არქივი

ძვირადღირებული იარაღი გრავიურით

b54e12532cc0
ამ ფოტო-კოლექციას დამსახურებულად შეაფასებენ ექსპერტები, იარაღის მოყვარულები და კოლექციონერები; წარმოგიდგენთ მდიდრულ და გრავირებულ იარაღს, რევოლვერებს, სხვა სახის იარაღებს: ჰენრის სისტემის კარაბინს, მაუზერის სისტემის შაშხანას, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ხელოვნების ნამუშევრები…
1. c61d198b83c3
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში-სოტბის აუქციონზე
ყველაზე ძვირაღირებული რევოლვერი – ექსპერტებმა შეაფასეს $ 1 142 500 ამერიკულ დოლარად:
დღესდღეობით გრავირებით მოპირკეთებული რევოლვერი და ცხოველების ოქროს სურათებიანი რევოლვერის „Colt 1849“-ის მხოლოდ რამოდენიმე ნიმუში შემორჩა…
ლონდონში გამართული გამოფენისთვის სამუელ კოლტმა, ამერიკელმა გამომგონებელმა და ცნობილი კოლტის პატენტის დამაარსებელმა- ეს უნიკალური იარაღი მცირე სერიით დაამზადა. ძვირფასი იარაღით კოლტი მხოლოდ ცნობილ ადამიანებს ასაჩუქრებდა. მაგალითად: ამერიკელმა მეიარაღემ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს პირადად სამი Colt 1849 აჩუქა, კერძო და ცნობილ კოლექციონერებში რევოლვერი ფასდაუდებელია და ამიტომაც 2012 წლის იანვარში სოტბის (Sotheby’s) აუქციონზე იარაღი $ 1 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტად გაიყიდა.

2. 4e9837695ca5
ჰაიმანის ავტომატური პისტოლეტი;
3. ae79c1dc4df5

4. 5cc3badd2871
“გაცოფებული ხარი”
ძნელი წარმოსადგენი არ იქნება თქვენთვის, თუ რაც არის გაცოფებული ხარი, მაგრამ დასაჯერებლად ალბათ ძნელია, რომ ბრაზილიური რევოლვერის ერთმა, ან ორმა გასროლამ ეს ხარი შეიძლება სამუდამოდ გააჩუმოს…
რევოლვერის ინსტრუქციაში გულწრფელად წერია: გასროლისას წარმოქმნილმა უკუდარტყმამ შეიძლება მსროლელს სახსრიდან ამოუგდოს ხელი, ხოლო დახურულ ტირში ჯობს „გაცოფებული ხარი“ არ გამოსცადოთ, თორემ ყურებს კარგი დღე არ დაადგება, თუნდაც ყურსაცვამი გეკეთოთ. „გაცოფებული ხარის“ ბარაბანში ხუთი მძლავრი 454 Casull-ის ტიპის ტყვია ეტევა და ამ ტყვიების მოხვედრას შეუძლია წააქციოს დიდი დათვი და კამეჩი, და თქვენ წარმოიდგინეთ სპილოც კი. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, „გაცოფებული ხარი“ სანადირო რევოლვერების კლასს მიეკუთვნება და შეძლებული ადამიანები ამაზონიის ჯუნგლებში მის გარეშე იშვიათად დადიან;
ამ უცნაური იარაღის – “გაცოფებული ხარის” კალიბრი 454 Casull – Long Colt. ამ იარაღის სიგრძე 362მმ, ხოლო ლულის სიგრძე კი 214 მმ.
5. b78a9d526806

6. 201bcba80b5d

7. 67db31e60323

8. 6aa201ebc7de
გადაჭრილი და დამოკლებული რევოლვერების, რომელთა ოფიციალური სახელია Fitz Special შემქმნელია ჯონ ჰენრი ფიცჯერალდის მიერ (John Fitzgerald). ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი და გამოცდილი მსროლელი წარმოადგენდა კოლტის კომპანიის “სარეკლამო სახეს” 1938 წლებში;
ნათქვამია, რრომ, ” თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი, და ლინკოლნმა გაათავისუფლა ისინი მონობისაგან, ხოლო სამუელ კოლტმა კი გახადა ისინი თანასწორი, ოღონდ იმის გათვალისწინებით რომ ამ პიროვნებებს ხელში დროგამოშვებით მაინც აღმოაჩნდებოდათ 45 ან 36 კალიბრის იარაღი…”
დღეს ამ კონკრეტული შესანიშნავი გრავიურების რევოლვერის ფასი აღწევს დაახლოებით $ 10 000 დოლარზე მეტს…

