გართობაუცნაური

ყველაზე ეგზოტიკური საფეხმავლო ბილიკები

image

არც თუ ისე დიდი ხნის წინ უცხოურ მედიაზე გამოქვეყნდა კრებული “საუკეთესო სამოგზაურო გზების” შესახებ. თავის მხრივ კი უდიდესი ყურადღება მიიქცია საფეხმავლო ბილიკებმა. სასწაულია, როდესაც იქ, სადღაც მიწის შორეულ ნაწილში იშლება თავგადასავლებით სავსე, კომფორტისგან ძალიან შორს მყოფი ბილიკები. მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი თქვენგანი ამბობს ალბათ უარს ამ უდიდეს სიამოვნებაზე, მიიღოს მეტი გამოცდილება ცხოვრებაში ამ ბილიკების გავლით. მინდა წარმოგიდგინოთ “ყველაზე ეგზოტიკური საფეხმავლო ბილიკების” რამოდენიმე მაგალითი და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ეს უბიძგებს მეტი გამბედაობისკენ.

1). ლაუგავეგურინის უღელტეხილი.

 

ლაუგავეგურინი გვევლინება ყველაზე პოპულარულ საფეხმავლო ბილიკებით აღსავსე უღელტეხილად. მოგზაურობის დროს თქვენს თვალწინ იშლება სხვადასხვა ფერის მთები, დიდი მყინვარები, მდინარეები და ტბები. იმდენად თვალწარმტაცია და საკმაოდ დიდ სივრცეზე ეს ყოველივე, რომ მოგზაურობა წინასწარ ფიზიკურ შემზადებისა და 4 დღიანი ტურის ფასად ჯდება.

image

2). ბილიკი შვედეთში.

 

ბილიკი გადის მთელი ევროპის ყველაზე უმსხვილეს ველურ სფეროებში. ბილიკი მოიცავს 440 მილს და მდებარეობს Abisko-ს ჩრდილოეთ და Hemavan-ის სამხრეთ ნაწილებს შორის. მოგზაურობის დროს იპყრობთ ქვეყნის ყველაზე მაღალ მთას.

image

3). იუნანი ჩინეთში.

 

მთიანი, ეგზოტიკური საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მდებარეობს ჩინეთში. წარმოადგენს ჩინეთის ისტორიულ და კულტურულ ადგილს, რომელიც გაჟღენთილია ლეგენდარული ტერასებით, ტბებით, მდინარეებით და ეროვნული პარკით.

image

4). Torres del Paine.

 

ასე ჰქვია ამ საფეხმავლო ბილიკს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საფეხმავლო ბილიკად სახელდება. მოგზაურობა, საკმაო ფიზიკურ ძალებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მგზავრები აქ განიცდიან მაგიპნოზირებად ეფექტს. ნაციონალური პარკის ლურჯი მყინვარები წარმოქმნიან მნათობს ამ ადგილას, თავად მთები კი სხვადასხვა ეგზოტიკურ-ველურ ფორმებს წარმოადგენს.

image

5). Cerro Fitz Roy- არგენტინა.

 

ერთადერთი საფეხმავლო ბილიკია ორ მთას – ეროვნულ პარკსა და პატაგონს შორის, რომელიც ასევე არის ჩილეს საზღვარი. წარმოადგენს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს მთელს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

image

6). ინკების ჩიხი პერუში.

 

43 კილომეტრიანი ბილიკით ადის გზა სამხრეთ ამერიკის თავზე, საიდანაც ეგზოტიკური სილამაზე- მთის პეიზაჟები, აყვავებული ტროპიკული ხეები, სუბტროპიკული ჯუნგლები, განსაცვიფრებელი ნანგრევები და ბოლოს ძველი, ინკების დაკარგული ქალაქი იშლება თვალწინ.

image

7). დიდი ჰიმალაის ბილიკი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნეპალსა და ბუტინს შორის გზა დასრულებულია, ეს 4, 500 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი ისევ არსებობს დიდი ჰიმალაის ღრმა დიაპაზონში. მარშრუტი შემუშავებულია, რომ ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი ალპური ტურისტული ბილიკი არსებობდეს მსოფლიოში.

image

8). ოკეანის დიდი ბილიკი.

 

243 კილომეტრიანი გზის საფარი ავსტრალიის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე ფაქტიურად მსოფლიოს უდიდეს მემორიალად ითვლება, რომელიც ეძღვნება პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებს.

image

9). თოვლის კაცის ჩიხი ბუტანში.

 

საკმაოდ გრძელი საფეხმავლო ბილიკი ბუტანში, რომლის ტურიზმი მოიცავს 24 დღეს, მოწყდე კაცობრიობას ამ ხნის განმავლობაში ძალიან წამახალისებელი ფაქტორია. მშვიდი და მშვიდობიანი ადგილია, რომელიც შემოიფარგლება 11 მთით და ერთ-ერთის უმაღლესი მწვერვალი 5, 304 მეტრს აღწევს.

image

10). პეტრას სამეფო იორდანიაში.

 

დანას ნაკრძალიდან პეტრას სამეფომდე გადის 50 მილიანი ბილიკი., რომელიც ფეხით ლაშქრობის შვიდ დღეს მოიცავს. მაგრამ როდეს ამ შვიდი დღის შემდეგ აღმოჩნდებით თვალწარმტაცი ფასადის წინაშე, მიხვდებით რომ ეს დამღლელი მგზავრობა ამად ღირდა. პეტრა ითვლება ერთ-ერთ ცნობად და დაკარგულ ქალაქად მსოფლიოს მასშტაბით ამ სიაში.

image

 

 

წყარო : http://intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button