TECH & მეცნიერებაგართობა

15 თვალწარმტაცი ხედი განსაცვიფრებელი სასტუმროს ნომრებიდან, I ნაწ.

7835e3d4843b
ზოგჯერ რომანტიული, ზოგჯერ ისტორიული, მაგრამ, რა თქმა უნდა სულისშემკვრელი – თქვენს წინაშეა 15 განსაცვიფრებელი პეიზაჟი მსოფლიო დონის სასტუმროს ფანჯრებიდან: ნახეთ ვიდეოები:
36f8c3452818
1. სასტუმრო „Mandarin Oriental“, ნიუ იორკი
ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას „ნიუ იორკ სიტის“ უწოდებენ. ხოლო ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ („Big Apple“)
როგორც ჩანს, 8 მილიოზე მეტი მცხოვრებით „დიდ ვაშლში“ ჩქეფს სიცოცხლე – სასტუმრო „Mandarin Oriental“ -ის ზემოდან ჩანს კოლუმბის მოედანი (Columbus Circle) და ცენტრალური პარკი
„Mandarin Oriental“ – არის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს მანჰეტენზე – Time Warner Center-ში, კოლუმბის მოედანთან; ხოლო თვით სასტუმრო გაიხსნა 2003 წლის დეკემბერში.
ნახეთ ვიდეო:

eab41372beb8
2. “ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო“ – (Trump International Hotel), ჩიკაგო
საათის კოშკის (Wrigley Building Clock Tower) და მიჩიგანი ტბის გასაოცარ ხედს დაინახავთ ტრამპის სასტუმროს (Trump Hotel) ფანჯრებიდან.
ნახეთ ვიდეო:

e3ebd68ffe31
3. სასტუმრო „Oberoi Amarvilas“ – აგრა, ინდოეთი.
მსოფლიოს საოცრების- თაჯ მაჰალის ხედი მოჩანს სასტუმროდან, რომელიც მდებარეობს ქალაქ აგრაში.
თაჯ-მაჰალი („სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმია, რომელიც აგებულია 20. 000 მუშის მიერ 1631-1653 წლებში, მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით; თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის მავზოლეუმი, ხოლო მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
ნახეთ ვიდეო:

517ef2a13e11
4. “მანდარინ ორიენტალი“ (Mandarin Oriental), სან- ფრანცისკო.
ოქროს კარიბჭე (Golden Gate), ალკატრასი (Alcatraz Island)-ყოფილი ციხე სან- ფრანცისკოში და პირამიდის ფორმის შენობა „Transamerica“ წარმოგიდგებათ ნებისმიერი ადამიანის თვალთახედვის არეში, ვინც აიღებს ნომერ ლუქს -Oriental-ს სასტუმრო “მანდარინ ორიენტალში“, სან- ფრანცისკო.
ნახეთ ვიდეო:

51c79b37ec60
5. სასტუმრო- „Hotel Palazzo Manfredi“, რომი.
თუ იღებთ ნომერს სასტუმრო „Hotel Palazzo Manfredi“-ში, თქვენ გაიღვიძებთ ოთახში, რომლის ფანჯრიდან ჩანს რომის კოლიზეუმი (Coliseum), რომელიც თითქმის 2000 წლისაა.

60e611dccc7a
6. სასტუმრო „რედისონ ბლუ ლე მეტროპოლიტენი“ (Radisson Blu Le Metropolitan), პარიზი.
ისიამოვნეთ ეიფელის კოშკის რომანტიკული და თვალწარმტაცი ხედით სასტუმროს ნომრიდან სახელწოდებით: “City of Lights“.
ნახეთ ვიდეო:

738cd2a19dc5
7. სასტუმრო „Mykonos Blu“ , საბერძნეთი.
კრისტალურად გამჭვირვალე, სუფთა ზღვის წყალს ჰორიზონტამდე დაინახავთ „Mykonos Blu“-ს ნებისმიერი ნომრიდან.

cb379ca7c799
8. სასტუმრო „Four Seasons“, სიდნეი
სასტუმროში „Four Seasons“ (ოთხი სეზონი) პრეზიდენტის მდიდრული ლუქსიდან ჩანს სიდნეის ოპერის თეატრი (Sydney Opera House).
ნახეთ ვიდეო:
1.
2.

