არქივი

ქართული სისხლი სხვათა სამსახურში

95tpy

ამ თემაში მე მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ქართულ შრომით, ადამიანურ, გონებრივ–ინტელექტუალურ თუ სხვა რესურსებს სხვა სახელმწიფოები და ზოგადად სხვა ერები. რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები, ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები და ა.შ. 

საუბარი უნდა დავიწყოთ იმის შესახებ, თუ რა რესურსი გააჩნდა ქართველ ერს ოდითგანვე და როგორ ვითარდებოდა იგი.

ალბათ ყველას გაგიგიათ ძველი ქართული სახელმწიფოები, დიაოხი, კოლხეთი, იბერია და ამასთანავე ის ქართველური ტომები, რომლებიც დრევანდელი საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით სახლობდნენ, ესენია ტიბარენები, მოსხები, მოსინიკები, ხალიბები, მაკრონები და სხვა.

<a href=tqppn

ხალიბებს უკავშირდება ლითონის დამუშავება, სწორედ ხალიბები იყვნენ იმ დროინდელ სამყაროში ცნობილი მეტალურგები, მათ შესახებ ცნობებს შეხვდებით ძერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან, ერთ–ერთი ვერსიით ბერძნულ ენაში სიტყვა რკინა სწორედ ხალიბებს უკავშირდება.

ხალიბების რკინასთან ერთად ასევე ცნობილი იყო მოსინიკების თითბერი (შეგიძლიათ გაეცნოთ ივანე ჯავახიშვილს_“ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი“).

ლეგენდარულ მედეას კი უკავშირდება სიტყვა მედიცინის წარმოშობა.

გარდა ამისა საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, ასევე ხორბლის სამშობლოდ. მსოფლიოში სულ 27 სახეობის კულტურული ხორბლის ჯიში არსებობს, აქედან ქართულია 14, ესენია იფქლი, დიკა, თავთუხი, დოლი, ზანდური, მახა და ა.შ.

მსოფლიოში გავრცელებული 4000 ჯიშის ვაზიდან 521 ქართული ჯიშია.

ანუ, მოდით უბრალოდ პატარა შეჯამება გავაკეთოთ, ამ ქვეყანას უკავშირდება, მედიცინის, როგორც ასეთის, წარმოშობა, ოქროს მოპოვების საიდუმლო, რკინისა და სხვა ლითონების დამუშავების საიდუმლო ხერხების მიგნება (რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა საუკუნეების განმავლობაში), ასევე პურისა და ღვინის გავრცელება.

საქართველო გამოირჩევა ძალიან მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. ამერიკის კონტინენტზე ამ მხრივ პირველ ადგილზეა ბრაზილია, ხოლო ევროპაში საქართველო(!)

საქართველოში გვხვდება უდაბნოც, ბარიც, მთაც, ზღვაც. აქ არის დაახლოებით
26 000 დიდი თუ მცირე მდინარე და 800_ზე მეტი ტბა. არის უზარმაზარი რესურსი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (უმდიდრესი ფლორა და ფაუნა, ცალკე განშტოებად შეიძლება განვიხილოთ იქტიოფაუნა), ასევე ვაჭრობისათვის, რისთვისაც შეგვიძლია მრავალი ფაქტორი გამოვიყენოთ,რომელთაგან ერთ–ერთი მთავარია ზღვა, რომელიც წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის. საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს ტურიზმი, თანაც მრავალი მიმართულებით, ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და ა.შ.

mlpqp
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას, რასაკვირველია ეს ისტორიულადაც ასე იყო, ამიტომ შესაძლებელია ვაჭრობასთან ერთად კარგად გამოვიყენოთ სატრანზიტო ფუნქციაც, ასევე უმაღლეს დონეზე განვითარდეს ავიაცია. შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სრულყოფილი საბანკო სისტემა.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, ეს არის მხოლოდ უმარტივესი მონახაზი, იმისა, რისი თქმაც მე მინდა ამ საკითხზე, საქართველო არის უმდიდრესი ქვეყანა, ღვთისგან არის დაჯილდოებული ყველაფრით, რათა განვითარდეს ნებისმიერი მიმართულებით (ამას ამტკიცებს ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ერმა შექმნა თვითმყოფადი კულტურა), იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებები.

