არქივი

როგორ გავხდეთ მდიდარი (ნაწილი I)

0980de8812a5
გამდიდრების მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ თუ ადამიანი ცხოვრების წესს შეიცვლის და პოსტში მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებს, გადადგავს სერიოზულ ნაბიჯს ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ.

შეიცვალეთ შეხედულება ფულზე

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უყვარს ან სძულს სიმდიდრე. ხალხი ძირითადად უარყოფითად არიან განწყობილი მდიდრების მიმართ, მაგრამ მთელი ცხოვრება იმის ცდაში არიან, რომ მათ დაემსგავსონ. მიზეზი, თუ რატომ ვერ ხდება მოსახლეობის უმრავლესობა მდიდარი ისაა, რომ მათ არ ესმით ფულის ბუნება.
63fcc1fad250
ფული, ისევე როგორც ადამიანი ცოცხალია. როცა თქვენ დილას იღვიძებ და სამსახურში მიდიხართ, ყიდით პროდუქტს – საკუთარ თავს, უფრო სწორად თუ ვიტყვით საკუთარ შრომას. როცა თქვენ დილას გაიღვიძებთ და გააცნობიერებთ, რომ თქვენი აქტივები ისევე მუშაობენ , როგორც თქვენ მუშაობდით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ცხოვრებას გასაღები მოუძებნეთ.
7830552e35c8
ყოველი ლარი, რომლის ინვესტირებასაც თქვენ ახდენთ დასაქმებულს გავს. ჩვენი მიზანია, დროთა განმავლობაში ჩვენი დასაქმებულები(ანუ ფული) ეფექტურად ვამუშაოთ და შესაძლებელია მათ თვითონ დაიქირაონ სხვები – ესეიგი უნდა შევეცადოთ ფულს ფული ვაშოვნინოდ. როცა წარმატებული გახდებით, აღარ იქნება საჭირო თქვენი შრომა გაყიდოთ, რადგან თქვენი აქტივებისაგან მიღებული შემოსავლით იცხოვრებთ.

სულ მცირე თანხაც დიდი მნიშვნელობის მქონეა

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ ისაა, რომ დიდი ფულის ფლობას თვლიან საქმის დაწყების აუცილებელ ფაქტორად. მათ მუდმივად აწუხებთ ,,უკმარისობა’’. თვლიან რომ თუ ერთბაშად 10000 ან 5000 ლარს არ ჩადებენ საქმეში, ისე ვერ გამდიდრდებიან. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ დიდი არმიები პატარა რაზმების გაერთიანებით იქმნება. ზუსტად ასევე იქმნება ფინანსური სიმდიდრეც.

dca0344a3499

თითეული დაზოგილი ლარით საკუთარ თავისუფლებას ყიდულობთ

ყოველკვირეულად დაზოგილი 20-30 ლარი დროთა განმავლობაში დიდ ფულად გადაიქცევა. მეტ ფულს , მეტი თავისუფლება მოაქვს – თავისუფლება სახლში შვილებთნ დასარჩენად, თავისუფლება რათა პენსიონერობის დროს იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო ან თავისუფლება იმისა, რომ აღარ იმუშაოდ. თუ დღეს შემოსავლის წყარო გაქვთ, დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ სიმდიდრის შენება. შეიძლება თანხა სულაც 5 ან 10 ლარი იყოს, მაგრამ თითეული ეს ინვესტიცია არის ქვა თქვენი ფინანსური თავისუფლების ფუნდამენტში.

483c8895f485

აღიარე სხვისი წარმატება და შეეცადე თვითონ გახდე წარმატებული

ერთმა ჭკვიანმა ინვესტორმა თქვა: კარგად დააკვირდით ადამიანს რომელსაც წარმატებულად თვლით, გამოარჩიეთ და ცალკე გამოყავით ის თვისებები რაც მასში მოგწონთ და რაც არ მოგწონთ. შემდეგ მთელი ძალით შეეცადეთ სხვაში მოწონებული თვისებები თქვენში განავითაროდ, ხოლო ყველა იმ თვისებაზე, რაც არ მოგწონთ უარი თქვით.

მსგავსი ამბები

Back to top button