29eacb621c30
9. სასტუმრო „Amangiri“, კანიონ-პოინტი, იუტას შტატი ამერიკაში
სასტუმროს ნომრიდან თქვენ დაინახავთ უდაბნოს ლამაზ პეიზაჟებს და უძველესი ქვის ფორმირებებს…

7cef615f2d76
10. სასტუმრო „St. Regis Princeville“, ქალაქი კუაი, ჰავაის კუნძულკები
წყნარი ოკეანის, ტროპიკული ბაღების თვალწარმტაცი და კოლორიტული ხედები იშლება დამსვენებელის თვალწინ სასტუმრო „St. Regis Princeville“-დან…

a95feb0599df
11. სასტუმრო „Banyan Tree Al Wadi „, – რას ელ ჰაიმა, არაბთა გაერთიანებული საემიროები
ფედერაცია აერთიანებს შვიდ საემიროს: აბუ დაბი, დუბაი, შარჯა, რას-ელ ჰაიმა, ფუჯეირა, უმ-ალ-ქუვაინი და აჯმანი.
უდაბნოს ქვიშები გარს ერტყმის სასტუმროს „Banyan Tree Al Wadi„ სამივე მხრიდან.

d4c432e5a7af
12. სახლი (Waldorf Astoria), მალდივის სანაპიროზე – მანაფარუს კუნძული.
ისიამოვნეთ წყნარი ოკეანის შთამბეჭდავი ხედებით და რაც მთავარია მალდივის კუნძულის სანაპიროზე არისს პლანქტონების (წყალში „პასიურად“ მოძრავი ორგანიზმების ერთობლიობა) ერთგვარი სახეობა, რომელიც გარკვეული პერიოდით ბინას იდებს სანაპიროზე და მალდივის კუნძულის სანაპირო ლურჯი ფერის ხდება-ასევე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ემსგავსება. ..
ნახეთ ვიდეო:
1.
2.

3fd8aab90640
13. სასტუმრო „Salto Chico“, პატაგონია-ოლქი არგენტინაში.
სასტუმროდან იშლება ეროვნული პარკის (Torres del Paine) პეიზაჟები…
აღსანიშნავია მისი სახელწოდების წარმოშობა, პირველად სიტყვა „პატაგონი”, მაგელანმა უწოდა თავისი მოგზაურობისას, აღწერა რა იქ მცხოვრები გიგანტური ზომის ხალხი პატაგონები.

8e557413f557
14. სასტუმრო „St Regis“, ბორა-ბორა
ბორა-ბორა მცირე ზომის კუნძულია, რომლის გარშემოც გამაოგნებელი ლაგუნა და ბარიერული რიფია განლაგებული , ხოლო სასტუმრო „St Regis“- ის ღია აივნებიდან და ვერანდებიდან თქვენ ისიამოვნებთ ლაგუნის და რიფების თვალწარმტაცი პეიზაჟებით…
აქვე ავღნიშნავ, რომ ბორა ბორა ერთი-ერთი ყევლაზე პოპულარული კუნძულია და მას ხშირად სტუმრობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რიანა, კიმ კარდაშიანი, ირინა შეიკი და მრავალი სხვა. ბორა ბორას ყოველწლიურად 200,000 – 280, 000 ვიზიტორი სტუმრობს.

3ad3b37796ef
15. სასტუმრო „Chateau Marmont“, ლოს ანჯელესი
სასტუმრო „Chateau Marmont“, რომელშიც ხშირად ჩერდებიან შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, გთავაზობთ ცნობილი ჰოლივუდის Sunset -ბულვარის და გარშემორტყმული ბორცვების საოცარ ხედებს…
როგორც იტყობინება ამ სასტუმროს მენეჯერი, 26 წლის ცნობილი კინოვარსკვლავი ლინდსი ლოჰანი შეტანილი ყავთ სასტუმრო Chateau Marmont-ის შავ სიაში. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი სასტუმროში ივლისის თვეში იმყოფებოდა, მაგრამ ჯერაც არ გადაუხდია თანხა, რომელიც $51 ათას ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს…

blogerlady

age: 14
Back to top button