საკითხავისამხედროსასარგებლო

უძველესი სემიტური ცივილიზაცია – ფინიკია

d869a9811a36

ცოტა რამ ფინიკიის შესახებ.

ფინიკია
ფინიკია – (ბერძნ. φοινως, ფოინიკე, „მეწამულის ქვეყანა“) უძველესი სემიტური ცივილიზაცია მდებარეობდა ,,ნაყოფიერ ნახევარმთვარეზე” თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე.

ფინიკია იყო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის უდიდესი კულტურული და სავაჭრო ცივილიზაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550-300 წლებში. ფინიკიელები იყენებდნენ იალქნიან ნავებს და მათ გამოიგონეს პირველი საბრძოლო გემი რომელსაც ,, ბირემა” ეწოდება. ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები გარკვეულწილად ჰგავდნენ ბერძნებსა და რომაელებს. მათ საძღვაო გზა ჰქონდათ გახსნილი სხვადასხვა ქვეყანასთან. სავაჭროდ გაჰქონდათ მრავალი სახის ნელსაცხებელი, ტანსაცმელი, საბრძოლო იარაღი. ფინიკიელების დამწერლობა გავრცელებული იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რამდენიმე თანამედროვე დამწერლობაში არსებობს ფინიკიური ანბანის ელემენტებიც. ერთ-ერთი მოსაზრებით, ქართული ანბანი ფინიკიურ დამწერლობაზე დაყრდნობით შეიქმნა. არსებობს მოსაზრება, რომ ფინიკიელები ძველი ქანაანელების შთამომავლები იყვნენ. თუმცა ეს თეორემა მცდარია რადგან, ამ მოსაზრების თანახმად ფინიკიაში ,,ზღვის ხალხების” შემოსევები იწყება ძვ. წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნეში. სინამდვილეში კი ფინიკია ,,ზღვის ხალხებმა” 1 საუკუნით გვიან დაიპყრეს. (ზღვის ხალხები — ხმელთაშუაზღვისპირელი ხალხის ჯგუფი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIII საუკუნეში დაიძრნენ ეგვიპტისა და ხეთების სახელმწიფოსკენ.). ძვ. წ. VI საუკუნეში ფინიკია სპარსებმა დაიპყრეს, ხოლო ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა.
ფინიკიის უმთავრესი ქალაქები

ფინიკიის უმთავრესი ქალაქებია: აკო, აჰზივი, ტიროსი (თანამედროვე სური), ცარაათი (სარეპტა), სიდონი (თანამედროვე საიდა), ბერუთა (თანამედროვე ბეირუთი), ბიბლოსი (გებალი), ტრიპოლი და არვადი. ხანდახან ფინიკიური ქალაქთა რიცხვს მოშორებით მდებარე ქალაქ უგარითსაც მიაკუთვნებენ (თანამედროვე რას-შარმა).
სახელწოდება

ფინიკიის ძველებრაული დასახელება „לבנון (ლებანონი ან ლევანონი)“ მომდინარეობს სიტყვიდან „ლავანი“ — თეთრი, ანუ სითეთრის ქვეყანა მთაგრეხილზე უდნობი თოვლის საფარის გამო, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა. ფინიკიელთა ენა ქანაანურ-ებრაული ენა იყო, რომელსაც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში დღესდღეობით ჩვეულებრივ ფინიკიურ ენას უწოდებენ. სიტყვით ლებანონი (Lebanon) უცხო ენებში სახელმწიფო ლიბანს გამოხატავენ.

სახელწოდება „ფინიკია“, როგორც ჩანს, ბერძნული φοινως-დან უნდა მომდინარეობდეს — „მეწამული“, რაც მოლუსკების განსაკუთრებული სახეობისგან მუქწითელი ფერის საღებავის დამზადებას უნდა უკავშირდებოდეს. საღებავების დამზადება ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ერთ-ერთ წამყვან დარგად მიიჩნეოდა.

სხვა ახსნით ბერძნული Φοϊνιξ — მზის მეწამული ღვთაების, აღმოსავლეთიდან მოვლენილი ფენიქსის ქვეყანაა.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება ეგვიპტური სიტყვა „ფენეჰუდან“ მოდის, რაც „გემთა მშენებელს“ აღნიშნავს, რამდენადაც, ფინიკიელები მეზღვაურობითა და გემთმშენებლობით მართლაც იყვნენ დაკავებულნი.

პირველად ეს სახელწოდება ჰომეროსთან გვხვდება და შემდეგ არაერთ ბერძენ ავტორთან მოიხსენიება. ჰომეროსთან „ფინიკიელები“ იგივეა, რაც „სიდონიელები“. ეტყობა, ფინიკია ქანაანის ბერძნული ექვივალენტია. უფრო მოგვიანო პერიოდებში დასახელება „ქანაანს“ სეპტუაგინტაში ხშირად „ფინიკიად“ თარგმნიდნენ.
ბიბლიური ფინიკია

ფინიკიელთათვის ბიბლიაში კრებითი სახელი არ გვხვდება. როგორც ქანაანის შთამომავალთ, მათ “ქანაანელები” ეწოდებათ, ანდაც მათივე უმთავრესი ქალაქის სიდონის მიხედვით მოიხსენიებიან. ფინიკიელების მემკვიდრედ ბიბლიაში ქანანი და ქამი სახელდებიან.

ფინიკიური ქალაქების სანაპიროებზე განლაგება ვაჭრობის განვითარებას უწყობდა ხელს. დადასტურებულია, რომ ძვ.წ.აღ. უკვე II ათასწლეულში ფინიკიასა და ეგვიპტეს შორის მჭიდრო სავაჭრო კავშირები არსებობდა. ფინიკიური ვაჭრობის აღმავლობა ძვ. წ. აღ. 1200 წელს უკავშირდება, როდესაც პალესტინის შიდა ნაწილები ებრაელებმა დაიკავეს, სირიისა კი არამეელებმა.

