არქივი

ჯესი ჯეიმსი – ველური დასავლეთის ლეგენდა

85bfbe343c24

ფაქტები ველური დასავლეთის ლეგენდაზე
ჯესი ვუდსტონ ჯეიმსი (5 სექტემბერი, 1847 – 3 აპრილი, 1882) იყო ამერიკელი დამნაშავე, ბანდის ლიდერი, ბანკების მძარცველი, მკვლელი და ყაჩაღი. ჯესი წარმოშობით იყო შტატ მისურიდან და მეთაურობდა ბანდას სახელად ,, უმცროსი ჯეიმსი”. ჯესი ჯეიმსმა სახელი სიცოცხლეშივე გაითქვა, სიკვდილის შემდეგ კი ველური დასავლეთის ნამდვილ ლეგენდად იქცა. ჯესი და მისი ძმა ფრენკი მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის სამოქალაქო ომში როგორც პარტიზანული რაზმის წევრები. ისინი დაადანაშაულეს ჯარისკაცებისადმი სასტიკ მოპყრობაში. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ძმებმა ჯეიმსებმა განაგძეს თავისი ძველი საქმე და ბანკების ძარცვას მიჰყვეს ხელი. ამ დროს მათ ღარიბების დახმარებით გაითქვეს სახელი და წარმოადგენდნენ მეცხრამეტე საუკუნის რობინ ჰუდებს. მაგრამ, იმის მტკიცებულება, რომ ჯეიმსების ბანდა ნადავლს სხვებსაც უნაწილებდა არ არსებობს. ჯეიმსების ბანდა აქტიური იყო 1866 წლიდან 1876 წლამდე. 1876 წელს კი მინესოტაში ერთ-ერთი ბანკის დაყაჩაღებისას შერიფმა დახოცა და ტყვედ ჩაიგდო ბანდის რამდენიმე წევრი, თუმცა ჯესიმ და ფრენკმა თავისი საქმე განაგრძეს. მათ ,,უმცროს ჯეიმსში” ახალი წევრები მიიღეს. ამის შემდგომ ჯეიმსების ბანდაზე ამერიკის მთავრობის მიერ ზეწოლა გაიზარდა და ჯესის მოკვლისთვის ჯილდო დაწესდა. 1882 წლის 3 აპრილს ჯესი ჯეიმსი მოკლა რობერტ ფორდმა. ფორდი იყო ,, უმცროსი ჯეიმსის” ახალი წევრი და ცხოვრობდა ჯესის სახლში. მას იმედი ჰქონდა რომ ჯესის მკვლელობის სანაცვლოდ ამერიკის მთავრობა უხვად დააჯილდოებდა. თუმცა 10 წლის შემდეგ ფორდიც გამოასალმეს სიცოცხლეს.
ადრეული ცხოვრება