9. 3778a2558e5a
ნაგანი ას წელზე მეტი ხნის წინ ბელგიელმა კონსტრუქტორმა ლეონ ნაგანმა შექმნა ერთ–ერთი ლეგენდარული რევოლვერი,რომელიც შევიდა იარაღის ისტორიაში.
1930 წელს კი ძმები ნაგანების საყოველთაოდ ცნობილმა ფირმამ არსებობა შეწყვიტა.
10. a78ea91f0e5b
პიეტრო ბერეტას პისტოლეტებს ყველას ერთნაერი კონსტრუქცია და გაბარიტები აქვს. განსხვავება მათ კალიბრშია.
1986 წელს გამოვიდა მოდელი “86” რომლის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა გადასახსნელი ლულა, დაახლოებით ისეთი როგორიც სანადირო, ერთლულიან თოფებს აქვს. ბერეტას სროლისას თავიდანვე შესამჩნევია, რომ პისტოლეტის ტარი ხელში კარგად ზის ხელში, რაც ზუსტი სროლის საუკეთესო წინაპირობაა…
11. 85dbd7939017
ძმები ვილჰელმ და პაულ მაუეზერებმა დაიწყეს შაშხანების დაპროექტება 19 საუკუნის 60-იან წლებში. 1871 წელს მათ მიერ დაარსებულმა კომპანიამ Waffenfabrik Mauser A.G.მიიღო პირველი შეკვეთა 1871 წლის მოდელის შაშხანაზე…
12. 39e316221db5
ჩეხური მაუზერი
13. a7bfc18cfddd
მაუზერი -უკვდავი კლასიკა: ნახეთ ამჟამად თუ რას წარმოადგენს…
ეს მაუზერი არის ტექნოლოგიური, დახვეწილი და ეფექტური სისტემის. მაუზერის დიზაინმა დაიპყრო არა მხოლოდ ევროპა არამედ ამერიკის ორივე კონტინენტი. სურათზეა თანამედროვე ამერიკული მაუზერის რეინკარნაცია. ეს არის კიმბერ 8400 სანადირო შაშხანის საკეტი. მაუზერის გავლენა ეჭვსგარეშეა…მასიური ექსტრაქტორი, კონტროლირებადი მიწოდება, და თანმედროვე მოთხოვნების მიხედვით ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადატანილი დამცველის ღილაკი.

14. 3f8211c5d84f
გამოჩენილმა გერმანელმა კონსტრუქტორმა ფრიც ვალტერმა 30-იანი წლების შუახანებში შექმნა ახალი 9მმ კალიბრის პისტოლეტი რომელიც ვერმახტმა შეაიარაღებაში პისტოლე-38-ის სახელწოდებით მიიღო. სწორედ აქედან გაჩნდა საქვეყნოდ ცნობილი პ-38.
15. 0caa805e405d
პ-38-ის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მოხერხებულად ჯდება ხელში. სასხლეტის დაშვებაც შედარებით რბილი აქვს. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომ სწორედ პ-38 იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ პისტოლეტად, რომელიც 9მმ კალიბრიან ,,პარაბელუმის” ვაზნაზე იყო გათვლილი…

e5fae1ad1ca9
დაათვალიერეთ დანარჩენი ძვირაღირებული იარაღები !!!
18e96a4605e0
38f5ebaf3095
6ef33043df41
826d4cae32ca
c1be4e03a18c
d249886f8020
2a1385cf6883
7ef086c5c56f
9a61f4a80696
9adf222920da
91022917f327
557103d505eb
4728f0c8c90d

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button