ფინიკიის ცალკეული ქალაქები ქალაქსახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. თავდაპირველად მთავარ როლს სიდონი ასრულებდა, მოგვიანებით იგი ტიროსმა შეცვალა. ფინიკიური ქალაქები კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოებისთვის ხარკის გადახდაზე უფრო თანახმანი იყვნენ, ოღონდ ამ უკანასკნელთ მათთვის ვაჭრობაში ხელი არ შეეშალათ, ვიდრე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე. იაფი ნედლეულის ძიებისას ფინიკიელები მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს სერავდნენ, მიდიოდნენ არამხოლოდ ატლანტის ოკენემდე და ესპანეთამდე, არამედ ბრიტანეთის კუნძულებამდეც კი აღწევდნენ, საიდანაც კალას ეზიდებოდნენ. მათი საყრდენი პუნქტები ესპანეთში, სიცილიაზე, სარდინიასა და კორსიკაზე იყო განლაგებული. თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინეს ჩრდილოეთ აფრიკაში დაარსებულმა კოლონიებმა, პირველ ყოვლისა, რომის უსაშიშროესმა მოწინააღმდეგე კართაგენმა. ფარაონ ნეჰოს მიერ გაგზავნილმა ფინიკიურმა ფლოტმა აფრიკას ცურვით შემოუარა. ფინიკიური ვაჭრობის დაწვრილებითი აღწერა ეზეკიელის წიგნშია მოცემული.
სხვა ხალხებთან ურთიერთობა

ფინიკიელთაგან ბერძნებმა მინის დამზადების ცოდნა მიიღეს და ანბანი გადაიღეს.

წინასწარმეტყველთა ცნობები ტიროსის განადგურების შესახებ თითქოს ახდაო, როდესაც სპარსეთის ბატონობის პერიოდში ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქალაქი და მიწასთან გაასწორა. თუმცა, მოკლე დროშივე ტიროსი აღადგინეს. ფინიკიური ვაჭრობისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა კართაგენის დაცემა. რომის ეპოქაში ფინიკია პროვინცია სირიაში შევიდა.

ფინიკიისა და ისრაელის ურთიერთობას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. დავითისა და სოლომინის დროს ფინიკია ისრაელს მატერიალურ დახმარებას უწევდა, საკუთარ ოსტატებს ჰგზავნიდა ებრაული ფლოტის შესაქმნელად. აქაბისა და, სიდონის მეფის ქალიშვილის, იეზაბელის ქორწინებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ისრაელის რელიგიაზე დამღუპველი გავლენა იქონია. შესაქმეში ფინიკია იერუსალიმიდან ანტიოქიამდე გზაზე მდებარე ქვეყნად მოიხსენიება. ელიასა და იესოსთვის ფინიკია ისრაელის საზღვრებს გარეთ ის ადგილი იყო, სადაც პერიოდულად მიდიოდნენ საფიქრალად და სალოცავად.

ანტიკური ავტორებისგან (უპირველეს ყოვლისა ფილონ ალექსანდრიელისგან) ცნობილია ფინიკიური მითოლოგიაც.

ხელოვნება

 ფინიკიელთა ხელოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ბერძნებმა და ეგვიპტელებმა. ფინიკიის დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში შემოვიდა ეგვიპტურ-ბერძნული ხელოვნების ელემენტები. დროთა განმავლობაში მოხდა ამ ელემენტების გაერთიანება და  ფინიკიურ კულტურას შეერწყა.  1879 წლის 5 იანვვრის ,,ნიუ იორკ თაიმსის” სტატიაში ფინიკიური ხელოვნება ასე იყო აღწერილი: ის ხალხის შრომის შედეგია.  მისი წყალობით ეგვიპტური სფინქსი ნახევრად აზიურ, ნინევიურ შედევრად გადაიქცა ნახევრად კი ბერძნულ ქმნილებად.

ანბანი

ფინიკიური ანბანი არ შექმნილა მხოლოდ ერთი ქვეყნის კულტურისა თუ ტრადიციების შერწყმის შედეგად. მასში გვხვდება ბერძნული დამწერლობის მაგალითები. ეს ფაქტი ადასტურებს ბერძნებისა და ფინიკიელების ნათესაობას. ჰეროდოტეს აზრით, ფინიკიური ანბანი კრეტაში ფინიკიელმა პრინცმა კადმოსმა ჩაიტანა. (კადმოსი მითოლოგიური პიროვნებაა.) ეს ვერსია ნაკლებსავარაუდოა. უფრო სარწმუნო ვერსიის თანახმად კი ფინიკიელმა ემიგრანტებმა მშობლიური ანბანი კუნძულ კრეტაზე ჩაიტანეს, რის შემდეგაც იგი მთელს მსოფლიოში გავრცელდა და შედეგად რამდენიმე თანამედროვე ანბანში შემორჩა ფინიკიური დამწერლობის ელემენტები.
მემკვიდრეობა

1) ფინიკიური ანბანი – სწორედ ეს დამწერლობა გახდა დღეს არსებული დამწერლობის შექმნის მიზეზი
2) სავაჭრო გზები – ფინიკიელებმა გზა გაუხსნეს ელინისტურ ქვეყნებს და მოხდა კულტურათა გამრავალფეროვნება
3) ფინიკიელებმა შექმნეს პირველი დემოკრატიული სტრუქტურა.
4) ფინიკიელებმა აღმოაჩინეს გიიბრალტარის სრუტე
5) ფინიკიელებმა გააერთიანეს აღმოსავლეთი და დასავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი დამწერლობის საშუალებით.

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ მასალა

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button