ჯესი ვუდსონ ჯეიმსი დაიბადა კლეის საგრაფოში, მისურის შტატში.
719aee27fe55
ჯესის ჰყავდა უფროსი ძმა ფრენკი და უმცროსი და სუზანა. ჯესი ჯეიმსის სახლთან ახლოს გორაკზე მდებარეობდა დანიელ ასკიუს სახლი. ასკიუ ჯესიმ მოკლა 1875 წელს იმის გამო, რომ მან ჯეიმსების სახლს ცეცხლი წაუკიდა. ჯესი ჯეიმსის საფლავი თავდაპირველად იყო სახლის გარეთ მაგრამ შემდგომ ეს ტერიტორია შეისყიდეს და ამის გამო ჯეიმსების ოჯახმა საფლავის ქვა სახლის ეზოში გადმოიტანა. მაგრამ ამის მიუხედავად, ჯეიმსის საფლავი კვლავ პირვანდელ ადგილზე დარჩა. ჯესი ჯეიმსის მამა რობერტი იყო ფერმერი. იგი გადასახლდა ბრადფორდში ქორწინების შემდეგ. რობერტი მდიდარი ფერმერი იყო. მას ჰყავდა 6 მონა და ფლობდა 100 აკრ მიწას (0.40 კვადრატული კილომეტრი) ჯესის მამა მოოგზაურობდა კალიფორნიაში და იქ გარდაიცვალა როცა ჯესი 3 წლის იყო. რობერტის დაქვრივებული ცოლი ზერელდა ქმრის სიკვდილის შემდეგ ორჯერ გათხოვდა. საბოლოოდ იგი გათხოვდა რუბენ სამუელზე და ცხოვრობდა მასთან ერთად ჯეიმსების სახლში. რობერტ ჯეიმსის მთელი ქონება ზერელდას დარჩა.
სამოქალაქო ომი
ამერიკის სამოალაქო ომს დიდი წვლილი მიუძღვის ჯესი ჯეიმსის ყაჩაღად ჩამოყალიბებაში. პომის დროს იქმნებოდა რაზმები, რომლებშიც შედიოდნენ ყაჩაღები და თაღლითები. ისინი ძარცვავდნენ უდანაშაულო და შეიარაღებულ მოსახლეობას. მათ საწინააღმდეგოდ მთავრობა აყალიბებდა სამართალდამცავთა რაზმებს რომლებშიც უმეტესად შერიფები შედიოდნენ. სამოქალაქო ომის დროს ერთ-ერთ პარტიზანულ ბანდაში გაწევრიანებული იყო ჯესის უფროსი ძმა ფრენკი. მან 1863 წელს რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ დასნეულდა და შინ დაბრუნდა. ერტ დღეს ფრენკმა სახლში მიიყვანა თავისი ბანდის წევრები. ისინი სასტიკად გაუსწორდნენ ფრენკის მამინაცვალ რუბენს. ლეგენდის თანახმად, ბანდისს წევრებმა პატარა ჯესიც გაროზგეს. ამის შემდეგ ფრენკი შერიფებმა დააკავეს.
ქანთრილის ბანდა და შემდგომი პერიოდი
ფრენკმა ტყვეობას თავი დააღწია და ვილიამ ქანთრილის ბანდას შეუერთდა. ფრენკი ქანთრილის ბანდასთან ერთად შევიდა ტეხასის შტატში და დაიწყო ბანკების ძარცვა. 1864 წლის გაზაფხულზე კი მან დატოვა ბანდა და მეთაურ ფლეჩ ტეილორის დაჯგუფებას შეუერთდა. მას შემდეგ რაც ტეილორი თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩავიდა ჯეიმსების მშობლიურ სოფელში, ბანდას 16 წლის ჯესიც შეუერთდა. აქედან დაიწყო მისი ,,ლეგენდარული კარიერა”. 1864 წლის ზაფხულში ამერიკელ სამართალდამცავებთაან შეტაკების დროს ბანდის მეთაური ფლეჩ ტეილორი სასიკვდილოდ დაიჭრა. ამის გამო, ძმები ჯეიმსები შეუერთდნენ სისხლიანი ბილ ანდერსონის ბანდას. ზაფხულში ჯესი მკერდში დაიჭრა. ამის გამო იგი მშობლიურ საგრაფოში დააბრუნეს. იქამდე კი მან თავის ძმასთან და ბანდის სხვა წევრებთან ერთად 22 შეუიარაღებელი სამართალდამცავი და მაიორ ჯონსონის ასკაციანი დაჯგუფება გაანადგურა. ნებრასკასთან ბრძოლის დროს ანდერსონი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ბანდა დაიშალა ხოლო ძმები ჯეიმსები სხვადასხვა დაჯგუფებას შეუერთდნენ. ფრენკი კვლავ ქანთრილის ბანდაში ჩაეწერა ჯესი კი არჩი კლემენტის რაზმს შეუერთდა. კლემენტის რაზმმში ყოფნის დროს ჯესი ჯეიმსი მეორედ დაიჭრა მკერდში. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ესროლა მაშინ როცა იგი იარაღს ჰყრიდა. ომის დასრულების შემდეგ ძმებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბანდა რომელიც ,,უმცროსი ჯეიმსის” სახელით იყო ცნობილი. ისინი ძარცვავდნენ ბანკებსა და მატარებლებს. ამ საქმიანობით ჯეიმსები მთელმა ამერიკამ გაიცნო. ისინი შიშის ზარს სცემდნენ ყველას და ყვველაფერს. ბანდის ჩამოყალიბებიდან რამენიმე თვის შემდეგ ამერიკის მთავრობამ თითოეული ძმის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა 5000 ამერიკული დოლარის ოდენობით. 1860 წლიდან 1882 წლანდე ,,უმცროსი ჯეიმსი შიშის ზარს სცემდა ამერიკას. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსებს ასეთი ,,საქმიანობა” ჰქონდათ, ისინი მაინც ახერხებდნენ ოჯახის მოვლას. ჯესიმ მეორე ჭრილობა თავის ბიძაშვილთან ყოფნის დროს მოიშუშა. ამ პერიოდში მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და საბოლოოდ 1874 წელს იქორწინეს. ჯესის და ზერელდას 2 შვილი შეეძინათ. 1870 წლისთვის ბანდის ჭევრების უმრავლესობა დაპატიმრებული ან მოკლული იყო მაგრამ ჯეიმსები აგრძელებდნენ დაწყებულ საქმეს. ამაში მათ ძმები ფორდები ეხმარებოდნენ. ჯეიმსებზე დაწესებული ჯილდო ყოველდღე იზრდებოდა. ამის გამო, ფორდებმა ღალატი გადაწყვიტეს და 1882 წელს საუზმის დასრულების შემდეგ როცა ჯესი კედელზე სურათს ასწორებდა რობერტ ფორდმა მას კეფაში ესროლა. ჯესი იქვე გარდაიცვალა. მიუხეავად ამისა, ჯესის სახელი დღემდე შემორჩა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას. ჯესი ჯეიმსმა კვალი დატოვა ამერიკის ლიტერატურასა და კინოხელოვნებაში. მრავალმა ავტორმა დაწერა წიგნი მისი ცხოვრების შესახებ. 2007 წელს კი ენდრიუ დომინიკმა გადაიღო ფილმი ,,ჯესი ჯეიმსის მკვლელობა” რომელშიც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს.
კადრი ფილმიდან ,,ჯესი ჯეიმსის მკვლელობა”

იხილეთ ასევე
Close
Back to top button