ყველაზე მაღალი განათებული „მცურავი ხე“ ბრაზილიაში
რიო დე ჟანეიროში აანთეს ყველაზე მაღალი „მცურავი ხე“, რომლის სიმაღლე შეადგენს 85 მეტრს, ხოლო მისი წონა აღწევს 530 ტონას. „მცურავი ხე“ ბრაზილიაში შეამკეს დაახლოებით 3 მილიონი ნათურით. გრანდიოზული ხის ანთებასთან დაკავშირებით გაუშვეს ლამაზი ფეიერვერკები.
ამ განსაცვიფრებელი სანახაობის საყურებლად ტბა „Lake Rodrigo de Freitas“-ის სანაპიროებზე, მთა კორკოვადოს (Corcovado ) ძირას შეიკრიბა 250 ათასზე მეტი ადამიანი: ნახეთ ვიდეო
უტყუარი ფაქტია რომ რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს,შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს…
ყველაფერ ამას დაემატა ულამაზესი სანახაობაც – 85 მეტრიანი განათებული „მცურავი ხე“ რიო-დე-ჟანეიროში (ნახეთ ვიდეო:)
მართლაც, ულამაზესი სანახაობაა
ნახეთ ვიდეო: