გასართობისაკითხავისასარგებლო

”ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”


”ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”
პაულო კოელიოს რომანი ”ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” ჩემი საყვარელი წიგნია. მისი წაკითხვა დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს. მასში მრავლადაა აღწერილი ყოველდღიური ცხოვრების სირთულეები, ადამიანთა სულიერი მდგომარეობა, რომლებზეც დარწმუნებული ვარ ყველას გვაქვს ნაფიქრი. ყველას გირჩევთ მოიძიოთ წიგნი და წაიკითხოთ…

(მოკლე შინაარსი)
ვერონიკა 24 წლის ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც სიცოცხლე მობეზრდა, თავის მოკვლას შეეცადა, თუმცა არ გამოუვიდა…ამის გამო ის მოხვდება ვილეტეში (სულით ავადმყოფთა თავშესაფარში), სადაც მას შეატყობინებენ რომ მხოლოდ 1 კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი…

ამ რომანის ეკრანიზაციაცაა. თრილერი:

 

ციტატები რომანიდან :
●თვითმკვლელობა ადამიანის პირადი საქმეა და ამ დროს სხვებზე არ ფიქრობ.
●სიცოცხლე იმ წუთის მოლოდინია, როცა არჩევანი უნდა გააკეთო.
●მიწიერი ტკივილი ხომ განუმეორებელია, ის არაფერში აგერევა.
●არსებითად ასეთია ცხოვრება, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, არასოდეს არაფერი იცვლება და შენც ყველაფერს ეგუები.
●როცა თავის ცხოვრებაში ყველაფერი გაამარტივადა თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად დაალაგა, უცებ მიხვდა, რომ ასეთ ცხოვრებას, სადაც ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, უბრალოდ აზრი აღარ ჰქონდა… და ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა.

●დეპრესიის მიზეზი ხანდახან ზედმეტად ბანალურია.
●ადამიანებს არასოდეს სჯერათ მოყოლილი ამბებისა, ყველაფერი თვითონ უნდა გამოსცადონ.
●მთელ ენერგიასა და ძალას იმაზე ხარჯავდა, სხვების დასანახად შექმნილი სახე შეენარჩუნებინა. ამიტომაც ძალა აღარასოდეს რჩებოდა იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო.
●სწორედ უანგარობა ეწინააღმდეგება ბუნების კანონს.
●ადამიანებს ნაკლებად შესწევთ უნარი გაიგონ, რა არის ბედნიერება.


●ცალკეული მძიმე პათოლოგიების გარდა, ადამიანები უმეტესად მაშინ იშლებიან ჭკუიდან, როცა ცდილობენ, ყოველდღიურობას დააღწიონ თავი.
●დაუფასებლობა ის საზღაური იყო, რასაც გენიოსები იხდიდნენ.
●შეშლილია მთელი სამყარო და ყველაზე უბედური სწორედ ის არის, ვინც ვერ ხვდება, რომ ისიც შეშლილია.
● რაარის ღირსება? მხოლოდ სწრაფვა, რომ შენ ირგვლივ მყოფებმა კეთილ, აღზრდილ და მოყვასისადმი სიყვარულით სავსე ადამიანად ჩაგთვალონ?
●ყველა ადამიანს ამყვეყნად მხოლოდ აწმყო აქვს და ყველას აწმყო სწრაფად გადის.
●ყოველთვის ყველაფერს სამომავლოდ ვდებდი, რადგან მეგონა , რომ მუდამ ბევრი დრო მექნებოდა და ამიტომ დავკარგე ინტერესი, ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე, რომ სიცოცხლე აღარ მინდა.
● თუკი გინდანამდვილად იცხოვრო, საფრთხეც უნდა შეიგრძნო.
● თუკი ადამიანთა დიდი რაოდენობა რაღაცას მიიჩნევს ნორმად, ის ხდება ნორმალური.
სიკვდილის გაცნობიერება გვაძლევს ძალას ვიცოცხლოთ.
● ერთფეროვანი იმიტომაა ცხოვრება, რომ ეს შენ თვითონ გადაწყვიტე.

● -აბა მითხარით, რა მიკეთია კისერზე?
-ჰალსტუხს გულისხმობთ?
-შესანიშნავია. თქვენ ლოგიკურად მიპასუხეთ. ეს არის თანამედროვე, ნორმალური ადამიანის ტიპიური პასუხი-ჰალსტუხი! გიჟი კი მეტყოდა, რომ კისერზე ფერადი, სასცილო და არაფრის მაქნისი ჭინჭი მიკეთია,რომელიც საკმაოდ რთული შესაკრავია, კისერზე მიჭერს და სუნთქვაშიც მიშლის ხელს. შემთხვევით ვენტილატორის გვერდით რომ აღმოვჩნდე, შეიძლება დამახრჩოს კიდეც.გიჟმა რომ მკითხოს, რისთვის მჭირდება ეს ჰალსტუხი, იძჲლებული გავხდები ვუპასუხო:აბსოლიტურად არაფრისთვის. არც ლამაზია, ჩვენს დროშიც ჰალსტუხი უკვე მონობისა და ძლაუფლების სიმბოლოდ იქცა. ამ ჰალსტუხს ერთადერთი სარგებლობა მოაქვს: შინდაბრუნებულმა შეგიძლია მოიხსნა და თავისუფლად იგრძნო თვი. მაგრამ თავისუფლების გრძნობა ვერ ამართლებს ჰალსტუხის არსებობას. და მაინც, ნორმალურ ადამიანს და გიჟს რომ დაუსვა ეს ერთი და იგივე კითხვა, ჯანმრთელად ის ჩაითვლება, ვინც თქვენსავით მიპასუხებს_ ”ჰალსტუხი”
და ბოლოს…
●დარჩით გიჟებად, მაგრამ ნორმალური ადამიანებივით იმოქმედეთ )

Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close