მატერიალური რესურსების გარდა ჩვენ გაგვაჩნია სხვა მნიშვნელოვანი რესურსიც, ქართველი ადამიანი ხასიათდება როგორც ერთ–ერთი სრულყოფილი ფიზიკური მონაცემების მქონე, მას გააჩნია სრულყოფილი მუსკულატურა და სხვა მახასიათებლები და ეს ვინმეს ახირება არ არის, ამაზე უამრავი გამოკვლევაა ჩატარებული ცნობილი უცხოელი მეცნიერების თუ მკვლევარების მიერ, შეგიძლიათ გაეცნოთ ფრიდრიხ ბლუმენბახის კვლევას (ამ საიტზევე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ქართულ ენაზე), რომელმაც ქართველური (და ზოგადად კავკასიური) რასა სრულყოფილ რასად აღიარა მსოფლიოში და ეს მეცნიერული კვლევებით დაადასტურა.

<a href=8qum6
ჩვენ გაგვაჩნია ასევე არანორმალურად დიდი გონებრივ–ინტელექტუალური რესურსი, რასაც მოწმობს ის უამრავი გენიოსი, რომელიც სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ისტორიაში.

<a href=8andf

მოკლედ ქართველი ერი ღვთისაგან ყოველმხრივ დაჯილდოებულია, მას გააჩნია ყველაფერი საუკეთესო და სხვაზე აღმატებული, თუმცა ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება და სხვა თუ გარკვეული ცოდვისთვის ისჯება, ქართველი ადამიანი იმავე ცოდვისთვის გაცილებით მკაცრად ისჯება, ასე რომ ამ ყველაფერს ღრმა გაანალიზება სჭირდება.

<a href=w6r9h

ახლა განვიხილოთ თუ როგორ იყენებდა ქართველი ადამიანი ამ კოლოსალურ რესურსებს, ან საერთოდ იყენებდა კი? სამწუხაროა, მაგრამ ვერავინ შემედავება, რომ ხშირ შემთხვევაში ქართველი ადამიანი ამ გასაოცარ რესურსებს ვერ იყენებდა და დღესაც ვერ იყენებს. მაგრამ ეს რესურსი არ ქრება, სადღაც მიდის. ჩნდება კითხვა, მაინც სად? ამაზე პასუხი კი საკმაოდ მარტივია: თუ ქართველი ვერ იყენებდა, იყენებდა სხვა, უცხო, გადამთიელი.მოკლედ ქართველი ერი ღვთისაგან ყოველმხრივ დაჯილდოებულია, მას გააჩნია ყველაფერი საუკეთესო და სხვაზე აღმატებული, თუმცა ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება და სხვა თუ გარკვეული ცოდვისთვის ისჯება, ქართველი ადამიანი იმავე ცოდვისთვის გაცილებით მკაცრად ისჯება, ასე რომ ამ ყველაფერს ღრმა გაანალიზება სჭირდება.

<a href=gc577
ახლა ვეცადოთ შევაგროვოთ ინფორმაცია იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც თავიანთი უგუნურებითა თუ ბედის უკუღმართობით საკუთარი უზარმაზარი გონებრივ–ინტელექტუალური თუ სხვა რესურსი სხვა ქვეყნებს, სხვა ერებს და მათ კეთილდღეობას, მათ განდიდებას, გაძლიერებას მოახმარეს. ამ საკითხის განხილვისას ჩვენ უნდა ვირტუალურად ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყნებში: ირანში, ავღანეთში, ერაყში, თურქეთში (ოსმალეთში), ეგვიპტეში, რუსეთში, ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც კი.

მაშ ასე, მოდით ეს მცირე შესავალი შესავლად დავტოვოთ და ცალკე თემებად გამოვყოთ კონკრეტული პიროვნებები. პირველი ალბათ იქნება ალავერდი ხან უნდილაძე. შეიძლება თარიღების მიხედვით ქრონოლოგიურად ვერ დავალაგო ეს მცირე ბიოგრაფიები, მაგრამ ამას პრინციპში არსებითი მნიშვნელობა არც აქვს.

რაც შეეხება სტატიის სათაურს, სისხლი აქ ტყუილად არ მიხსენებია, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და იმედია მომავალში ამაზეც ვისაუბრებთ (ხოლო თუ წაიკითხავთ ინგუში მწერლის, ისა კაძოევის “ეშმაკის მონოლოგს” არ იქნება ზედმეტი).

წყარო: ჩემი ბლოგი http://diaokh.wordpress.com/

თუ დაგაინტერესებთ აღნიშნული თემა, გავაგრძელებ წერას და ბევრ საინტერესო სტატიას შემოგთავაზებთ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button