს ნიუ -იორკში გაიმართა ყოველწლიური ქალის თეთრეულის ცნობილი ბრენდის „Victoria’s Secret“-ის გრანდიოზული მოდების ჩვენება, რომელშიც მიიღეს მოინაწილეობა „ანგელოზებმა“…
პოსტში დადებული მქონდა Victoria’s Secret 2013-2014 წლების – ფეშენ შოუ, სადაც საიტი „Secret “ -ის თანახმად Victoria’s Secret 2013 წლის შოუს “მთავარი ანგელოზი” კენდის სვეინპოლი იქნება. სწორედ, მას ერგო პატივი წარმოადგინოს ოქროს აქსესუარი, რომელიც 4 200 ძვირფასი თვალით არის გაწყობილი და $10 მლნ. დოლარი ღირს. ბიუზჰალტერს ამშვენებს 52 კარატიანი ლალის თვალი, 4200 ძვირფასი თვლები (ყვითელი საფირონები, ბრილიანტები, ზურმუხტები ) კენდიმ წარმოადგინა „Royal Fantasy Bra“ -ბიუზჰალტერი, რომელიც დაამზადა შვეიცარელმა იუველირმა Pascal Mauvadom-მა;
ქერათმიანი ალექსანდრა ამბროსიო – Alessandra Ambrosio, ბრაზილიელი სუპერ მოდელია. წარმოშობით არისტალიელი. 15 წლის ასაკში მან პირველი ადგილი დაიკავა კონკურსში Elite Model Look-ბრაზილია, რის შედეგად პირველი კონტრაქტიც გააფორმა.
ამ ფოტოზე წარმოდგენილია: ადრიანა ლიმა – Adriana Lima
ადრიანა ლიმა – Adriana Lima ბრაზილიელი სუპერმოდელია; არსანიშნავია, რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და ცოტას იტალიურად და ესპანურად. ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული.
18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან“ გააფორმა კონტრაქტი. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს“, „Fendi–ის“, „ Emanuel Ungaro–ს“, „Giorgio Armani–ს“, „Valentino–ს“ და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria’s Secret–თან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.
სხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე,თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას.
ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილს ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.
ამ ფოტოზე წარმოდგენილია მირანდა მეი კერი Miranda May Kerr.
ავსტრალიელი სუპერმოდელი დაიბადა სიდნეიში, გაიზარდა გუნედაში – ძალიან პატარა ქალაქში. მირანდას ყავს 1 ძმა ; მირანდა სწავლობდა ცხენზე ჯირითს ბებიის ფერმაში და მისმა ბავშვობამ სწორედ ისე ჩაიარა, რომ ყოველთვის აკვირდებოდა ადამიანებს ხასიათით და არა ჩაცმულობით. ოჯახი გადმოსახლდა ქალაქ ბრიზბენში, რათა მირანდას და მის ძმას მიეღოთ კარგი განათლება .
მალე მირანდას სახე საკმაოდ პოპულარული გახდა ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში და მირანდა გაემგზავნა ნიუ-იორკის დასაპყრობად. იქ მან გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან – Maybelline New York და მალე მიიწვიეს Victoria’s Secret-ის კატალოგში გადასაღებად და მალევე გახდა ანგელოზი – Victoria’s Secret Angel კერს მოიხსენიებენ როგორც – ელ მაკფერსონის შემცვლელს. მასზე ამბობენ რომ, მირანდამ დაიპყრო ამერიკა…
მირანდა არის დაქორწინებული მსახიობ ორლანდო ბლუმზე. ვარსკვლავურმა წყვილმა, victoria’s secret-ის მოდელმა მირანდა კერიმ და მისმა მეუღლემ ორლანდო ბლუმმა ტროპიკულ კუნძულ Bora Bora-ზე საოჯახო შვებულება მოიწყვეს, თავიანთ 16 თვის ვაჟთან Flynn-თან ერთად.
მირანდას სიმაღლეა: 175 სმ, ხოლო მისი პარამეტრებია: 81-61-86
თმის ფერი: ყავისფერი აქვს, ხოლო თვალების ფერი კი სასწაული ცისფერი :*
მირანდა მეი კერი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებდი სუპერმოდელი მსოფლიოში. ფორბსის 2012 წლის მონაცემებით ამ მხრივ მირანდა მე-9 ადგილს იკავებს.
victoria’s secret ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ფირმაა,
რა მოთხოვნებს უნდ ააკმაყოფილებდეს მოდელი,რომ იგი მიიღონ? 1-აუცილებელია მოდელის სიმაღლე იყოს არაუდაბლეს 172 და არაუმაღლეს 182 სანტიმეტრისა. 2. მოდელის პარამეტრი უნდა იყოს-86-61-86. შეიძლება მოდელის პარამეტრები ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ მაშინ მოდელს არაჩვეულებრივად ლამაზი სახე უნდა ჰქონდეს. 3-ასაკი(18-22) „ანგელოზებთან“ ასაკობრივი ცენზურა არ გვხვდება. 4-მოდელის სახე, მოდელს უნდა ჰქონდეს მომაჯადოებელი ღიმილი. 5-უპირობო მოთხოვნილებაა მოდელების ხასიათი,მოდელებს ერთმანეთთან უბადლო ურთიერთობა ჰქონდეთ,რადგან თუ მათ შორის ჩხუბი ატყდება, ეს კომპანიას რათქმა უნდა სახელს შეულახავს,ამიტომ ამ კომპანიაში,არა მხოლოდ სხეულით ანგელოზები მუშაობენ,არამედ სულითაც. 6-მათ სურათებს ცხადია ფოტოშოპით ამუშავებენ,მაგრამ ფეშენ შოუებზე მათ ამის ფუფუნება არ აქვთ…
ნახეთ ვიდეო:
ამ ფოტოზე წარმოდგენილია Victoria’s Secret-ის შენობა
ბრენდი Victoria’s Secret შეიქმნა 1977 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან–ფრანცისკოს გარეუბანში. მისი დამფუძნებელი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდი. აი, როგორ დაიწყო ბრენდის შექმნა :
ერთ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი მეუღლისათვის ეჩუქებინა ქალის ლამაზი თეთრეული. მაგრამ, რადგანაც გამყიდველები უხერხულობას გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევაში , ყიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სწორედ მაშინ როის მოუვიდა იდეა გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია. პირველი ვიქტორია სეკრეტის მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში.
პროდუქცია გამოფენილი იყო როგორც ჩვეულებრივად, კედლების გასწვრივ, ასევე მანეკენებზე , რაც მოსახერხებელი იყო პროდუქციის ასარჩევად კაცებისათვის…
კიდევ ერთი სიახლეც იყო იყო საფოსტო ვიქტორია სიკრეტის კატალოგები , რაც საშუალებას აძლევდა კლიენტებს შეერჩიათ პროდუქცია სახლიდან გაუსვლელედ.
როი რეიმონდსმა საკუთარი ბიზნესის გაყიდვის შემდეგ გახსნა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. 1993 წლის 26 აგვისტოს 47 წლის ასაკში როიმ თავი მოიკლა. იგი გადმოხტა სან–ფრანცისკოს მახლობლად მდებარე Golden Gate Bridge ხიდიდან.